საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ივნისი. 2023 წელი
რუსული მედია გულმოდგინედ ჩქმალავს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მოქმედებას რუსეთის ბელგოროდის, კურსკის და ბრაინსკის მხარეებში, სადაც უკრაინელებმა და....` პროუკრაინულმა ძალებმა` (!) რამდენიმე სარკინიგზო შემადგენლობის რელსებიდან გადაჩეხვა მოახერხეს მას შემდეგ, რაც რკინიოგზის ლიანდაგები ააფეთქეს.
ეს ჩვეულებრივი სამხედრტო ტაქტიკაა, რათა მტრის ზურგში ნორმალური ლოგისტიკა მოშალონ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მოქმედებას ვერაფერს უპირისპირებს. ისინი გადმოდიან რუსეთში ხარკოვის ოლქიდან და აწყობენ დივერსიებს რკინიგზაზე, ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზე. დასახლებულ პუნქტებსაც იღებენ.
ადგილობრივი რუსების უკმაყოფილება იზრდება და არა უკრაინის, არამედ პუტინის წინააღდმეგაა მიმართული; თუ ჩვენი დაცვა არ შეეძლო, რაღას იწყებდა ამ დამღუპველ ომსო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვეულებრივი რუსები თითქმის აღარ იყენებენ პლასტიკურ ბარათებს და `ქეშს` ანიჭებენ უპირატესობას. Viza და Mastercard რუსეთში აღარ ოპერირებს უკრაინის წინააღდმეგ აგრესიის დაწყებიდან. რუსეთის მთავრობამ დაამზადა ალტერნატივა - პლასტიკური ბარათი МИР, რომელიც მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს. გარდა ამისა, რუსეთში შემოვიდა ჩინური UnionPay.
მაგრამ რუსები უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილნი ნებისმიერი სახის პლასტიკური ბარათისადმი, რაკი თანხას ძირითადად დოლარში ინახავდნენ და აქვთ შიში, მათ დანაზოგს რაღაც დაემართება თუ პლასტიკურ ბარათზე გადაიტანენ.
ეს პუტინის გაჩაღებული ომის კიდევ ერთი შედეგი და იმის მარკერია, რომ პუტინის პათოლოგიური აგრესიით რუსეთი `ქვის ხანაში` ბრუნდება: ცივილიზაცია დღეს წარმოუდგენელია პლასტიკური საბანკო ბარათების გარეშე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კანადამ შექმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი აგრესორი რუსეთის ქონების კონფისკაციის თვალსაზრისით: კანადის მთავრობამ გამოაცხადა რუსეთის კუთვნილი АН-124 «Руслан» ტვირთმზიდი თვითმფრინავის კონფისკაცია.
აღსანიშნავია, რომ ეს თვითმფრინავი არა უბრალოდ დააპატიმრეს (დაყადაღებული 2022 წლის თებერვლიდან ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტიდან) არამედ ჩამოართვეს რუსეთს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ (რაც ნიშანდობლივია) პირადად განაცხადა უკრაინაში ვიზიტის დროს, რომ АН-124 Руслан გადაეცემა უკრაინას.
თუ გავითვალისწინებთ დასავლური სამართლის და სასამართლო პრაქტიკის `პრეცედენტულ` ხასიათს, შეიძლება იმედი ვიქონიოთ: ასეულობით მილიარდი დოლარის რუსული ქონება, რაც დაყადაღებულია, გადაეცემა უკრაინას. დღემდე დასავლეთი ამისგან თავს იკავებდა: აყადაღებდა, მაგრამ კონფისკაციას და უკრაინისთვის გადაცემას არ ახორციელებდა..
აქვე უნდა აღინიშნოს: კანადა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური და შეურიგებელია რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ, რაკი კანადაში, გასული საუკუნიდან, უამრავი ეთნიკური უკრაინელი ცხოვრობს.
ბევრი მათგანი სტალინურ რეპრესიებს გაექცა უკრაინიდან და ტრადიციულად `თბილი` (ბრჭყალებში რასაკვირველია) გრძნობები აქვთ მოსკოვის მიმართ, რომელმაც `ჰოლოდომორ-გენოციდი` მოუწყო უკრაინელებს; ხოლო 1944 წლის ბოლოს, როდესაც საბჭოთა ჯარები დასავლეთ უკრაინაში შევიდნენ, იქ მცხოვრები უკრაინელების საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენიმე ამერიკული რესურსი აქვეყნებს ინფორმაციას სანდო წყაროებზე დაყრდნობით, რომ ჩინეთი აშენებს სადაზვერვო `ინფრასტრუქტურას` კუბაზე - ამერიკის მახლობლად.
