ნიკა მელია - მიშას „ბულდოზერი“

ნიკა მელია - მიშას „ბულდოზერი“

მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას ეპისტოლარული „გადაძახილ-გადმოძახილი“ რუსთავის ციხის (ორი საკნის გამოტოვებით) სამარტოო „კამერებიდან“ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

ისტორიული თვალსაზრისითაც კი.

არა უბრალოდ „ფაქტად“, არამედ მ ო ვ ლ ე ნ ა დ, რომელიც წარსულ და მიმდინარე პ რ ო ც ე ს ე ბ ზ ე მეტყველებს.

სანამ მოკრძალებულ ანალიზს შევთავაზებ, მკითხველს ვთხოვ მოისმინოს ეს ჩანაწერი, რასაც აქვე ვდებ.

https://www.youtube.com/watch?v=WyChETFN8WE

იგი ძალიან არსებითია ჩვენს დისკურსში ოღონდაც......„ფალსიფიცირებულია“ და მსგავსი „ჟღალი ზღაპრები“ არ გვინდა!

მიშასთვის, პიროვნულად, ეს ლანძღვა/გინება განმსაზღვრელი კი არ იყო, არამედ იყო მხოლოდ სიმპტომი და გამოვლინება, მარკერი პრობლემისა.

ზოგადად, რასაც მე ვაკვირდები, მიშას აქვს ასეთი თვისება: გრეჩიხა სატელეფონო საუბარში კი არა, საჯაროდ, მიტინგზე აგინებდა დედას და....არაფერი.

ხოლო ის ვიღაც თუ(!!) აცემინა (კაცმა რომ თქვას საცემი კი იყო მართლა ქალის ასეთი შეურაცხყოფისთვის-დ.) იმიტომ კი არ აცემინა, რომ სანდრას მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ იმიტომ, რომ გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელსაც სულ მცირე წრე წაიკითხავდა....... გიგა ბოკერიამ მერე „მოსდგა“, დაჯდა ტელე-ეთერში და ქვეყანას „მოასხა“ ციტატებით.

ანუ სოციალურად აქტუალური გახადა და მიშას პირად ინტერესებს გასცდა - შეეხო პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი ს (არა პერსონალურად მიშას) პრესტიჟს და რენომეს ქვეყანაში, სადაც მასობრივი „მმაჩიზმო“ აღქმით „ამას რომ კაცი მოითმენს და შეარჩენს......“

აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო უბრალოდ ანეგდოტური პასუხი, რაც ნინო ბურჯანაძემ გასცა შესაბამის კითხვას: „......მერედა სპეცდანს რას უგზავნიდა? ძმაკაცები არ ჰყავს? ვინმე ძმაკაცი მიეგზავნა დაააა......“

ეეჰჰ მენტალობა....მენტალობა.......მიშა შესანიშნავად იცნობს ქართველების მენტალობას. ისე ბრწყინვალედ არა, როგორც შევარდნაძე იცნობდა, მაგრამ მაინც.

. . . . . . . . . . . . . . .

აქ ისტორიულ ექსკურსს ვერ გავექცევით.

რისთვის სჭირდებოდა საერთოდ მიშას ნიკა მელია?

აბა გავიხსენოთ: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად დაიშალა.

თანაც დაიშალა ყველაზე უარესი ფორმით: აღმოჩნდა, რომ პარტიული ელიტის აბსოლუტური უმრავლესობა (იმავე გიგას „დაქოქვით“) კატეგორიულად არ აპირებდა „გაეტარებინა“ მიშას გადაწყვეტილება, მიეღო უკრაინის მოქალაქეობა და/ანუ ავტომატურად დ ა ე კ ა რ გ ა საქართველოს მოქალაქეობა.

პარტიიდან ლამის მთელი პარტიული ელიტა გავიდა; საპარლამენტო ფრაქცია ჩამოაყალიბეს („ენმ ფრაქციაში“ სულ 4 დეპუტატი დარჩა) და შექმნეს პარტია „ევროპული საქართველო“

მიშას ნიკა მელია დასჭირდა სწორედაც „ბულდოზერად“ უპირველესად ამ „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ (აბა გაიხსენეთ რ2-ის ტელეკამერასთან ერთად რომ მიუვარდა საპარლამენტო ოფისში) და ასევე სჭირდებოდა „ოცნების“ წინააღმდეგაც რასაკვირველია. („ქართუ ბაკთან „მივარდნა“ და სხვა)

უნდა ითქვას, რომ ნიკა მელიამ „ბულდოზერის“ ფუნქცია კარგად, ნიჭიერად შეასრულა ორივე მიმართულებით.

იმდენად, რომ 2020 წლის ბოლოს, როდესაც გრიგოლ ვაშაძე კომიკურად გადადგა პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემაზე ატეხილი ამბის გამო, პარტიის თავმჯდომარედაც აირჩიეს, ოღონდ......მერე და მერე მიშამ შენიშნა, რომ ნიკა მელია საკუთარ თამაშს თამაშობდა.

საქმე ის კი არ არის, რომ მას ეტოლებოდა (რა სისულელეა - ისინი აშკარად სხვადასხვა „კალიბრის“ ფიგურები არიან) არამედ უბრალოდ დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს ისე, რომ „მიშას პარტიის“ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიშასთან არ ათანხმებდა.

„ბულდოზერმა“ ავტონომიურ რეჟიმში მოძრაობა დაიწყო.

