საერთაშორისო მიმოხილვა. 20 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 20 მარტი. 2025 წელი

ლონდონის აეროპორტ „Heathrow“ - ში „უცნაურ/უცნობი“ მიზეზით გაჩენილი ხანძარი ჯერ კიდევ ვერ ჩააქრეს.

ეს აეროპორტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიაჰაბია. არა მხოლოდ ბრიტანეთის არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ინგლისელები ან არ ამბობენ, ან არ იციან რამ გააჩინა მასშტაბური  ხანძარი. თუმცა ბრიტანეთის MI5 კონტრტერორისული სამსახური ჩართეს კვლევა/გამოძიებაში და ეს თავისთავად მეტყველი ფაქტია.

ისე......შესაძლოა ამ შემთხვევაში არც არის ტერორიზმი ან დივერსია, მაგრამ.......წინა მიმოხილვებში გატყობინებდით, რომ რუსული სამხედრო დაზვერვა ГРУ იყენებს „პირომანებად“ (ცეცხლმანიაკებად) შენიღბულ დივერსანტებს ევროპულ ქვეყნებში ტერაქტების და დივერსიების მოსაწყობად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვმა მიიღო მორიგი Знаковый გადაწყვეტილება და ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი ქალი, იზიდა ჭანია შეიყვანა „უცხოელი აგენტების“ სიაში.

იმის გამო, რომ ამერიკულ USAID-თან და Radio free Europe Radio liberty-სთან თანამშრომლობდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ იზიდა ჭანიასთვის, რომელიც ფანატიკოსი ანტიქართველია და საქართველოს არძინბასთან ერთად ებრძოდა 1992 წლიდან, რუსეთში გამგზავრება უკვე სახიფათოა.

შესაძლოა დააპატიმრონ.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსკოვი აშკარად (ბოდიში ჟარგონისთვის) „ჩორტს აგდებს“ აფხაზურ ოპოზიციასა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის, რაკი  ანგაჟირებული რუსი კომენტატორები ამბობენ კომენტირებისას, რომ იზიდა ჭანიას და სხვა რუსი ჟურნალისტების გვარები, ვინც ასევე შეიყვანა მოსკოვმა Список иностранных агентов-ში.....აფხაზეთის ხელისუფლებამ მოგვაწოდაო.

ამით აშანტაჟებენ აფხაზეთის ახლადარჩეულ „პრეზიდენტ“ ბადრა გუნბას: ჭკვიანად იყავი, თორემ შენს თავსაც დავაგორებინებთ ახლა ოპოზიციას, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებო.

მოთხოვნებია: „აპარტამენტები“....... „რუსული კაპიტალის შესვლა“....„ახალი ათონის მონასტრის“ პატრიარქ კირილისთვის გადაცემა........და ა.შ. და ა.შ.

 

რუსეთმა გაამკაცრა ფსოუზე საზღვრის გადაკვეთა აფხაზებისთვის, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას აფხაზური პასპორტით ცდილობდნენ და არა რუსული პასპორტით.

ვინც აფხაზური პასპორტით ცდილობს საზღვრის კვეთას, უკვე ჯარიმდებიან კიდეც ადმინისტრაციული წესით.

შემდეგი ნაბიჯი, - თუ სოხუმი ჭკვიანად არ მოიქცევა, - დაპატიმრება იქნება.

საინტერესო ციფრია, რომ აფხაზეთის 230 000 მაცხოვრებლიდან მხოლოდ 130 000-სს აქვს რუსული პასპორტი.

გალელ ქართველებს რუსულ პასპორტებს არ აძლევდნენ.

მაგრამ აფხაზებსაც შეექმნათ პრობლემები რუსული პასპორტების აღებაში, რაკი მოსკოვმა „მოუჭირათ ხელი“ - დათმობებს ელოდა.

ამდენად, აფხაზებს აწყობდათ აფხაზური პასპორტებით გადაეკვეთათ საზღვარი რუსეთთან.

ახლა „ხელის მოჭერამ“ ესეც გაართულა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამერიკის განათლების დეპარტამენტის (განათლების სამინისტროს) სრული გაუქმების თაობაზე.

ათასი პროცენტით „ტრამპის Style“ აქციაა, რომელმაც ლიბერტარიანელთა აღფრთოვანება გამოიწვია მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.

თუმცა განათლების მაკოორდინირებელი უწყების გაუქმება ამერიკაში, - ამ უზარმაზარ, ურთულეს მრავალმხრივ სოციალურად სტრატიფიცირებულ ქვეყანაში - ერთდროულად რამდენიმე პრობლემა უკავშირდება:

 

ა) აშშ „განათლების სამინისტრო“ იყო მთავარი პრომოუტერი ე.წ. „სოციალური ლიფტებისა“, როდესაც დაბალი სოციალური ფენის სტუდენტებს შეეძლოთ აეღოთ იაფი (!) კრედიტები თუნდაც წილობრივი მონაწილეობით და სწავლა გაეგრძელებინათ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.

