უკრაინის ომზე: რატომ არ `პრავდება` როსტომ-ხანობა

უკრაინის ომზე: რატომ არ `პრავდება` როსტომ-ხანობა

აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან ვამბობ:

არსებობს `ექსპლიციტური ნარატივი` (ღია, აქტუალიზებული, დომინანტური, საყოველთაოდ სამართლიანად მიჩნეული) და `იმპლიციტური ნარატივი` - ფარული, გაუხმაურებელი, არააქტუალიზებული, პრაგმატული, არაიდეალისტური, თუმცა ხშირად მიზანშეწონილი.

მეორე ვერ `პრავდება` და არ `პრავდება!` მაშინაც კი, თუ მიზანშეწონილია.

აქედან გამომდინარე, დემოკრატიის ერთ-ერთი `წესია`, რომ ოპოზიციამ, რომელიც ექსპლიციტურ ნარატივს ქადაგებს, ხელისუფლება უნდა ლანძღოს, ეძახოს `დამპალი კაპიტულანტი`, `კოლაბორანტი`, თახსირი.......აფურთხოს, ა....ს თავზე, იძახოს, რომ თვითონ თუ იქნებოდა ამ დროს ხელისუფლებაში აი სუუუუულ სხვანაირად მოიქცეოდა........

ხელისუფლებამ კი, დიახაც, ეს ყველაფერი უნდა მოიწმინდოს და მხოლოდ ნაზად გაიღიმოს!

საპასუხო ლანძღვა ამ დროს მოვე ტონია!

ოღონდ არა იმიტომ, რომ ``არასწორია`` ან ``სწორია`` კონკრეტული პოზიცია უკრაინის მიმართ `აქ და ახლა`, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ მოვე ტონია!

იმიტომ, რომ პრაგმატიზმი და რიალ პოლისი ხშირად მიზანშეწონილია და სწორია, მაგრამ ა რ პ რ ა ვ დ ე ბ ა!

მით უმეტეს, როცა ქართველების 99% რა თქმა უნდა უკრაინას უჭერს მხარს და ეს არის აბსოლუტურად გასაგები, კეთილშობილი, ნათელი და ღვთისნიერი პოზიცია.

როცა გველეშაპი ცდილობს დაგლიჯოს ულამაზესი მეგობარი ქვეყანა, სხვაგვარი პოზიოცია საზოგადოებრივ ღირებულებათა მთელი სისტემის ნგრევას გამოიწვევდა.

ამ დროს საპასუხო ბრალდებები და საპასუხო ლანძღვა, 10000%-ით მართალიც რომ იყო, პოლიტიკის სტილს და ტონს ეწინააღდმეგება.

ასეა.

ხოლო ვისაც არ ესმის რა არის `მოვე ტონ` ამას ვერ აუხსნი.

მოგწონთ, არმოგწონთ, მაგრამ ეს პოლიტიკის კანონია.

ხელისუფლება თუ ხარ, თავი უნდა გქონდეს გადადებული იმ აზრითაც, რომ თავიდან ქაქი მოიწმინდო, გაიღიმო, იმპლიციტური ნარატივის `გაპრავება` არ სცადო და . . . . . . ჩუმად, გააკეთო რასაც აკეთებ და რაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე სწორად მიგაჩნია.