გორში პოლიციელებმა მოქალაქე სასტიკად სცემეს.

გორში პოლიციელებმა მოქალაქე სასტიკად სცემეს.

ვენში აბსოლუტურად არასწორად ესმით რას ნიშნავს ერთ-ერთი დასავლური ქცევითი პატერნი და ძალიან მნიშვნელოვანი „პოლიტიკური ფიგურა“ - „თმენის ვალდებულება“.

უფრო ზუსტად, „არასწორად ესმით“ კი არა, ხშირად მიზანმიმართულად აყა2026-06-08 17:43:13ბებ(დნენ) და აყალბებენ პოლიტიკური და პროპაგანდისტული მიზნით. (პროპაგანდა მხოლოდ სახელისუფლებო როდია)

რაც ოდენ ხელს უშლის ჯანსაღი მიდგომის დამკვიდრებას.

სინამდვილეში დასავლური (ანუ ცივილიზებული) გაგებით, „თმენის ვალდებულება“ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მ ა გ ა ლ ი თ ა დ როცა მოსწავლე სკოლაში შეურაცხყოფას აყენებს მასწავლებელს, პედაგოგს არ აქვს უფლება „გამოვიდეს მოთმინებიდან“ და ბავშვს ხელით შეეხოს.

და ასევე, როდესაც პოლიციელი ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი გადაცდომისთვის აკავებს ეჭვმიტანილს, იმან რაც არ უნდა ჩაიდინოს დაკავების მომენტში, რაც არ უნდა თქვას, როგორც არ უნდა მოიქცეს, პოლიციელს არ აქვს უფლება გამოიყენოს არაპროპორციული (!) ძალა.

პოლიციელი ვალდებულია მიმართოს მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ ძალას, დაადოს ბორკილები, „ცივსისხლიანად“ წაუკითხოს მისი უფლებები და წარუდგინოს მართლმსაჯულებას.

დასავლური (მაშასადამე ცივილიზებული) მიდგომით, პოლიციელს აქვს უფლება დაკავებისას მიმართოს ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაკავებელი პირი უწევს აქტიურ ფიზიკურ წინააღმდეგობას და რაც მთავარია, ამ წინააღმდეგობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ დასაკავებელი პირის ნ ე ი ტ რ ა ლ ი ზ ა ც ი ი ს თ ვ ი ს , მისი გ ა უ ვ ნ ე ბ ლ ო ბ ი ს თ ვ ი ს აუცილებელი ხდება ძალის, ზოგჯერ კი სპეცსაშუალებების გამოყენება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა ვნახეთ გორში?

რაც არ უნდა გაეკეთებინა იმ ეჭვმიტანილს, რა გადაცდომაც არ უნდა ჰქონოდა, კაციც რომ ჰყოლოდა მოკლული, ნუთუ ათი თუ თხუთმეტი „ჯეჯგვი“ პოლიციელის ძალისხმევა იყო საჭირო და წიხლებით ცემა - ერთი გაჩხიკული ბიჭისთვის ხელბორკილების დასადებად?

და თუ „საჭირო გახდა“, ეს იცით რას ნიშნავს და რისი გამოხატულებაა?

ა რ ა პ რ ო ფ ე ს ი ო ნ ა ლ ი ზ მ ი ს!

პირველ რიგში არაპროფესიონალიზმის და პროფესიული უუნარობისა!!

მერე უკვე ძალადობისადმი იმმანენტური მიდრეკილების, „პრავების კაჩავის“ და საკუთარი სოციალური სტატუსის არასწორი, მახინჯი გაგების.

ცივილიზებული სამყარო ამას (თმენის ვალდებულებას და საკუთარი სოციალური სტატუსის ადეკვატურ აღქმას) პოლიციელს ასწავლის ისე, როგორც მშობელი ასწავლის ბავშვს კბილების ხეხვას, რაც დროთა განმავლობაში, ზრდასთან ერთად, ჯერ ქცევით პატერნად, შემდეგ კი პერსონალურ კულტურულ კოდადაც ექცევა.

და თუ დაარღვევს (როგორც ჯორჯ ფლოიდის შემთხვევაში მოხდა) უსასტიკესად დაისჯება კიდეც

თუმცა (აბა კარგად გავიხსენით) ჯორჯ ფლოიდის ქეისში პოლიციელი მარტო იყო; იქ ათი „ჯეჯგვი“ კოლეგა არ ეხმარებოდა ეჭვმიტანილისთვის ბორკილების დადებაში ხოლო მისი არაპროფესიონალიზმი იმაში გამოვლინდა, რომ კისერზე ადამიანისთვის მუხლის დაჭერა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება.

