ხ ა ტ ი ა!

უიქენდზე საკითხავი

ძვირფას მკითხველს, რომელსაც უყვარს კითხვა, უყვარს მუსიკა და წარმატებული ქართველი პატრიოტები!

- - - - - - - - - - - - - - - -

ეს ვიდეო შენახული მაქვს.....

ჯერ ერთი რახმანინოვის შედევრი თავისთავად - მისი „მეორე საფორტეპიანო კონცერტი“

ამასთან ჩვენი ხატია....

მესამეც, მეცინება ხოლმე....ნახეთ ..... სულ დასაწყისში, დააკვირდით, სადღაც 30-ე წამთან..... ხატიას უკან მევიოლინე გოგო რომ ზის, სუფთად „ქალურ მზერას“ რომ გააპარებს ხატიასკენ.

ჰა ჰა ჰა....

ეგეც თქვენ - გასკდით გულზე ევროპელი გოგოები: ჩვენი ხატია ყველას გჯობიათ

მართალია..... დიდმა ქალბატონმა ელისომ.....არა, არა, ამ მხიარულმა გოგონამ კი არა, დეპუტატი რომაა და „პარლამენტში როიალი მომართვითო“ რომ იძახდა (ნამდვილად შესანიშნავი შემსრულებელია ისიც უდავოდ-დ.) არამედ „იმ“ დიდმა (!) ქალბატონმა ელისომ, ელისო ვირსალაძემ, ყველა დროის უდიდეს ქალ პიანისტად რომ არის აღიარებული...... ხატიას შესრულებაზე თქვა გამაოგნებელი რამ.....„Чудовищно!“.....მაგრამ მე მგონი ეს იმავე გრძნეული სინდრომის გამოვლინება იქნებოდა.......აი ვიდეოს დასაწყისში რომაა.....

აბა, დალოცვილო, ქალბატონო ელისო......არამონური ქედის მოხრით და თქვენდამი თაყვანისცემით.....Чудовищно ალბათ მე რომ შევასრულო რახმანინოვი ის იქნება, თორემ ხატიას შესრულება შესაძლოა არ მოგეწონოს, ოღონდ ......„ჩუდოვიშჩნო“ რა უბედურებაა?!!!....

საერთოდ როგორ ვთარგმნოთ ეს რუსული ტერმინი? „შემაძრწუნებელი?“ „საშინელი?“

ჰმ....

- - - - - - - - - - - - - -

ხატიასთან, ამ მართლაც გენიალურ ქალთან დაკავშირებით, მეორე ეპიზოდია ჩემთვის დაუვიწყარი და აღვწერ თუ მკითხველს არ დაეზარება :

მოკლედ......რომელიღაც დიდ ევროპულ დარბაზში უკრავს ხატია.....

ასე ღია ცის ქვეშ კი არა - დარბაზში.

მხოლოდ (!) კლასიკური მუსიკის დარბაზში

აღარ მახსოვს სად - ბერლინში? ვენაში? პარიზში?

არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.

სავსეა დარბაზი ხალხით თანაც ...რა ხალხით....რა ხალხით (!!)....სულ ნაღები საზოგადოება, არისტოკრატები....„სვეტები“ სვეტები!!!

მოდის ხატია.

მოდის......მოდის......

მოდის და აპობს მომხდურ ქალურ ვნებათა ცუნამის ტალღებს

აცვია საღამოს კაბა.

როგორც ყოველთვის უღრმესი დეკოლტეთი....დიდი შლეიფით.....გაიარა მთელი დარბაზი....მივიდა როიალთან....დაჯდა, გაასწორა სკამი.......წამიერად დაფიქრდა და......მოულოდნელად ნიკაპი ასწია მაღლა, ჩვეული ნაზი ღიმილით, ხმადაბლა რაღაც უთხრა დირიჟორს.....

„დიდებული“ ქართული ჟურნალისტიკის კლიშეთი „ოდნავ დაიძაბა სიტუაცია დარბაზში“, რადგან რა უთხრა, ვერავინ გაიგონა რასაკვირველია.

რაღაც უთხრა ნაზი ღიმილით.....

მევილიონე გოგონებმა გაიგონეს და „კეთილად“ გაეღიმათ, მაგრამ სხვამ ვერ გაიგონა და......

არ არის ჩვეული სიტუაცია.

სრული, დაძაბული სიჩუმეა „სამეფო დარბაზში“....ყველა მზერა დირიჟორზე გადავიდა უმალვე.

რა უთხრა???!!

ახლა, მოდით, დირიჟორი აღვწეროთ: ახალგაზრდა კაცი, არისტოკრატიული ანაგობისა ......ა(ღ)ნაგობის არა ეს სხვაა.......

დოჩანაშვილის ტერმინით „კოჭებში“ ეტყობა, ან გერმანელია ან ავსტრიელი.....

ერთი წამიც არ იყო გასული ხატიას თხოვნიდან და.....ამ ახალგაზრდა დირიჟორმა, მოულოდნელად, მარჯვენა ხელის ელეგანტური მოძრაობით წინა გულის მარცხენა ჯიბიდან ამოიტაცა თეთრი, ქათქათა ცხვირსახოცი და ხატიას გაუწოდა.

