ქართველი მოჭიდავეები, ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი და ევროპული დუელი

ქართველი მოჭიდავეები, ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი და ევროპული დუელი

არასდროს დამავიწყდება, რამდენიმე წლის წინ, რაღაც-სადღაც-რაღაცის გამო....პოლიტიკური თუ პოსტპოლიტიკური თუ ქვეპოლიტიკური `რაღაცის გამო` არც მახსოვს რის გამო....ორმა მოჭიდავემ იჩხუბა ტელეკამერების წინ....მაგრად იჩხუბეს.... ორივე ბუმბერაზი ათლეტი ფალავანია, ორივე დამსახურებული, მედალოსანი, ჩემპიონი.....

ოღონდ ის მახსოვს, რომ უხმოდ ჩხუბობდნენ, უხმოდ!.....ანუ გამეტებით ურტყავდნენ ერთმანეთს, თუმცა კრინტს არ სძრავდნენ, - უხმოდ, უტყვად....ასეთი რამ არ მინახავს ან ძალიან იშვიათად მინახავს....ჩხუბობდნენ კრინტდაუძვრელად....

რატომ? იმიტომ, რომ ფიზიკური ტკივილი აბა რაა ვაჟკაცისთვის, მაგრამ სიტყვა....სიტყვა კოდავს სამუდამოდ, სასიხლოდ, მოურჩენლად... და ეს ორივეს ესმოდა, იმიტომ, რომ ....იმიტომ

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არ გიფიქრიათ იმაზე, რა გენიალური, დიდებული ტრადიცია შექმნა ევროპულმა ელიტამ დუელის სახით?

ეს ტრადიცია რომ ბასტილიის ციხის მუქარით აკრძალა ლუი XIV-მ საფრანგეთში (`აბა რა მექნა, ლამის ამოწყდა ფრანგული არისტოკრატიაო`-მერე ამბობდა), მე მგონი მაშინ დაიწყო ფრანგული ელიტის გამდაბიურება(!) და სიტყვის-სიტყვით ანუ უსისხლოდ გაჭრა.

სიტყვა - სიტყვით არ იჭრება. გამორიცხულია. მხოლოდ სისხლით.

ჭეშმარიტმა ფრანგმა არისტოკრატებმა იცოდნენ, რომ ეს მდაბიურობაა. ისევე, როგორც მუშტია მდაბიურობა, თუმცა ახლა დაშნა აღარ არის - ცივ იარაღად ითვლება და...რა ექნა იმ ორ ვაჟკაც მოჭიდავეს?

ან უილ სმიტს, - ამ დიდებულ კეთილშობილ ადამიანს - რაღა ექნა, როცა იძულებული გახდა მდაბიოდ სილა გაეწნა იმ კრისასთვის, მის ავადმყოფ მეუღლეს რომ მიაყენა შეურაცხყოფა? ამის გამო აკადემიიდან გარიცხეს.

ვინმეს ეჭვი გეპარებათ, დუელის დიდებული ინსტიტუტი რომ ცივილიზაციას არ ამოეშანთა, უილ სმიტი იმ კრისას დუელში გამოიწვევდა და მდაბიურად სილას არ გააწნავდა?

მე არ მეპარება ეჭვი. სადმე სენთრალ პარკში სეკუნდანტებთან ერთად ბარიერის ათი მეტრის დისტანციაზე სროლით ბარაბნიანი კოლტიდან ერთი ტყვიით.

იმაში კი მეპარება ეჭვი, რომ ის საზიზღარი ნაძირალა ამ გამოწვევას მიიღებდა და ვირთხასავით არ გაიპარებოდა.

აი ამან კი, - ლუი XIV-მ რომ დუელები აკრძალა ბასტილიის და ზოგჯერ თავის მოკვეთის, უარეს შემთხვევაში სამარცხვინო ჩამოხრჩობის მუქარით - (ასე მეჩვენება, როგორც ისტორიკოსს) რაღაც ისეთი ღირებულებები დაანგრია, ისეთი მახინჯი კორელაციები შექმნა ფრანგულ ელიტაში XVIII საუკუნიდან დაწყებული (`გალანტურ საუკუნეს` რომ უწოდებენ), საბოლოოდ ყველაფერი პირიტყვულ ამბოხამდე, გილიოტინამდე და ნოტღ-დამის გრძნეულ ტაძარში ლამის ბოსელის გახსნამდე მივიდა 1789 წლიდან.

ამ ჩვენი `ელიტისთვის`, მათ შორის პოლიტელიტისთვის ეს ყოველივე....ვიეტნამურია რასაკვირველია.

დათო