ქართველი პარტიზანები მოქმედებას განაგრძობენ?

ქართველი პარტიზანები მოქმედებას განაგრძობენ?

 

    მაისის მოვლენების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ პარტიზანული მოძრაობა გალის რაიონსა და მთელს აფხაზეთში სამუდამოდ დასამარდა; მადლობა ღმერთს, კიდევ არიან საქართველოში ადამიანები (თუნდაც იგივე ლტოლვილები) რომელთაც ადამიანური ღირსების გრძნობა არ დაუკარგავთ. უფრო მეტიც, ის ქართველი გმირები, რომლებიც გალში აფსუა ფაშისტებს ჟლეტენ - ყველაზე ღირსეულნი არიან დღევანდელ საქართველოში! შეიძლება ითქვას, მხოლოდ მათ გააჩნიათ ღირსების გრძნობა, რადგან არ სურთ შეურიგდნენ დამარცხებას და დამცირებას
    არძინბასა და მისი ხროვის სტრატეგია სწორედ ამაზე იყო აგებული: ისე გაეტეხათ ქართული ეროვნული ცნობიერება, რომ მას წინააღმდეგობის გაწევის სურვილი და უნარი აღარ ჰქონოდა. მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ამის დადასტურებაა სამურზაყანოში საბრძოლო მოქმედებათა გაგრძელება. თანაც, რაც ყველაზე სასიხარულო და საამაყოა, ქართველ პარტიზანებს არც ჭკუა და არც მოხერხება არ აკლიათ.
    მაგალითად, მათ თავისუფლად შეუძლიათ ოჩამჩირისა და თუნდაც სოხუმის რაიონებში მშვიდობიან აფხაზურ სოფლებზე განახორციელონ თავდასხმა, მაგრამ ამას არ აკეთებენ, ვინაიდან ამით არძინბას ხროვას პროპაგანდისტულ არგუმენტს მისცემენ.
    სჯობს ისეთი მდგომარეობა შევინარჩუნოთ, როდესაც მთელი მსოფლიო ხედავს, ვინ ესხმის თავს მშვიდობიან სოფლებს, ვინ წვავს ცოცხლად უდანაშაულო ადამიანებს.
    ისევე, როგორც ომის დროს, - ქართველი გვარდიელები ძარცვა-გლეჯით კი გამოირჩეოდნენ, მაგრამ არ არის დაფიქსირებული არც ერთი შემთხვევა, რომ მათ მშვიდობიანი, უდანაშაულო, უიარაღო ადამიანები, ქალები, ბავშვები, მოხუცები მიზანმიმართულად დაეხვრიტათ, დაეწვათ და ა.შ.
    არძინბას «მეომრები» კი ასეთ მხეცობას ხშირად სჩადიოდნენ. ეს «გამარჯვება» მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ და უნდა დაუჯდეთ კიდეც.
    1993 წლიდან - დღემდე ქართველ პარტიზანთა ხელით ასეულობით აფსუა ფაშისტია გაჟლეტილი მხოლოდ გალის რაიონში, - სადაც ისინი მიდიან იარაღით, მშვიდობიან მცხოვრებთა ასაწიოკებლად. ქართველმა პარტიზანებმა თავიანთი დაღუპული თანამებრძოლების სისხლი აიღეს და კვლავაც აიღებენ, კვლავაც ძვირად აზღვევინებენ ფაშისტებს მათ მიერ ჩადენილ ქმედებათა გამო.
    არძინბა ყოველნაირად ცდილობს არ შეიმჩნიოს, რომ ყველაზე ძალიან პარტიზანული მოძრაობა აშინებს. ამიტომ მოითხოვს (არც თუ უშედეგოდ) პარტიზანებისადმი საქართველოს ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულების დოკუმენტურად დაფიქსირებას; ამიტომ აგზავნის გალში ახალ-ახალ დამსჯელ რაზმებს, მაგრამ ყოველივე უშედეგოა.
    მაშასადამე, ბოლომდე ვერ მოსპო ქართველებში ღირსების გრძნობა ამ ნაძირალამ და ამიტომ ძალიან ძვირად დაუჯდება საქართველოს ტანჯვა-წამება.
    პარტიზანთა გონივრული მოქმედების ნიმუშია აგრეთვე ისიც, რომ ისინი არ აძლევენ საშუალებას აფხაზეთის სხვა კუხთეებიდან ჩამოსულ მძარცველებს თვითონ მოიწიონ სამურზაყანოს უხვი მოსავალი. არძინბას სამურზაყანოდან ქართული მოსახლეობის გაძევება არც თუ ეპიტნავებოდა, ვინაიდან ეს რაიონი მთელს აფხაზეთს ამარაგებდა სურსათ-სანოვაგით. ამიტომ ცდილობდა ადგილობრივი ქართველების ჯერ «გამეგრელებას» (განქართველებას), შემდეგ კი გააფსუებას, მაგრამ ეს გეგმაც ქართველმა პარტიზანებმა ჩაუშალეს;
    ლტოლვილები კი, ვინც ახლა წუწუნებს, დროა მიხვდნენ, რომ სანამ იარაღს თვითონ არ აიღებენ ხელში და პარტიზანებს არ ამოუდგებიან მხარში - აფხაზეთში ვერ დაბრუნდება და თუ დაბრუნდებიან, მშვიდად ვერ იცხოვრებენ.
    არძინბას «მარბიელ მძარცველთა ბანდებიდან» ერთ-ერთი პარტიზანებმა უკვე ამოჟლიტეს მაშინ, როდესაც ისინი გალიდან მოსავლის გატანას აპირებდნენ; სხვები კი გალში ცხვირის შეყოფას ვერ ბედავენ, რადგან პარტიზანების ეშინიათ.
    ე.წ. «აფხაზური მილიცია» გალშია გამაგრებული და დროდადრო თავდასხმებს აწყობს ქართულ სოფლებზე. მისი მცდელობა, სოფლებშიც შეექმნათ სეპარატისტული ადმინისტრაცია, წარუმატებლად დასრულდა. რამდენიმე დღის წინ, პარტიზანებმა კიდევ სამი აფსუა გაუყენეს საიქიოს გზას, რომელთაგან ერთი - ოჩამჩირელი ფაჩულია, «საბერიოს გამგებლად» დაენიშნათ, ხოლო დანარჩენი ორი მისი «მცველი იყო».
    ასეთი ტაქტიკა ადრე თუ გვიან უეჭველად გამოიღებს შედეგს, ვინაიდან არძინბას სეპარატისტული რესურსი ამოუწურავი არ არის.