საერთაშორისო მიმოხილვა 19 აპრილი
რუსეთმა დემონსტრაციულად გამოსცადა ახალი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა `სარმატი`, რომლის სიშორე 15 ათასი კილომეტრია. ბუნებრივია, ეს რაკეტა ბირთვული ქობინითაა აღჭურვიული, თუმცა ჩვეულებრივი საბრძოლო ნაწილის ტარებაც შეუძლია. ოღონდ დიდი სიმძლავრისა.
NATO-ს კლასიფიკაციით, ამ რაკეტას ეწოდება `Satana -2`.
იმიტომ, რომ მანამდე იყო `სატანა-1`
ამ რაკეტათა თავისებურება ისაა, რომ მათი `დაჭერა` კოსმოსში ან სტრატოსფეროში ან აფრენისას ან დაფრენისას სრულიად შეუძლებელია. დარტმის მომენტში ის აკეთებს უსწრაფეს მანევრებს და აქვს ოცი ყალბი ქობინი.
ანუ: რაკეტას მიაქვს 20 ჭურვი, რომ `მოატყუოს` მტრის საჰაერო თავდაცვა: სტრატოსფეროდან გამოსვლისას, როდესაც უშუალოდ ქობინები უნდა გაუშვას, ამ ქობინებიდან 15 არის ყალბი, რომელთა მიზანია მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემა დააბნიოს. ხუთი კი ნამდვილი ატომური ბომბია.
ისმის კითხვა: რატომ არ შეიძლება 20-ვე ნამდვილი ქობინი ანუ ნამდვილი ატომური ბომბი იყოს? იმიტომ, რომ მაშინ რაკეტა მეტისმეტად მძიმე გამოვა და ვერ აფრინდება.
`სატანა` იმიტომაა წინამორბედ ბალისტიკურ რაკეტებზე უფრო ძლიერი, რომ ძველ რაკეტებს მხოლოდ 1 ქობინი ჰქონდათ ნამდვილი, ესე იგი რეალური ატომური მუხტის მატარებელი, ხოლო დანარჩენი 19 კი - ყალბი, მულიაჟი.
გარდა ამისა ასე სწრაფადაც ც ვერ მანევრირებდნენ ზედაპირისკენ.
შეგახსენებთ, რომ რაკეტების ტექნოლოგია მოსკოვმა მოიპოვა ნაცისტური გერმანიის განადგურების შემდეგ, როდესაც ხელში ჩაუვარდა გენიალური გერმანელი მეცნიერის და ინჟინერის, ვერნერ ფონ ბრაუნის რაკეტები ფაუ-1 და ფაუ-2, რითაც ჰიტლერი ლონდონს ბომბავდა (საბედნიეროდ, ჰიტლერმა ვერ მოასწრო ატომური ბომბის გაკეთება თორემ.....)
თვითონ ვერნერ ფონ ბრაუნი ამერიკელებს ჩაბარდა ტყვედ; ამერიკელებმა წაიყვანეს და უნიკალური როლი შეასრულა იმ რაკეტის აგებაში, რომლითაც ამერიკელი ასტრონავტები 1969 წელს მთვარეზე გაფრინდნენ.
. . . . . . . . . . . . . .
მკვეთრად გამწვავდა ურთიერთობა რუსეთსა და ისრაელს შორის. იმდენად, რომ მოსკოვიდან უკვე საბჭოთა ეპოქის რიტორიკა ისმის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელს `არაბების ჩაგვრაში` ადანაშაულებს და ფარულად ემუქრება კიდეც.
ასეთი რამ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ აღარ მომხდარა. ისრაელი და `ახალი რუსეთი` თანამშრომლობდნენ კიდეც და მოსკოვი არაბებსაც აღარ ეხმარებოდა როგორც ადრე. ელცინიც და პუტინიც ცდილობდნენ კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინათ ამერიკასა და ევროპაში უძლიერეს, თითქმის ყოვლისშემძლე ებრაულ ლობბისთან.
თუმცა პუტინს ზოგჯერ წამოსცდებოდა ხოლმე ტრადიციული ანტისემიტური ნარატივი.
მაგალითად, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე წამოსცდა: `ჩვენ ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მსოფლიოში ტელევიზიების 90%-ს ერთი სახელმწიფო აკონტროლებსო`.
