როგორ ჩამოყალიბდა „საქართველოს სასამართლო კორპორაცია“

როგორ ჩამოყალიბდა „საქართველოს სასამართლო კორპორაცია“

ძალიან საინტერესო რამ მოხდა ე.წ. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს“ („იუს“) არამოსამართლე წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

„პრეზიდენტ სალომეას“ განკარგულება სასამართლომ გააუქმა და მას ამ მიმართულებით ნებისმიერი ახალი ქმედებაც აუკრძალა.

ატყდა ამბავი: „გაუგონარიიიიიიი.....წარმოუდგენელიიიიიი....ეს რა მოხდააააააა......ეს რა გაბედეეეეეეეს.......“

ვწუხვარ მაგრამ ამ ხალხს, ვინც ისტერიკებს აწყობს ახლა ამ შემთხვევის ნამდვილი, ბევრად ღრმა და რთული არსის თუ სისტემური მიზეზების დასაფარად, ჩვენ ყველანი საბრალო, „პირდაბჩენილი ბოჩოლები“ ვგონივართ, რომელთაც არაფერი წაუკითხავთ, არაფერი უნახავთ, ვერ აზროვნებენ და „მიირთმევენ“ ყველაფერს, რასაც წინ „დაუყრიან“.

შეგახსენებთ: 2019 წლის 2 ნოემბერს, აშშ ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდის მოსამართლემ, კერძო სარჩელის საფუძველზე გააუქმა პრეზიდენტ (!) დონალდ ტრამპის ბრძანებულება ამერიკაში მიგრაციის შეზღუდვის თემაზე.

ასე რომ ეს ზღაპრები - „სასამართლოს ამის უფლება არ ჰქონდაო“, - მოუყვნენ საყვარელ ბებიებს.

და თუ გადაწყვეტილების იურიდიულად უფლება ჰქონდა, მაშასადამე ჰქონდა იურიდიულად ამ გადაწყვეტილების „უზრუნველმყოფი ღონისძიების“ უფლებაც.

ანუ ახალი კონკურსის და ახალი დანიშვნის აკრძალვისაც.

იურიდიულად ასეა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - -

აი პოლიტიკურად კი.....

პრობლემა სინამდვილეში ეს კი არ არის - ჰქონდა თუ არა მოსამართლეს ამის უფლება.

რა თქმა უნდა ჰქონდა კონკრეტული სარჩელის საფუძველზე.

ნამდვილი და ღრმა პრობლემა აქ ისაა, რომ საქართველოს სასამართლო „კორპორაციამ“ ........დაარქვით რაც გნებავთ: „კლანი“, „ბანდა“, „კოზა ნოსტრა“ „საძმო“, „კამარილია“, „კამორრა“ და ა.შ. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე ზუსტი და გამართული სახელია კ ო რ პ ო რ ა ც ი ა..........აი ამ „გაერთიანებამ“ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა და „ბეჭედიც დაუსვა“, რომ იქცა ქართული Deep state-ის უძლიერეს დაჯგუფებად და საკუთარ „სივრცეში“, საკუთარ „კამორრაში“ „უცხო სხეულს“ უბრალოდ არ შეუშვებს.

აი ასე - არ შეუშვებს და მორჩა!

და „ყურებზე ხახვსაც ვერავინ დააჭრის“.

- - - - - - - - - - - - - - - - - - -

ოღონდ.....მთავარი კითხვა აქ ისაა, როგორ ჩამოყალიბდა ეს „კორპორაცია“ ასეთად.

უფრო ზუსტად, რა სისტემურმა მიდგომებმა (!) ჩამოაყალიბა იგი ამგვარ Deep state-ად?

ნუ დაიჯერებთ იმავე საბრალო ბოჩოლებისთვის დაყრილ „სალაფავს“, რომ თითქოს „ოცნებამ უბრძანათ და.......“ „ბიძინამ უბრძანათ და......“

არ დაიჯეროთ ამგვარი ცრუპენტელობანი!

სინამდვილეში „სასამართლოს კორპორაცია“ მოქმედებს საკუთარი კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე და არ დაიჯეროთ ასევე მტკნარი სიცრუე, თითქოს მურუსიძე იმიტომაა ამ კორპორაციის ლიდერი, რომ...... „ბიძინამ დანიშნა“.

ტყუილია!

