საქართველო და `მტრული ტერიტორიები`

საქართველო და `მტრული ტერიტორიები`

გუშინ ავტობუსით ვიმგზავრე და უკანა სკამებიდან მესმის ასეთი საუბარი:

`ეეეეჰ რა დღეში ვართ ქართველები, თბილისიდან ბათუმისკენ რომ მივდივარ `მარშრუტკით`, მარჯვნივ გახედვა მიკლავს გულს - სულ ე.წ. `ოსეთია` ანუ ოკუპირებული ტერიტორია.....არც მინდა იქით გახედვა.....უმწეობა მეუფლება......`

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მესმის მტკივნეულია და ზოგს შესაძლოა არც მოეწონოს ეს შედარება, რაკი ჩვენგან განსხვავებით ისრაელი გამარჯვებული ერია, მაგრამ....მოგვიწევს შეგუება მეგობრებო, რომ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, დიახაც უნდა ვისწავლოთ და `შევისისხლხორცოთ` ცხოვრების ის წესი, რითაც ის დიდი ერი ცხოვრობს უკვე ათეულობით წელია.

სახელს აქ აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა: `ოკუპირებული ტერიტორიებია` თუ `მტრული ტერიტორიები`

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მე მინახავს იერუსალიმის მიდამოებში ადგილები, სადაც სულ 10-20 მეტრი ჰყოფთ `მტრული ტერიტორიებიდან`..... საავტომობილო გზის გასწვრივ კი დიდი კედელია ათეულობით კილომეტრზე გადაჭიმული, რომლის მიღმა ასევე `მტრული ტერიტორიებია`........

ახალგაზრდა ისრაელელი ჯარისკაცი მინახავს, ამაყად და მშვიდად რომ დგას M-16 ლულადაშვებით მაგრამ ყოველ წამს იარაღის ატაცების მზადყოფნით ძველი იერუსალიმის ებრაული კვარტალიდან - არაბულ კვარტალთან უხილავ ზღვარზე და ტაძრეული მთის ასევე უხილავ ზღურბლთან.....პალესტინის ავტონომიის მტრულ ტერიტორიებთან........

აქეთ-იქეთ კი მანქანები, ავტობუსები, მინივენები დაქრიან...... ისრაელელები ზღვისკენ მიიჩქარიან თუმცაღა იციან, ბევრ ადგილას `მტრული ტერიტორიებიდან` სულ რამდენიმე მეტრი ჰყოფთ ხშირად ამ გზაზე.

ოღონდ ისიც იციან, რომ იქ ჯარისკაცი დგას და საფრთხე რომ ემუქრებოდეთ `აქ და ახლა`, აუცილებლად ეცოდინებოდათ....

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ამას უნდა მივეჩვიოთ გვინდა ეს თუ არა, გვტკივა ეს თუ არა ...... და ქვეყნის განვითარება ამ ვითარებაში უნდა ვცადოთ, ანუ ოკუპირებული ტერიტორიები არავითარ შემთხვევაში (!) არ უნდა ვცნოთ, მაგრამ მენტალურად და ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვროთ ისე, იმავე განწყობით ხილული თუ უხილავი კედლის მიღმა` მტრული ტერიტორიების` მიმართ, როგორც ისრაელში ცხოვრობენ ადამიანები.

თუ გვინდა ცხოვრება და განვითარება ასეა და...... თუ არ გვინდა....მაშინ დავანებოთ თავი ყველაფერს.

`რუსეთს ჩავბარდეთ მაშინო` - იდიოტური გამოსავალია:

ვის რა ჯანდაბად უნდიხარ?

ხომ არ გგონიათ საქართველოს გეოგრაფიული ტერიტორიის და კომუნიკაციების `ჩაკეტვას`, რამე რომ იყოს რუსეთი ანკარასთან შეთანხმების გარეშე გაბედავს ასეთ შემთხვევაშიც კი - საქართველო თუ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 86-ე სუბიექტად გაწევრიანდა?

2008 წლის ომს უამრავი ასპექტი აქვს, რაც ბევრმა არ იცის: თბილისი-ბათუმის ავტობანი რომ გადაკეტეს რუსებმა და ძაღლთაპირმა კოკოითიმ განაცხადა: `ეს გაზსადენი ჩვენს ტერიტორიაზე გადის ლენინგორში და ჩვენ უნდა გადაგვიხადოთო`, ერდოღანმა ერთი შუბლი შეიჭმუხნა და საკითხი ანკარასა და მოსკოვს შორის გარიგებით დასრულდა: ყველაფერი გაატარეს და ხელიც არ ახლეს არც ერთ მილსადენს.

ასე რომ, ამაზეც `მოყომარდებიან` უკიდურეს შემთხვევაში.

ანუ არაფერ `ჯანდაბად` მოსკოვს ეს ქვეყანა არ სჭირდება თავის ასატკივებლად გარდა იმ შემთხვევისა, რასაკვირველია, `მტრულ ტერიტორიებთან` თუ შარვლებს ჩავიხდით.

მასე რატომაც არა? მათი რა მიდის?

ის ტერიტორიები კი, რუსეთის შემადგენლობაშიც მტრულ ტერიტორიებად დარჩება - ფანატიკური და აბსოლუტურად განუშორებელი ქართველთმოძულეობით.

ამიტომ ეს არანაირი` არგუმენტი` არ არის:

დიახაც უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობენ ებრაელები თვალუწვდენელ `კედელს მიღმა` - ავტობანის გასწვრივ, მტრულ ტერიტორიებთან ათიოდე მეტრში!

ეგება ასეთ შემთხვევაში ებრაელი ერის პასსიონარობის, მაღალი შეგნების და ებრაელი ჯარისკაცის ლომგულობის (!) წილიც გვიწყალობოს უფალმა ამ დიდებულ მთაბართან ერთად, რაც ნამდვილად გვიწყალობა, ვერ მოვუარეთ და რომელთან შედარებითაც ისრაელი....... უდაბური ხრიოკია - ადამიანის მიერ აყვავებული.

დათო