მერე უკვე ყველაფერი მათ მონდომებაზე და ნიჭზე იქნებოდა დამოკიდებული.

 „სოციალური ლიფტები“ ამერიკაში წარმატებით ფუნქციონირებდნენ, რაც ხელს უშლიდა ამერიკის შეერთებული შტატების  ქცევას ოლიგარქიად.

 

ბ) დღემდე გაურკვეველია და ამაზეც ბობოქარი დისკუსია მიმდინარეობს, საერთოდ აქვს თუ არა უფლება აშშ პრეზიდენტს აი ასე, ერთი ხელმოწერით გააუქმოს ფედერალური უწყება, როდესაც ამ უწყებას რასაკვირველია კონგრესი აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველქსლიურად დამტკიცებით..

იურისტები განმარტავენ, რომ აშშ პრეზიდენტის ბრძანებულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფედერალურ კანონს, რომელსაც კონგრესი იღებს.

პრეზიდენტს უფლება აქვს გააუქმოს მხოლოდ სხვა პრეზიდენტის ბრძანებულება. ასე გააუქმა ტრამპმა USAID, რაკი პრეზიდენტ კენედის ბრძანებულებით იყო შექმნილი.

საქმეც ესაა, რომ ამერიკაში არ არსებობს კანონი, რომლითაც შეიქმნა განათლების დეპარტამენტი.

მაგალითად, განა საქართველოში მოქმედებს კანონი „განათლების შესახებ“, მაგრამ არა კანონი „განათლების სამინისტროს“ შექმნაზე.

სხვაგვარად თუ ვიტყვით ეს სადისკუსიო თემაა. ტრამპი ამით აქტიურად სარგებლობს და ერთგულია თავისი სტრატეგიის, რომ ხარჯები უნდა შეამციროს.

ოღონდ ეს „ხარჯების შემცირება“ შესაძლოა გრძელვადიანად  ზიანის მომტანი აღმოჩნდეს და ამერიკული „ელიტა“ სოციალური თვალსაზრისით „ჩაიკეტოს“, რაკი „სოციალური ლიფტები“ დასუსტდეს ან სულაც მოიშალოს.

. . . . . . . . . . . . . . . . ..

მნიშვნელოვანი პრეცედენტი: გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა  რუსული ნავთობტანკერის „ივენტინის“ კონფისკაცია!

ეს ნავთობტანკერი პუტინის ე.წ. „ჩრდილოვანი ნავთობმზიდი  ფლოტის“ წევრია, რომელსაც მთელს მსოფლიოში გადააქვს სანქცირებული რუსული ნავთობი დასავლური სანქციების გვერდის ავლით.

„ივენტინი“ პანამის დროშის ქვეშ გამოვიდა პეტერბურგთან მდებარე უსტ ლუგას პორტიდან და ბალტიის ზღვის გავლით ცდილობდა მსოფლიო ოკეანეში გაძრომას.

გაძვრებოდა კიდეც, მაგრამ შტორმის გამო დრეიფისას უნებლიედ შევიდა გერმანიის ტერიტორიულ წყლებში, სადაც დააპატიმრეს.

ოღონდ „დაპატიმრება“ ერთია და „კონფისკაცია“ სულ სხვა!

ამით გერმანიამ ძალიან ძლიერი პრეცედენტი შექმნა და ეს უდავოდ გერმანიის მეორე ძლიერი გადაწყვეტილებაა მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ბუნდესტაგმა შეიარაღებაზე ყოველგვარი კონსტიტუციური შეზღუდვა მოუხსნა არმიას, რაც დაწესებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

ახლა მეორე პრეცედენტი: ამერიკის სასამართლომ განახორციელა უზბეკური წარმოშობის რუსი მილიარდერის, სულეიმან კერიმოვის იახტა „ამადეას“ კონფისკაცია.

ისიც დაპატიმრებული იყო, მაგრამ ახლა საერთოდ ჩამოართვეს, თუმცა სხვის სახელზე ჰქონდა გაფორმებული.

ამერიკელებმა შეიტყვეს, რომ სულეიმან კერიმოვი, რომელიც საუკეთესო რუსული გაზეთის Коммерсант-ის მფლობელია,  მცირე ხნის წინ მშობლიურ უზბეკეთში გადაცხოვრდა.

ამერიკელებმა ეს გაიგეს რასაკვირველია და მისი „დამუშავებაც“ დაიწყეს ამ გზით.