სინამდვილეში მურუსიძე იქ ლიდერია იმიტომ, რომ თვით მოსამართლეებს ჰქონდათ საშუალება, დამოუკიდებლად და ნებისმიერი სხვა ინსტიტუციის ჩაურევლად აერჩიათ ის, ვინც უნდოდათ და სჭირდებოდათ ლიდერად საკუთარი კორპორატიული ინეტრესების დასაცავად და განსახორციელებლად.

ჰოდა.......ამგვარი „საშუალება“ რამ შექმნა მეთქი - სასამართლო კორპორაცია ასეთ დახურულ Deep state-ად ჩამოყალიბებულიყო?

ესაა მთავარი კითხვა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - -

აბა გავიხსენოთ, ყველაზე ხშირად რა „კონსტრუქტი“ გვესმოდა 35 წლის განმავლობაში სასამართლოსთან დაკავშირებით?

გვესმოდა: „სასამართლოს დამოუკიდებლობა.....სასამართლოს დამოუკიდებლობა......სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ნებისმიერი მხრიდან ჩაურევლობა.......“და ასე შემდეგ.

ოღონდ იმ ხალხს, ვინც ამას კულტივირებდა, ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ თუ ყოველგვარი „ჩექენბალანსის“ სისტემას მოსპობ, თუ მათუსალასავით სამარდჟამოდ დანიშნავ მოსამართლეებს, თუ მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციას ექნება საშუალება აირჩიოს ამ ინსტიტუტის მმართველი ორგანოები....... მაშინ სისტემა აუცილებლად „ჩაიკეტება“ სისტემათა თეორიის და კორპორატივიზმის ელემენტარული წესებიდან და კანონებიდან გამომდინარე.

მიაქციეთ ყუარდღება, რომ ზუსტად ის ხალხი, ვინც ახლა თუთიყუშივით იმეორებს „ჩვენ შევცვლით ამ სისტემას, ჩვენ დავამარცხებთ სასამართლო კლანს...ამ უმსგავსობის მოთმენა აღარ შეიძლებაო“..........არადროს (ა რ ა ს დ რ ო ს!) არ ამბობს, კონკრეტულად (!) რას აპირებენ, ანუ რა კონკრეტულ (!) გადაწყვეტილებას მიიღებენ „კორპორატივიზმის“ დასამარცხებლად სასამართლო სისტემაში?!

იცით რატომ არ ამბობენ?

იმიტომ, რომ აბსოლუტურად გარდაუვალია ამ პროცესში არ დაუბრუნდნენ „ჩექენბალანსის“ იმ სისტემას, რაც პრეზიდენტისა და პარლამენტის როლის არსებითად გაძლიერებას გულისხმობს და რაც მოისპო სწორედაც იმგვარი მიდგომის გამო: „სასამართლოსრულიდამოუკიდებლობადა მისსაქმეებშიჩაურევლობანებისმიერიმხრიდან“.....სხაპასხუპით რომ იმეორებდნენ ჩლუნგად და ტვინი შეგვიჭამეს ამით 35 წელია.

მაშინ უკვე თავად მოუწევთ უპასუხონ კითხვებს:

„აი ეს ახალი სისტემა და მოსამართელთა შერჩევის თუ დანიშვნის თუ შემდგომ კონტროლის ეს ახალი წესი, რასაც ახლა გვთავაზობთ, რატომ და „რანაირად“ არის იმაზე დემოკრატიული, ვიდრე ის სისტემა, როცა მოსამართლეები თავისუფალი კონკურსით შეირჩევა, მოსამართლეთა კონფერენცია სრულიად დამოუკიდებლად ირჩევს ლიდერშიპს და რა თქმა უნდა აირჩევს მურუსიძე/ჩინცალაძეს?

აირჩევს იმიტომ კი არა, რომ „ბიძინა უბრძანებს“, არამედ იმიტომ, რომ (ვიმეორებ) სწორედ ისინი მიაჩნია ამ კორპორაციას საუკეთესო დამცველებად და განმახორციელებლად მისი კორპორაციული ინეტრესების.