მანაც „მადლობაო“ და როიალზე დადო

ოოოოოოოოოოოოოოჰ........ დაიშრიალა ელიტარებით სავსე დარბაზმა.........ოოოოოოოოოოოოჰ....... გადაუარა დარბაზს ქალური კონოტაცია-ნოტათი ამოსუნთქვამ.......

ის თეთრი, ქათქათა ცხვირსახოცი ახალგაზრდა დირიჟორს ჯიბეში როგორ ედო იცით?

ესეც ხომ ხელოვნებაა - „ჩალაგებული“ ჰქონდა, კი არ „ედო“ უბრალოდ - აი რამდენიმე წუთი რომ ნამდვილად სჭირდება ასე „ჩალაგებას“: არც ძალიან სჩანდეს ამოწეული, თუმცა საკმარისად, რათა Style-ის სრულქმნილებას უწყობდეს ხელს.

აქ აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რაშია საქმე:

ხატიამ იგრძნო, რომ დარბაზში ცხელოდა....... მას რა თქმა უნდა არ ჰქონდა ცხვირსახოცი და არც შეიძლებოდა ჰქონოდა: საღამოს კაბა ეცვა დიდი შლეიფით.....რასაკვირველია უსახელო......სახელოებიანი რომ ცმოდა, ქალები მაჯასთან დამალავენ ხოლმე ეშმაკურად პატარა ცხვირსახოცს, მაგრამ უსახელო იყო მეთქი......მთელი დარბაზი გაიარა....მაღალქუსლებიანებზე...... კაბას ორივე ხელით სწევდა.....

ცხვირსახოცს დეკოლტეშიც ვერ ჩაიდებდა.

გამორიცხულია!

მრისხანე ფრანგული განსაზღვრებით mauvais ton!

ქალი პიანისტისთვის ნამდვილად mauvais ton!

ქალმა ოპერის მომღერალმა (!) შეიძლება ჩაიდოს დეკოლტეში ცხვირსახოცი....ისიც ყველამ არა......მონსერატი როცაა, მაშინ კი....მაშინ ცხვირსახოცი კი არა ასევროიანები შეიძლება ჩაიკუჭოს დეკოლტეში თამამი სიცილით, როგორც თბილისში გააკეთა თუ გახსოვთ, მაგრამ...... ის ხომ მონსერატია! შეუდარებელი, დიდი მონსერატ კაბალიე!!

ქალმა პიანისტმა - არა.

ამაზე ათასგზის მეტად გამორიცხულია თუნდაც პატარა, სუუუულ პაწაწკინტელა ხელჩანთა სჭეროდა:

იმიტომ, რომ პიანისტი (ქალის!) გ ა მ ო ს ვ ლ ა როიალთან ეს ხომ ცალკე პერფორმანსია!

ხატიამ კი მთელი დარბაზი გაიარა და.....

ამ დროს ქალ პიანისტს ხელში ჩანთა ეკავოს, ინსტრუმენტთან მივიდეს და ის ჩანთა Steinway and sons სამეფო როიალზე დააბრეხვოს...ეს როგორი გოიმობა და ბანძობა იქნება იცით?.....

არა, დარბაზს გააჩნია რასაკვირველია და პიანისტსაც გააჩნია, მაგრამ ჩვენ ვალაპაკობთ ასეთ (!) პუბლიკაზე და ასეთ პიანისტზე......

ხატიამ იცოდა (ი ც ო დ ა!!) რომ იმ ახალგაზრდა კაცს აუცილებლად (!) ექნებოდა თეთრი, ქათქათა ცხვირსახოცი.

ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ!

იმიტომაც სთხოვა თამამად.

არისტოკრატის უმთავრესი მარკერი და თვისება ესაა: ექსპრომტადაც რომ არაფერი შეეშლება და თვით ყველაზე მოულოდნელ სიტუაციაშიც კი, რომ უეჭველად აღმოაჩნდება თეთრი, ქათქათა ცხვირსახოცი, რათა ქალს ელეგანტური ჟესტით მიაწოდოს....

მე ის არ ვიცი, წინასწარ დადგა თუ არა ხატიამ ეს დიდებული მიზანსცენა.....არ ვიცი, არც მაინტერესებს და არ მინდა ამაზე სპეკულირება.

მაგრამ იმაში კი ათასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ იმ ახალგაზრდა დირიჟორმა წინასწარ არაფერი იცოდა!

მერე როგორ შეასრულა ხატიამ....დიდებულად შეასრულა რასაკვირველია.....მაგრამ აი ეს პერფორმანსი....მაინც „სხვა“ იყო.

-------------------

მოულოდნელად დავამთავრებ ამ პატარა ესსეს.

დიახ, სრულიად მოულოდნელად:

ჩვენი ხატია, „თავის საკეთებელში“ (ჭაბუა) ერთის მხრივ......და ჩვენი მერაბი, ისიც „თავის საკეთებელში“ მეორეს მხრივ.....

დიდი ქართველი პატრიოტები არიან და ორივენი დიდებულ ქართულ საქმეს აკეთებენ.

გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს!

დათო