სანაცვლოდ პეკინი ტოტალიტარული კუბას ხელისუფლებას პირდება ფინანსურ და სასურსათო მხარდაჭერას.
`სადაზვერვო ინფრასტრუქტურაში,` უპირველესად იგულისხმება რადიო-ტექნიკური დაზვერვის ცენტრი ჰავანას მახლობლად.
ამ ცენტრს შეეძლება თვალყური ადევნოს ნებისმიერ ელექტრონულ ურთიერთქმედებას ამერიკის სამხრეთში. გარდა ამისა, ჩინელები დააკვირდებიან გუანტანამოს (კუბა) ამერიკულ სამხედრო ბაზას.
ეს კიდევ არაფერი: კუბა ისეთ ადგილას მდებარეობს გეოგრაფიულად, რომ ამ კუნძულიდან ჩინელებს შეეძლებათ საოკეანო მიმოსვლის კონტროლი ჩრდილოეთ ატლანტიკაში ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში.
ჯერ-ჯერობით ამერიკელებს არაფერი მოუმოქმედებიათ, რათა შეზღუდონ ჩინეთის შესვლა კუბაზე. ან კი რა უნდა მოიმოქმედონ?
ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯონ კენედის (1960-იანი წლები) ეპოქიდან კუბის მიმართ მოქმედებს სრული ემბარგო. კუბასთან არა მხოლოდ ამერიკა არ ვაჭრობს, არამედ თითქმის არც ერთი ლათინო-ამერიკული ქვეყანა არ ვაჭრობს ამერიკის რიდით.
1962 წელს სსრკ-სა და ამერიკას შორის კინაღამ ბირთვული ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა რაკეტები და ბირთვული იარაღი განალაგა კუბაზე.
ახლა ჩინეთი ცდილობს იქ პროვოკაციების მოწყობას და სამხედრო-სადაზვერვო ინფრასტრუქტურის გაშლას, თუმცა ჯარები არ განულაგებია.
თუ ამასაც გაბედავს, ამერიკის პასუხი ნამდვილად გამანადგურებელი იქნება, თუმცა ჩინელები `რესურსული საკმარისობის` პრინციპით მოქმედებენ. ესე იგი იმის გათვლით, რას როგორ და რამდენად უპასუხებს ამერიკა.
მაგრამ სადაზვერვო ცენტრის განლაგება კუბაზე თავისთავად ცუდი პრეცედენტია და იმასაც ადასტურებს, თუ რამდენად წარუმატებელი იყო პრეზიდენტ ობამას ვითომ `ისტორიული` ვიზიტი კუბაზე. ისევე როგორც დონალდ ტრამპის `ისტორიული შეხვედრა` ჩრდილო კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან.
ტოტალიტარული რეჟიმები ასე არ იცვლიან თავის ბუნებას და, რაც მთავარია - ერთმანეთისკენ ისწრაფიან. ესეც მათი ბუნებაა.
ჩინეთი ტოტალიტარულ სისტემად რჩება (ისევე, როგორც კუბა); ამდენად, მიუხედავად `კაპიტალისტური` (ბრჭყალებში) ეკონომიკისა, ჩინეთი და კუბა იოლად პოულობენ საერთო ენას, რაკი მთავარი მაინც პოლიტიკური სისტემაა - ტოტალიტარული და ანტიდემოკრატიული.
ამით დასტურდება ასევე, რამდენად მცდარი იყო ის თეორია, თითქოს თუკი ჩინეთში საბაზრო ეკონომიკა განვითარდებოდა, ამით იგი დასავლეთის და ამერიკის მეგობრად გადაიქცეოდა.
რეალურად ასე არ მოხდა არც ჩინეთის და არც რუსეთის შემთხვევაში, რადგან, როგორც ჩანს, განმსაზღვრელი ეკონომიკური სისტემა კი არ არის, არამედ დემოკრატია: ხელისუფლებათა ცვალებადობა, პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები.