ამაზე გაბრაზებული მიშა დისტანცირდა პარტიისგან და პარტიული ელიტის დიდმა ნაწილმა ჩათვალა (შეცდომით), რომ „მიშას განდგომის“ და მისი მთლიანად უკრაინის ამბებზე გადართვის მიზეზი მხოლოდ (!) ის პრობლემა იყო, რაც ქვემორე სატელეფონო საუბარში გამოიხატა - დედის გინებით.

ზუსტად ეს გახდა შიდაპარტიული „ამბოხის“ მთავარი აღმძრავი;

თუმცა ნიკა მელიას, რასაკვირველია, ამის აღიარება არ აწყობდა. (აბა ხომ არ იტყოდა: „ის ჩანაწერი ნამდვილია და დიახაც ასე ვფიქრობო“) ამიტომ დავით კეზერაშვილზე დაიწყო „ისრების გადატანა“.

თითქოს კეზერაშვილი უწყობდა პარტიაში „ბუნტს“. მიშაზე პირდაპირ დარტყმა ხელს არ აძლევდა მაშინ.

თუ რატომ - ამის თაობაზე ქვემოთ

ამ დისკურსში გადამწყვეტი ისტორიული მოვლენა აღმოჩნდა 2024 წლის არჩევნები, რომლის შედეგადაც „ნიკა მელია/ნიკა გვამარმიას“ პარტიამ ენმ-ზე მეტი ხმა მიიღო.

და ამის არსებითი, სისტემური მიზეზი გახდა არა იმდენად (არა მხოლოდ) გილაურების ფული, რამდენადაც ის გარემოება, რომ „ორმა ნიკამ“ უუუუდიიიიიდესიიიიიიიიი ოსტატობით ისარგებლეს „მიშას რესურსებით“ ანუ მიშას ქარიზმით და მიშას „11 წლის“ მითოსით.

მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ორი ნიკას“ პარტიას ხმა მისცა აი ასეთი მოტივაციით: „ხაბეიშვილი და ბოკუჩავა არ მომწონს და....აი ნიკა მელიაც ხომ მიშას მეგობარია? მისი გუნდის წევრია! მისი თანამებრძოლია..... ჰოდა მიშას „ამ“ მეგობრებს (ნიკას და ნიკას) მივცემ ხმას და არა „იმ“ მეგობრებს, რაკი ორივენი „მიშას მეგობრები“ არიან ხომ?!. უბრალოდ „ესენი“ უფრო მომწონს ვიდრე „ისინი“. ხომ ერთ საქმეს აკეთებენ მაინც?“

აი ამისთვის სჭირდებოდათ ის გაიძვერული „ურთიერთთავდაუსხმელობა“, რათა ამ კატეგორიის „მიშას ამომრჩეველი“ ვერაფერს მიმხვდარიყო.

მკვეთრი გამიჯვნა რომ მომხდარიყო ჯერ კიდევ 2024 არჩევნების წინ, „ორი ნიკას“ პარტია იმდენ ხმას ვერ მიიღებდა, რადგან მათი ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი სინამდვილეში „მიშას ამომრჩეველი“ იყო.

თვითონ მიშას კი ამ პროცესში აქტიური ჩარევა იმიტომ არ შეეძლო, რომ გათავისუფლებისთვის (სამკურნალოდ გადაყვანისთვის) იბრძოდა და ქართულ პოლიტიკას „ემიჯნებოდა“.

მაგრამ 2024წ. არჩევნების შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკაში ღიად დაბრუნდა, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ეს „ორივენი ხომ მიშას მეგობრები არიან .......“ ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა მკვეთრი გამიჯვნით!

ოღონდ მიშამ ეს გააკეთა ძალიან ოსტატურად: რამდენიმე პოსტით მან მიზანმიმართულად აიძულა ნიკა მელია, გაემჟღავნებინა ნამდვილი დამოკიდებულება, ჩაედინა უმძიმესი შეცდომა და თვითონ „დაებრეხვებინა“ დაუმტკიცებადი პიროვნული ბრალდებებით გაჟღერებული წერილი („ხელისუფლებასთან გარიგება“, „ანტისახელმწიფოებრივი“ „ჩემზე ეჭვიანობა“ და ა.შ) რასაც მიშას არც ერთი მომხრე არ დაიჯერებს!

ჰოდა შედეგიც დადგა.

თან ისე, რომ ინიციატორი ამ „მკვეთრი გამიჯვნისა“ („ორივე ხომ მიშას მეგობარიას“ ნარატივთა სამომავლო გამორიცხვით) არა მიშა, არამედ თვითონ ნიკა მელია გამოვიდა.

სხვათა შორის ამ თემაზე „მეორე ნიკას“ ანუ ნიკა გვარამიას სტატუსს თუ ყურადღებით წაიკითხავთ, რომელშიც მან ფაქტიურად უარი თქვა ნებისმიერ კომენტარზე, სრულებით ცხადია, რომ მელიას ემოციური „დემარში“ და ასეთი დაუჯერებადი, ინტერპრეტაციული, შიშველი ბრალდებების „დაბრეხვება“ გვარამიას ძალიან არ მოეწონა.

იმიტომ არ მოეწონა, რომ იცოდა, ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა „ორივეხომმიშასმეგობარია“ ეშმაკური თამაშის დასრულების თვალსაზრისით.

იცოდა და ხვდებოდა ამას იმიტომ, რომ.......ეს ნიკა - იმ ნიკაზე ბევრად ჭკვიანია!

და ბევრად უფრო რაციონალური/პრაგმატულიც ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე შ ი.

დათო

https://www.youtube.com/watch?v=WyChETFN8WE