ყველა მიხვდა, რომ იმ `ერთ სახელმწიფოში` პუტინი, რასაკვირველია ისრაელს გულისხმობდა იმ დათქმით, რომ (მისი შეხედულებით) მსოფლიოში სერიოზული ტელევიზიების 90%-ს ებრაელები ფლობენ. ნებისმიერი ებრაელი კი (მისი აზრით) პირველ რიგში ისრაელს ემსახურება.
თვითონ პუტინმა, როგორც კი პრეზიდენტი გახდა 2000 წელს, ჯერ ბრძოლა დაუწყო ებრაული წარმოშობის ბიზენსმენებს (გუსინსკი, ბერეზოვსკი) შემდეგ კი ტელევიზიები წაართვა.
რუსეთ-ისრაელის ამჟამინდელ დაპირისპირებას სისტემური მიზეზები აქვს.
პირველ რიგში, რუსეთს აბრაზებს, რომ ისრაელის ავიაცია ხშირად ბომბავს მის მოკავშირეებს სირიის ტერიტორიაზე.
იქ რუსეთის მოკავშირეები არიან ირანის ჯარები და ირანის სახელმწიფო გასამხედროებული ორგანიზაცია `ისლამური რევოლუციის მცველნი`. თუმცა ისრაელის ავიაგამანადგურებლებიდან ნასროლი რაკეტები არა მხოლოდ სირიის და ირანის ჯარებს ხვდება. იყო შემთხვევა, როცა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა F-16, ირანული დაჯფუფების პოზიციათა დაბომბვისას სირიის ტერიტორიაზე, ჰაერში გააკეთა ისეთი მანევრი, რომ სირიის ჰაერსწაინააღმდეგო ძალებმა რუსული სატვირთი თვითმფრინავი Antonov ჩამოაგდეს და ათეულობით რუსი სამხედრო დაიღუპა.
თანაც მოსკოვში დარწმუნებულნი არიან (შესაძლოა არც ცდებიან), რომ ისრაელის თვითმფრინავი სპეციალურად ისე გაჰყვა კუდში Antonov-ს, რომ სირიის რადარზე მის უკან დამალულიყო, სირიელ მეზენიტეებს შეშლოდათ და რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოეგდოთ.
მეორე მიზეზი, რამაც ისრაელ-რუსეთის ურთიერთობათა ამჟამინდელი დაძაბვა გამოწვია ისაა, რომ ისრაელმა, სრულიად მოულოდნელად ხმა მისცა რუსეთის გარიცხვას გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიიდან.
რუსეთი ამ უნივერსალური ქვე-ორგანიზაციიდან გაირიცხა ამერიკის მოთხოვნით, წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობით, გაეროს გეენრალური ასსამბლეის სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილებები ამგვარ საკითხებზე (ოღონდ მხოლოდ ამგვარ და არა ომისა და მშვიდობის საკითხებზე) მიიღება ხმათა უმრავლესობით; ხოლო რუსეთს, განსხვავებით გაეროს უშიშროების საბჭოსაგან, არა აქვს ვეტოს უფლება.
როგორც სჩანს, ისრაელს ამერიკამ კატეგორიულად მოსთხოვა კენჭისყრისას თავი არ შეეკავებინა. ამიტომ ისრაელი იმ ისტორიულ სხდომაზე რუსეთის მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდა. ზოგი სხვა უბრალოდ გაიპარა. თუმცა `გაპარულთა რაოდენობაც` არ ყოფილა ბევრი, - იმდენად მძლავრად იმუშავა ამერიკულმა დიპლომატიამ.
არის კიდევ მესამე მიზეზი, რამაც არა უბრალოდ გააბრაზა, არამედ გააცოფა პუტინი და ეს მიზეზი (პუტინის ფსიქოლოგიის გასარკვევად) ძაააალიან ნიშანდობლივია.
საქმე ის გახლავთ, რომ 5 წლის წინ ისრაელი (მისი იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთენიაჰუ) შეპირდა პუტინს, რომ ისრაელის სახელმწიფო რუსეთს დაუბრუნებდა ისტორიულ შენობას `ალექსანდრეს სახლი` (Александрово подворье)
უნიკალურ ნაგებობას ასე ეწოდება რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე მეორეს საპატივცემულოდ, რომელმაც ჯერ მიწა შეიძინა 1859 წელს, შემდეგ კი მასზე შენობა ააგო.
შენობა ძალიან ახლოსაა ყველა ქრისტიანისთვის უწმიდეს ადგილთან: ქრისტეს საფლავთან ანუ იერუსალიმის მაცხოვრის ეკლესიასთან.