კერიმოვი ისედაც ბევრს ცდილობს, რათა ამერიკელების გული მოიგოს და მის სერიოზულ აქტივებზე ყადაღა მოხსნან.

 იახტა, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს, სერიოზული აქტივი არ არის. მაგრამ „ძვირფასია“ მისთვის.

კარგი დრო აქვს მასზე „გატარებული“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ზიმბაბველი ქალბატონი კირსტი კოვენტრი აირჩიეს.

რუსები ამით ძალიან გახარებულები არიან.

რუსეთის სპორტის მინისტრი დეგტიაროვი „ანამიოკებს“: ეგ ქალი „ჩვენი კაცია“ («Наш Человек»): დოპინგ-სკანდალების დროს ძალიან გვეხმარებოდა, რათა რუსეთის ნაკრები ოლიმპიადებიდან არ ჩაეხსნათო.

ანუ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას დროს რომ პუტინის ბრძანებით რუსულმა სპეცსამსახურებმა ნახვრეტი გააკეთეს საწყობში, სადაც სპორტსმენთა ბიო-მასალები ინახებოდა, მოიპარეს ეს მასალები და ჩაანაცვლეს.....და  ამის გამო რუსები საერთაშორისო დოპინგ-სააგენტომ ოლიმპიადიდან ჩახსნა..... ეს კორუმპირებული სპორტსვუმენი პუტინს ეხმარებოდა და ახლა პუტინს იმედი აქვს რუსეთს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში თუ ვერ დააბრუნებს მთლიანად, ნაწილობრივ მაინც მოხსნის შეზღუდვებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს დე-ფაქტოდ შეჩერებული აქვს წევრობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.

ოღონდ არა დოპინგის უსინდისობის, არამედ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო.

ზოგადად, მოსკოვი მუდამ აქტიურად იყენებდა და იყენებს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო ბიუროკრატია მულტიკულტურული და მულტინაციონალურია მუდამ, ანუ არა მხოლოდ და არა იმდენად დასავლეთის ქვეყნებითაა წარმოდგენილი.

„გლობალური სამხრეთის“ სახელმწიფოებთან და მათ წარმომადგენლებთან კი პუტინს არა მხოლოდ სპორტის არამედ ნებისმიერ სხვა სფეროებშიც „ეკომფორტულება“ და „უადვილდება“ საქმეების......„გაიმასქნება“.

ამიტომაც არსებობს დასავლეთში ჯანსაღი იდეა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ადმინისტრაცია უნდა იქმნებოდეს International Monetary fond-ის პრინციპით, როდესაც „გადაწყვეტილების მიმღები“ ბიუროკრატია კომპლექტდება იმის მიხედვით, ვის რამდენი და რა ხარისხის „შენატანი“ აქვს.

ზიმბაბვეს, გერმანიას  და ამერიკას რომ თანაბარი ხმის უფლება აქვს IOC-ში, ამიტომაც ხდება ასეთი კაზუსები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 ბრიტანეთში გარდაიცვალა ოლეგ გორდიევსკი - ინგლისური საგარეო დაზვერვის MI6 სუპერაგენტი საბჭოთა КГБ-ში, რომელიც 1985 წელს გაიქცა მოსკოვიდან ლონდონში ფინეთის და შვედეთის გავლით მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ „გაშიფრეს“ და უპირებდნენ დაჭერას.

ამ ისტორიების მეტი რა ყოფილა სპეცსამსახურთა პრაქტიკაში?

მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ჯერ ერთი გორდიევსკი მართლა SuperAgent იყო (მარგარეტ ტეტჩერმა იგი ორდენით დააჯილდოვა „დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“) და რაც მთავარია, გორდიევსკის ისტორია არის მწარე მაგალითი MI6-CIA-ს შორის „აცდენისა“.

განვმარტოთ: ინგლისელები არ ენდობოდნენ ამერიკელებს და როცა CIA სთხოვდათ: „გვითხარით, ვინ გყავთ ასეთი ძლიერი აგენტი КГБ-შიო“, ინგლისელები არ ეუბნებოდნენ.

მაშინ ამერიკელებმა ოლდრიჯ ეიმსს (ახლა სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი-დ.) დაავალეს გაგება და მიაწოდეს ეიმსს ის ინფორმაცია რაც იცოდნენ.

ოლდრიჯ ეიმსი კი.....КГБ-ს სუპერ აგენტი იყო ლენგლიში.....

სწორედ მან მიიტანა ეჭვი გორდიევსკიზე, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, გორდიევსკიმ რაღაც სასწაულად შეძლო მოსკოვიდან გაქცევა ბრიტანეთის საელჩოს მანქანაში (საბარგულში) დამალულმა.