- - - - - - - - - - - - - - - - - - -

ბოლოს ეს ხალხი, ვისი სწორხაზოვანი (!) პრიმიტიული მიდგომების შედეგადაც მივიღეთ 35 წლის შემდეგ ამჟამინდელი „ჩაკეტილი კორპორაცია“, - რაკი საკუთარ შეცდომას და სიბრიყვეს არაფრის დიდებით არ აღიარებენ, - იმდენად გათავხედდნენ, რომ.......ოფიციალურ სტრუქტურათა „ჩარევა“ მთლად ვერ გაამართლეს საკუთარი წარსული პოზიციების გათვალისწინებით და......ამიტომ უკვე პირდაპირ, ღიად მოითხოვეს, რომ თურმე..... თურმე........ არა პრეზიდენტს, არა პარლამენტს, არა მთავრობას, არამედ მათ ანუ „არაოფიციალურ ორგანიზაციებს“ უნდა ჰქონდეთ ინსტიტუციური უფლება ჩაერიონ და კონტროლი განახორციელონ სასამართლო სისტემაზე!

და...... ეს რატომ არის უფრო დემოკრატიული და სამართლიანი? ვინმემ აირჩია ეს „არაოფიციალური ორგანიზაციები?“ - სასამართლო ხელისუფლება აკონტროლონ?

ამგვარი „გარეშე კონტროლი“ როგორ, რანაირად არის დასაშვები, თუ „ოფიციალურ ინსტიტუციათა“ მხრიდან კონტროლი და ჩარევა დაუშვებელია?!

ეს რითაა უკეთესი?

ანუ, რა გამოდის?

პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის ჩარევა სასამართლოს საქმეებში და მისი მხრიდან სასამართლოს კონტროლი დაუშვებელია; პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუციის მხრიდან ჩარევა სასამართლოს საქმეებში და მისი მხრიდან კონტროლი დაუშვებელია; მთავრობის, როგორც ინსტიტუციის ჩარევა სასამართლოს საქმეებში და მისი მხრიდან კონტროლი დაუშვებელია და.......„არაოფიციალური ორგანიზაციების“ (თანაც მათი მხოლოდ ერთი, „ელიტური“ ნაწილის) ჩარევა სასამართლოს საქმეებში და მათი მხრიდან კონტროლი დასაშვებია?

გ ა დ ა ს ა რ ე ვ ი!

- - - - - - - - - - - - - - - - - - -

ამჟამად შემქნილი ტრაგი-კომიკური ვითარება კლასიკური მაგალითი იმისა, რა შედეგი მოაქვს ზოგადად, სისტემურად, რთული პრობლემების იოლად და პოპულისტურად გადაწყვეტის ბრიყვულ მცდელობებს.

ხომ გინდოდათ სასამართლოს „სრული დამოუკიდებლობა“ და მის საქმეებში „არავის ჩაურევლობა?“

ჰოდა მიიღეთ კიდეც:

სასამართლო კორპორაცია იქცა Deep state დახურულ მონსტრად და აირჩია დამოუკიდებლად (!) ზუსტად ის ლიდერშიპი, ის მურუსიძე/ჩინჩალაძე, ვინც ყველაზე უკეთ გამოხატავს და იცავს მათ კორპორატიულ ინტერესებს

ეს არის და ეს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - -

და......აქვე დავამატებდი, რომ „საბაბი“ ან „სათქმელი“ კორპორაციას შეუქმნა „პრეზიდენტ სალომეას“ სრულმა არაპროფესიონალიზმმა თუ უნიჭობამ:

არაფერი ავალდებულებდა პრეზიდენტს რაიმე „კომისიის“ შექმნას კანდიდატთა შესარჩევად!

მას პირდაპირ, ულაპარაკოდ შეეძლო დაენიშნა ვინმე წიქარიშვილი „იუს“-ს არამოსამართლე წევრად თუ ასე მიაჩნდა საჭიროდ.

ამის ნაცვლად სალომეამ „გამჭვირვალეობა“ „ისპექტაკლა“, ოღონდ კომისია ისე „დაუბალანსებლად“ დააკომპლექტა იმავე „არაოფიციალურ ორგანიზაციათა“ პრევალირებით, რომ ნამდვილად შეუქმნა „სათქმელი“ და “საბაბი“ Deep state-ს რომელმაც იმოქმედა ცინიკურად, თავხედურად, უკანმოუხედავად, აგრესიულად და ბრწყინვალედ გამოიყენა განაწყენებული კანდიდატის სარჩელი.

„იმავე დღეს რატომ განიხილა სარჩელიო“......Deep state-თან დამარცხებულთა „ჟღალი საუბარია“:

ფორმალურად, არც ერთი კანონი არ უდგენს მოსამართლეს, „იმავე დღეს“ განიხილავს სარჩელს თუ 6 თვის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, როცა იმავე კორპორაციას „ასე“ კი არა, „ისე“ სჭირდება.

დათო