როგორც ცნობილია, რუსული დერჟავულ-ნაციონალისტურ-პრავასლავური ნარატივით, რუსეთი თავს `მესამე რომად` (ბიზანტიის მემკვიდრედ) თვლის და იერუსალიმს, ასევე ქრისტეს საფლავს, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თუმცა ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნეფ ბენეტის დროს გაირკვა, რომ ისრაელი არც აპირებდა ამ შენობის გადაცემას მოსკოვისთვის. ნეფ ბენეტმა პუტინს უარი უთხრა და ამით აგრძნობინა (ჟარგონით თუ ვიტყვით): ``.... ჩემი წინამორბედი ბენ ნეთენიაჰუ თუ რამეში `გაბოლებდა`, ან რაიმეს დაგპირდა სიტყვიერად......მე რა შუაში ვარ?..... გიცნობ...მიცნობ.....?
ამან პუტინი მართლა იმდენად გააცოფა, მზადაა არაბთა იარაღით მომარაგების ძველი მოსკოვური პოლიტიკა განაახლოს, თუმცა უკრაინის გამო არ სცალია ჯერ.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პუტინს `რუსეთის ისტორიაში უდიდესი მოღვაწის` ამბიცია აქვს. თუმცა საეჭვოა ისრაელს, ამ გენიალურ ქვეყანას, მისმა ბოღმამ რაიმე დააკლოს.
. . . . . . . . . . . . . .
ჩერნოგორიამ აკრძალა თავის ტერიტორიაზე რუსული პროპაგანდისტული რესურსების, მარგარიტა სიმონიანის Russia today-ს და Спутник - ის მაუწყებლობა.
იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს პუტინი ამ რესურსებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ჩერნოგორიის გადაწყვეტილებაც მას საშინლად გააბრაზებდა. ისევე, როგორც ბევრი რამ, რაც ხდება მისი ანტიუკრაინული აგრესიის გამო.
რუსეთისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ისაა, რომ ჩერნოგორია ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაა. ჩერნოგორიელები თითქმის იგივე სერბები არიან, მართლმადიდებლები არიან და ევროპაში რუსეთის ბუნებრივ მოკავშირედ ითვლებოდნენ.
. . . . . . . . . . . . . .
პუტინივით სულ მთლად გაგიჟებული ჩეჩნეთის მიკროდიქტატორი, რამზან კადიროვი ყველა ჩეჩენს, ვინც უკრაინაში საომრად გაემგზავრება, თვეში 5 000 დოლარს სთავაზობს.
ომის პირველ დღეებში მან უკრაინაში, პუტინის საამებლად, გააგზავნა თავისი ე.წ. `გვარდია`, რომლის დიდი ნაწილი დონბასზე ბრძოლებში ამოწყდა. საშინელი უბედურება დატრიალდა ჩეჩნურ ოჯახებში. და ეს ხდება ჩეჩნეთში, სადაც პუტინმა ორი ომის შედეგად ასეულობით ათასი ადამიანი ამოწყვიტა.
ის უბედურება არ ეყოთ, ახლა უკრაინელებს ხოცავენ, რომლებსაც მათთვის არაფერი დაუშავებიათ.
რამზანი კი, რომლის მამა, აჰმად კადიროვი 20 წლის წინ რუსულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს და ვითომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს დააბრალეს ის ტერაქტი.....ახლა, ნაცვლად იმისა, პუტინს მუხლებში ჩაუვარდეს და სთხოვდეს: ``შეიბრალე ისედაც მრავალტანჯული ჩეჩენი ერი, ნუ დატოვებ მამების გარეშე ჩეჩენ ბავშვებსო``, პირიქით, კიდევ უფრო მეტ ჩეჩენს აგზავნის იმ სასაკლაოზე.
თან 5 ათას დოლარს პირდება 70%-იანი უმუშევრობის პირობებში.
რამზანის ამ სამარცხვინო განცხადებაში ნათქვამია: ``საომრად გამგზავრება 50 წლამდე ყველა ჩეჩენ მამაკაცს შეუძლია განურჩევლად იმისა, ოდესმე უმსახურია თუ არა სადმე ან ომში ადრე მიუღია თუ არა მონაწილეობაო``.
ფაქტობრივად ჩეჩენ მამაკაცებს პუტინი, რომელმაც მათი ბოღმა ვერა და ვერ მოიკლა, სასაკლაოზე მართლა ``საზარბაზნე ხორცად`` აგზავნის და ამით ანადგურებს ჩეჩენ ერს საბოლოოდ.