ქართულ-დაღესტნური ჩხუბი არაბეთში
მოკლედ.....ჩვენს მერაბთან, კიდევ იმ გმირ პატარა ბიჭთან, (მაგას ვენაცვალე) და იმ „შაკალებთან“ დაკავშირებული ინციდენტი ბევრად ნიშანდობლივი მ ო ვ ლ ე ნ ა ა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ველაპარაკე ადამიანს, ვინც ზუსტად იცის, რა მოხდა თბილისში. რაც წინაპირობად სახელდებოდა. თუმცა წინაპირობა უფრო ადრე იყო, მაგრამ თბილისში რაც მოხდა, აი ეს არის ძალიან საინტერესო.
საქმე ისაა, რომ ის დაღესტნელი, ვისაც მერაბმა გაულაწუნა თბილისში, მანამდე მას მთელი დღის განმავლობაში, ჟარგონით თუ ვიტყვით „ეიაზვებოდა“.
„იაზვობა“ სპეციფიური ურბანული ტერმინია და არ გულისხმობს გინებას, ლანძღვას, თუმცა გულისხმობს დამცირებას, ნერვების წიწკვნას, ფსიქოლოგიურ დათრგუნვას.
მერაბმა ეს ვერ აიტანა.
აი ხშირად გვესმის ხოლმე: „ქართველებს და ჩრდილო-კავკასიელებს იდენტური ფსიქოლოგია და მენტალობა გვაქვსო“.
მტკნარი სისულელეა.
სინამდვილეში ს ი ტ ყ ვ ი თ (და არ ქმედებით) ქართველის წყობილებიდან გამოყვანა ბევრად იოლია ვიდრე ჩრდილო კავკასიელისა - იმავე დაღესტნელის ან ჩეჩენის და ა.შ.
ქართველი დიდხანს ვერ მოითმენს „ფსიქოლოგიურ ხმალაობას“ და უმალ გადადის ქმედებაზე.
ასეთია მისი ეთნო-ფსიქოლოგია, ფსიქოტიპი და კულტურული კოდიც.
ეს არც კარგია და არც ცუდი.
მოცემულობაა
თუ გახსოვთ მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანმა რომ მატერაცის თავი გლიჯა მკერდში, დააგდო და საფრანგეთის დიდებულმა გუნდმა ის ჩემპიონატი წააგო კიდეც.
ამ ამბის შემდეგ საქართველოში ასიდან - ასი კი არა, ათასიდან - ათასი კი არა და ათი ათასიდან - ათი ათასი კი არა და.....უკლებლივ ყველა კაცი პირველ რიგში შემდეგ კითხვას სვამდა: რა უ თ ხ რ ა მატერაციმ?! ანუ გააჩნია რა უ თ ხ რ ა!
და მერე, როცა გაირკვა რაც უთხრა (ჟურნალისტებმა მატერაცის ტუჩების მოძრაობით წაიკითხეს) - „კაცი ყოფილა“. „კაცობა ყველაფერზე წინ დააყენა“
ან კიდევ......1996 წელი იყო თუ არ ვცდები.....ოლიმპიადაზე თუ მსოფლიო ჩემპიონატზე.... ქართველი ფალავანი ეჭიდავებოდა დაღესტნელს.
ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, მაგრამ უზნეოდ ჭიდაობდა - იმ ქართველს სახეს უფხაჭნიდა, რათა წყობილებიდან გამოეყვანა და გამოიყვანა კიდეც: ადგა ის ქართველი ფალავანი და სულ რუსულად დედა აგინა. Ёб твою мать!!! ხმამაღლა, ყველას ესმოდა თუმცა იმ დაღესტნელმა....ვითომ ვერ გაიგონა ვერც ერთხელ...არანაირი რეაქცია არ ჰქონდა.....არც კი იმჩნევდა. მისთვის მთავარი ის იყო, ქმედებით, ანუ ჭიდაობით
დაემარცხებინა ქართველი და დაამარცხა კიდეც.
წააგო იმ ბიჭმა.
მწარედ წააგო.
წააგო იმიტომ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ძალა კი არ არის მთავარი, არამედ ფსიქოლოგიური „სტამინა“, რასაც ქართველი ვერაფრის დიდებით ვერ შეინარჩუნებს როცა ნერვებს უთხრიან, პროვოცირებენ
იცოდა ეს იმ დაღესტნელის მწვრთნელმა.
საიდან და რატომ იცოდა?
იმიტომ, რომ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი იყო - ნაქართველარი მამიაშვილის მიწვეული მოსკოვში.
სამოქალაქო ომსა და შევარდნაძისდროინდელ გაჭივებას რუსეთში „დიდი ხელფასიზა“ გაქცეული.