ენდრიუ დომინიკის ფილმი Killing them softly და ხელისუფლებათა ცვალებადობა
აი ეს ფილმი არის ძალიან საინტერესო ილუსტრაცია იმ დისკურსისა, რაზეც ბევრჯერ დაგვიწერია.
თითქოსდა რა შუაშია, მაგრამ.....
აი რატომ:
ენდრიუ დომინიკის Killing them softly ჩემი აზრით გამორჩეული, შესანიშნავი, თუმცა მაინც დაუფასებელი ფილმია.
სწორედაც როგორც მისი ეპოქის ილუსტრაცია.
ცალკე თემაა ბრედ პიტის შესანიშნავი შესრულება - ეს მსახიობი „იხსნება“, როგორც მრავალშრიანი და მრავალსახოვანი არტისტი. ასევე აწ განსვენებული ჯეიმს განდოლფინის თითქოს ეპიზოდური, თუმცა საოცრად ღრმა სახიობა; რეი ლიოტა...როგორც ყოველთვის ბრწყინვალე....... მეკნერი.....მენდელსონი....ერთი სიტყვით ცვენაა ვარსკვლავების და მე კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ ჰოლივუდში ასეთი რამ „შემთხვევით“ თუ უბრალო „დამთხვევით“ არასდროს ხდება
ფილმი, რაც მთავარია და რისი თქმაც მინდა სინამდვილეში, აღწერს 2008 წლის ხელისუფლებათა ცვალებადობის მიჯნაზე ამერიკულ სოციუმში გამეფებულ ა ტ მ ო ს ფ ე რ ო ს.
ვიმეორებ: ა ტ მ ო ს ფ ე რ ო ს.
სოციალურ ატმოსფეროს - მრისხანე ფენომენს!
დავრდომილობის, დეკადანსის, კორუფციის, ხელჩაქნეულობის, ნიჰილიზმის, ღირებულებათა დევალვაციის და ა.შ.
ჯორჯ ბუშ უმცროსს, მისი კატასტროფული მმართველობის, ერაყის უკიდურესად არაპოპულარული ომის, ბოლოს უკვე ფინანსური კრახის შემდეგ, ცვლის ბარაკ ობამა - სრულიად ახალი სახე, „ახალი სისხლი“, „ახალი პროექტი“, „ახალი ფიგურა“ ახალი ნარატივით......ფილმის პერსონაჟებისთვის თითქოსდა ამ ცვალებადობით არაფერი იცვლება, ყურადღებასაც არ აქცევენ მის „განახლებულ ნარატივს“, მაგრამ ავტორები რაღაცნაირად მაინც ახერხებენ იმის ჩვენებას, რომ აი ეს ნიჰილიზმი და დეკადანსი იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს სოციალური რეფლექსიის იმდენად გამაჯანსაღებელი, ისეთი კეთილშობილი მექანიზმი, როგორიც ხელისუფლებათა ცვალებადობაა (!), მაინც რაღაცნაირად წარმოშობს იმედს, რაღაც პერსპექტივას, უკეთესობისკენ ცვალებადობის შანსს, რაკი მთავარი გმირის, ბრედ პიტის პერსონაჟის, ესე იგი ქილერის იმმანენტური კრიმინალურობა და მისი დანაშაულებრივი მენტალობა დისონანსირებს შანსთან (!), რომელსაც საზოგადოებას დემოკრატია უქმნის მისი ღერძულა ინსტიტუციით, ხელისუფლებათა ცვალებადობით, რაკი სოციუმს „მხარის შეცვლის“ და „ნაწოლების მოშუშების“ საშაულებას აძლევს დაა.....აბა წარმოიდგინეთ, რასთან მოვიდოდა „რეზონანსში“ და ნეგატიურ სინერგიაში ეს კრიმინალური მენტალობა და შესაბამისი „შავი სულისკვეთება“, მისი ცინიზმითა და მაზანთროპიით, ამგვარი შანსი (თუნდაც შანსი) რომ საერთოდ არ არსებობდეს და ამერიკა რომელიმე დიქტატურა იყოს სადაც ხელისუფლებები და ეპოქები საერთოდ არ.... „ცვალებადობენ?!“
- - - - - - - - - - - - - - - - -
2008 წელია აღწერილი.... მისი სულისკვეთებით.....
ამის შემდეგ იყო 2016 წელი - სულ სხვა სულისკვეთებით და სოციალური ატმოსფეროთი, განსხვავებული სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტებით....
მერე 2024 წელი.....და ა.შ და ა.შ.
დადგება 2028 წელი.... 2032 წელი..... გენიალური ქართული გამონათქვამით, „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“.
ზუსტადაც ეს ცვალებადობა და წლობით ნაგროვები ნეგატიური შლამის გადარეცხვის მუდმივი შანსი აცოცხლებს ამერიკასაც და ნებისმიერ სოციუმს დემოკრატიაში, იცავს მას გადაგვარებისა და სრული დეგრადაციისაგან.
როგორი ბნელი და უსასოოც არ უნდა სჩანდეს ყოველი ცალკე აღებული ეპოქა მისი დეკადანსის ჟამს.
არ არსებობს და არც იარსებებს დედამიწაზე იმაზე დიდებული ფენომენი, ვიდრე დემოკრატიაა!