ტრამპისა და ზელენსკის არადიპლომატიური კამათი „ოვალურ კაბინეტში“

ტრამპისა და ზელენსკის არადიპლომატიური კამათი „ოვალურ კაბინეტში“

ყურადღებით ნახეთ და მოუსმინეთ: ყველაფერი დააპროვოცირა ვენსმა! -  ბაიდენზე რაღაც გაუგებარი კომენტარებით თუ ბრალდებებით

და რაც მთავარია, ეს წინასწარ იყო დაგეგმილი.

ამაში ურყევად ვარ დარწმუნებული.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი ცნობილი (არც თუ ცუდი) ოდესღაც ზე-პოპულარული ფილმის პერსონაჟი ამბობს: „დიპლომატია მისი მათემატიკური ფორმულების სინატიფით მიზიდავსო“.

„მათემატიკური ფორმულების“.....

ეგვიპტის პირამიდებიდან მოყოლებული ვითარდება ეს უფაქიზესი, გენიალური თანამდევი პოლიტიკისა, მისი კანონებით, მისი განსაკუთრებული „ენით“.

დიპლომატიას თავისი „ენა“ აქვს, რომელსაც ხშირად „თარგმნა“ სჭირდება ჩვეულებრივი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე.

მისი ერთ-ერთი კანონი კი, დიახაც, დელიკატური არასაჯაროობაა:

მხარეებმა დახურულ კარს მიღმა შესაძლოა სასტიკად ლანძღონ ერთმანეთი, მუშტი-კრივზეც გადავიდნენ, მაგრამ ღიად, On the Public, On Record მწყაზარი სახე მიიღონ და დიპლომატიური ენით ილაპარაკონ.

თუნდაც ისეთები ილაპარაკონ, ხსენებულ „ადამიანურ ენაზე“ გადმოთარგმნისას რომ „იმის იმის იმის გინებას მივიღებთ“.

ეგვიპტისა და შუმერის ურთიერთობის ისტორიიდან ჩამოყალიბებული წესით, უთანხმოების ასე საჯაროდ გამოტანა (ნაცვლად დახურულ კარს მიღმა განხილვისა) პირადი ცხოვრების დეტალებზე საჯაროდ ლაპარაკის ტოლფასი ბანძობაა.

იმ განსხვავებით, რომ მილიონობით ადამიანის ბედისწერას აყენებს ეჭვქვეშ.

დათო