ამის გარეშე, საბაზრო ეკონომიკა მხოლოდ გააძლიერებს ტოტალიტარიზმსა და ანტიდასავლურობას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვში გახშირდა ამერიკელი მოქალაქეების დაპატიმრებები ნარკოტიკთა გავრცელების ბრალდებით. ამაზე შეშფოთებით წერს CNN.
`ხელწერა` ერთია: ამერიკელებს იჭერენ, აბრალებენ `ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას` და შემდეგ უსჯიან ორთვიან წინასწარ პატიმრობას - 10 წლიანი ციხის მუქარით.
ეს კეთდება ამერიკის ხელისუფლების დასაშანტაჟებლად და `სავაჭროდ`.
რამდენიმე თვის წინ ამერიკის ადმინისტრაცია იძულებული გახდა ციხიდან გაეთავისუფლებინა და რუსეთისთვის გადაეცა `სიკვდილის ბარონი`, - იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი: იგი გაცვალეს ამერიკელ კალათბურთელ ქალში, რომელსაც ზუსტად ასეთი ბრალი ჰქონდა წაყენებული: ნარკოტიკებით ვაჭრობა ან ნარკოტიკის გასაღება, რაც ყოველთვის ფინანსურ მოგებას არ გულისხმობს - გულისხმობს გავრცელებას.
ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსული სპეცსამსახურები ჯერ საკუთარი რუსი აგენტებით `შემოიტყუებენ` ხოლმე ამერიკელებს რუსეთში და შემდეგ უწყობენ პროვოკაციებს.
რაც უფრო მოახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, მით უფრო გახშირდება ასეთი პროვოკაციები, ფარული თუ ღია ვაჭრობა ამერიკასთან.
საეჭვოა ამ ვაჭრობის საგანი უკრაინისთვის ამერიკის სამხედრო დახმარება იყოს: მოსკოვში შესანიშნავად იციან, რომ ასეთ დონეზე და მაშტაბზე ეს ვერ გაჭრის.
თუმცა იმ უამრავი რუსი აგენტის დასაბრუნებლად კი საკმარისია, ვინც FBI-მ და CIA-მ დააპატიმრეს როგორც ამერიკაში, ასევე მთელს მსოფლიოში.
ზოგს ჰგოინია, თითქოს მთელ მსოფლიოში, ამერიკის ფარგლებს გარეთ მხოლოდ CIA (Central intelligence agency) და არა FBI (Federal bureau of investigation) მუშაობს, თუმცა რეალურად ასე არ არის. პირველი დაზვერვაა, მეორე - გამოძიება და ეჭვმიტანილთა დევნა. ოღონდ ასევე მთელს მსოფლიოში.
პირობითად თუ ვიტყვით, ფუნქციონალური თვალსაზრისით, `დაზვერვა` და `კონტრდაზვერვითი` საქმიანობა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლურ Marketing-ს ხშირად მოულოდნელი ფორმები და კრეატიული სვლები ახასიათებს. Amazon--ის დამფუძნებელმა ჯეკ ბეზოსმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია (ქონება $148 მილიარდი) 25 მაისს შეიძინა Amazon--ის ერთი(!) აქცია 114 დოლარად.
მარკეტოლოგები და ექსპერტები საგონებელში არიან ჩავარდნილი: მრავალი წელია ბეზოსი მხოლოდ ყიდდა თავის აქციებს......სულ გაყიდა 30 მილიარდი დოლარის (!) აქციები. არასდროს უყიდია საკუთარი კომპანიის აქცია და....ახლა იყიდა 1 აქცია.
თვითონ ბეზაოსი კომენტარს არ აკეთებს, ხოლო ბაზრის ანალიტიკოსთა აზრი გაიყო: ზოგი თვლის, რომ ეს მარკეტინგული სხვლაა, რათა კიდევ უფრო გაზარდოს ბირჟაზე ისედაც წარმატებული კომპანიის აქციების მიმართ აჟიოტაჟური მოთხოვნა;
თუმცა....... არიან ისეთები, ვინც ამტკიცებს, თითქოს ბეზოსმა უბრალოდ შემთხვევით დააწკაპა თავის ნოუთბუკზე `ყიდვის` ოფციას და ახლა უბრალოდ არ სურს ეს აღიაროს და გააკეთოს განცხადება, რომ `შემთხვევით იყიდა`, რაკი ესეც მარკეტინგული შინაარსის განცხადება იქნებოდა.