ამას ტრენინგებზე ასწავლიან.

თუ მთლად გონებაჩლუნგი იდიოტი არა ხარ, უნდა ისწავლო.

თუ იდიოტი ხარ და ადამიანი შემოგაკვდება, მთელს ცხოვრებას ციხეში გაგატარებინებენ და ატარებს კიდეც.

მით უმეტეს როცა მთელი არსენალი გაქვს. მათ შორის ელექტროშოკერი უკიდურესზე უკიდურესი შემთხვევისთვის, ხოლო უკიდურესზე უკიდურესზე უკიდურესზე..... კიდევ უკიდურესი შემთხვევისთვის, ცეცხლსასროლი იარაღიც, თუკი დაკავებისას ეჭვმიტანილი სასიცოცხლო საფრთხეს გიქმნის პოლიციელს.

ეს ვნახეთ გორში?

რამე ასეთ საფრთხეს ქმნიდა დასაკავებელი პიროვნება?

ათი „ჯეჯგვი“ რომ ცდილობდა ერთი (ვიმეორებ) გაჩხიკული ბიჭისთვის ხელბორკილის დადებას და სანამ წიხლებით არ სცემეს, იმდენ ხანს ეჯაჯგურენ, ეს ვერ მოახერხეს?

ა რ ა პ რ ო ფ ე ს ი ო ნ ა ლ ი ზ მ ი!

პირველ რიგში.

და უპასუხისმგებლობაც რასაკვირველია.

თმენის ვალდებულებას და ადეკვატურ სოციალურ თვითაღქმას რაც შეეხება, სანდრო გირგვლიანი რომ მოიტაცა და სცემა, ის ვინმე პოლიციელი ალანიაც იძახდა „შემაგინაო და......“

თმენის ვალდებულება!

ასევე, ალანიას შემთხვევაში, საკუთარი სოციალური სტატუსის არაადეკვატურად აღქმა: „მე კახა თარგამაძის კორუმპირებული და ქრთამში ჩამპალი პოლიციელი კი არა ვარ დედა მაგინო - მე უმწიკვლო იდეალისტი ვარ და სახელმწიფოს ვემსახურები!!“

ბუტა რობაქიძე (სრულიად უდანაშაულო ბიჭი) ვინც მოკლა, იმას არ ასწავლეს ან „ვერ ისწავლა“ გონებაჩლუნგობის გამო, რომ თუკი სროლას არ აპირებ, საჩვენებელი თითი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გედოს იარაღის სასხლეტზე, არამედ მხოლოდ სასხლეტის გასწვრივ. ან სასხლეტის დამცავ რკალზე.

თუმცა ეს მაშინ მოხდა, როცა პირველად საქართველოს ისტორიაში (!!) იქმნებოდა არაკორუმპირებული პოლიცია; ტარდებოდა მართლა ისტორიული რეფორმა; შესაბამისად პოლიციიდან გაყარეს კორუმპირებული პროფესიონალები (აბა სხვა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ?-დ.) და „მოყარეს“ არაკორუმპირებული ტლუ „ყანები“, რომლებსაც თოხი და იარაღი ერთმანეთში ერეოდათ.

ოღონდ .....მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა?

ოცდაორი!

ერთადერთი დასკვნა აქედან ის გამომაქვს, რომ დასავლური (ესე იგი ცივილიზებული) მიდგომის დამკვიდრებას ამ ქვეყანაში ......„თმენის ვალდებულების“ და საკუთარი სოციალური, ასევე ინსტიტუციური სტატუსის ადეკვატურად აღქმის..... გენებში გამჯდარი ეთნოფსიქოლოგია, „კულტურული კოდი“ და ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიციის იმმანენტური სისუსტე ეწინააღმდეგება.

და ისიც საეჭვოა ამას ოდესმე რამე ეშველოს, სანამ ერის მ ე ნ ტ ა ლ ო ბ ა არ შეიცვლება, რაც ქართული ეთნო-ფსიქოლოგიისა და თვით იდენტობის ურთულესი, უმტკივნეულესი რეფორმის გარეშე საერთოდ შეუძლებელია.