ჰიტლერი და სტალინი

ჰიტლერი და სტალინი

ჰიტლერი....სტალინი....ჰიტლერი....სტალინი.....

ორივე ბოროტების განსახიერება იყო რა თქმა უნდა, მაგრამ...... აი ფსიქოტიპურობა......ოხერი რამაა.

უცდომელი, თანაც ნიშანდობლივი.

1945 წლის 9 აპრილს (!) როდესაც ბერლინი უკვე რუსული არტილერიით იბომბებოდა, სიკვდილით დასაჯეს ადმირალი კანარისი - გერმანული რაიხის სამხედრო დაზვერვის (abver) შეფი, ბერიასა და აბაკუმოვის მეტოქე იმ დიდ ომში.

ჰიტლერმა დააბრალა 1944 წლის (შტაუფენბერგის) შეთქმულებაში მონაწილეობა და ჰიტლერმავე დაწვრილებით, ზედმიწევნით „დაუხაზა“ იმ საკონცენტრაციო ბანაკის მეთაურს, სადაც კანარისი ჰყავდათ დამწყვდეული, დეტალურად, როგორ უნდა განეხორციელებინათ მისი სიკვდილით დასჯა:

გააშიშვლეს ბოლომდე ადმირალი; მიიყვანეს ეშაფოტთან შიშველი, ჯარისკაცთა ხორხოცის აკომპანემენტით; ნიკაპით ჩამოაცვეს ღორის საკიდზე და ყელზე მოავლეს როიალის სიმი....საოცრად გამძლე ყოფილა როიალის სიმები....

ასწიეს....დასწიეს, მოასულიერეს..... ისევ ასწიეს...დასწიეს, მოასულიერეს...ასწიეს, დასწიეს, შეასხეს წყალი მოასულიერეს....სანამ არ მოკვდა.....ასე ბრძანა ფიურერმა.

მეორე მაგალითი: ბერლინის გესტაპოს შეფის მოადგილე, რომელმაც 15 წელი მოიხადა ომის შემდეგ, იხსენებდა, რომ როდესაც ანტიფაშისტური ორგანიზაცია „წითელი კაპელა“ ჩავარდა, ჰიტლერმა დაიბარა მიულერთან ერთად ის და მისი უშუალო უფროსი:

„ყველანი აწამეთ, თუნდაც წამებაში აღმოხდეთ სულიო“- ბრძანა ფიურერმა;

„და თუ არ ჩაძღლდებიან წამებისას, მერე სიკვდილით დასაჯეთ, ოღონდ.....კი არ ჩამოახრჩოთ, არამედ თავი მოკვეთეთო“.

მათაც კი გაუკვირდათ......„მრავლისმნახველებს“.....თურმე სად ხარ......„რომ მოვდიოდით, ჰიტლერმა შეგვაჩერაო....

„თავის მოკვეთისას გულაღმა დააწვინეთო რომ.....მოქნეულ ნაჯახს ხედავდნენო.......ეს დამატებითი სასჯელის სახით“

ჰოდა, „ფსიქოტიპი“ მეთქი:

სტალინი მასზე ნაკლები გიჟი არ ყოფილა, თუმცა.....ასეთი რაღაცეები მის შესახებ არ მსმენია, რა ვქნა....აი ასი ათასობით, ან მილიონობით ადამიანის დახვრეტა მსმენია, მაგრამ..... ღორის კაუჭზე ჩამოკიდება და გულაღმა მწოლიარესთვის თავის მოკვეთა...... ნამდვილად არა.....

ამიტომაც, მე მგონი, ტოლობის ნიშანი მთლად სწორი არ არის თუ ფსიქოტიპებს ვადარებთ;

არადა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათ პიროვნულ „ფაქტურას“ სახელმწიფოებრივი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ნერონი - ნერონია;

თუმცა კალიგულა - კალიგულა;

უფრო საურონისა და სარუმანის ამბავია.

ოღონდაც, ტოლკინისაგან განსხვავებით, აქ სარუმანმა დაამარცხა საურონი....... ელფები, გნომები და ადამიანები კი დარჩნენ ელბას ანუ „რკინის ფარდის“ გადაღმა.