საერთაშორისო მიმოხილვა. 20 მაისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 20 მაისი 2022 წელი

აფხაზეთის ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში, კრასნოდარის ჩემპიონატზე მეორე მატჩი წააგო და კრასნოდარის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ბოლოს მიჩანჩალებს.

ეს არის თანამედროვე `ამაყი, დამოუკიდებელი  აფხაზეთი`.

. . . . . . . . . .

პუტინის სავარაუდო მემკვიდრე (თუ გამართლდა ჭორები პუტინის კიბოთი უკურნებელი დაავადების შესახებ) დიმიტრი მედვედევი ღიად მოუწოდებს კრემლს, აამოქმედოს `საპასუხო სანქციები` დასავლეთის წინააღდმეგ

ახლა მედვედევს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკავია. თავმჯდომარე კი თვით ვლადიმერ პუტინია. `უშიშროების საბჭოს მდივანი` კიდევ სხვაა, -  სხვა თანამდებობაა

თითქოსდა, რა საქნციები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს დასავლეთის წინააღმდეგ?

რეალურად აქვს 3 ბერკეტი:

  1. მედვედევი სთავაზობს პუტინს ახლავე შეუწყვიტოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპას, სანამ ალტერნატივა უპოვნია და სხვა ენერგორესურსებზე გადასულა;
  2. აღარ მიაწოდოს ევროპას ხორბალი, რაზეც ევროპა მართლა ძლიერ არის დამოკიდებული. თანაც უკრაინული ხორბალი ხომ დაუბლოკა, ახლა რუსული ხორბალიც არ მიაწოდოს და
  3. აღარ მიაწოდოს სასუქები! აი ეს ბოლო სანქცია განსაკუთრებით ნიშანდობლივი იქნებოდა, მათ შორის `ბეგრაუნდის` თვალსაზრისით: საქმე ის გახლავთ, რომ რუსული სასუქების გამო ევროპას მართლა ძალიან სერიოზულად გაუჭირდება ნებისმიერი მოსავლის მოწევა. ოღონდ ეს პრობლემა წარმოიშვა არა იმის შედეგად, რომ ევროპელებს საკუთარი სასუქის წარმოება არ შეუძიათ, არამედ წარმოიშვა იმიტომ, რომ `მწვანეებმა` და სხვა `სასარგებლო იდიოტებმა` ბოლო 25-30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს, რათა ევროპაში ქიმიური მრეწველობა გაეჩერებინათ და ევროპა ამ მხრივ რუსეთზე ყოფილიყო დამოკიდებული... აგენტები იყვნენ თუ პროვოკატორები, - მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია შედეგი: რუსეთზე ტოტალურად დამოკიდებულება ქიმური მრეწველობის, მათ შორის  სასუქების საკითხში, რაც ახლა მოსკოვის უძლიერეს ბერკეტად იქცევა;  ზუსტად ასევე, ამ `სასარგებლო იდიოტმა` მწვანეებმა და ეკოლოგიურმა NGO-ებმა გერმანიას გააჩერებინეს ქვანახშირის წარმოება და რაც მთავარია გააჩერეს ატომური ელექტროსადგურები....ამის გამო დარჩა მხოლოდ რუსული გაზი და ევროპამ არ იცის როგორ ჩაანაცვლოს იგი!

     (საბედნიეროდ, გვაქვს საქართველოში `აზოტი` და მისი პროდუქციის მოთხოვნადობა დასავლეთში იზრდება, თუმცა ეს ვის ეყოფა?)

       უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა უკრაინული ხორბალია ბლოკირებული. აშშ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გუშინ პირდაპირ თქვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომ რუსეთი ხორბლით აშანტაჟებს მთელს ევროპას, თუმცა რუსები უკვე ღიად ამბობენ: სანამ საქნციებს არ მოგვიხსნით, არც უკრაინულ ხორბალს გამოვატარებთ და შესაძლოა ჩვენი ხორბალიც არ მოგაწოდოთო.

       ისევ და ისევ ვიმეორებ: პარიზში, მაგალითად, ყოველი 10 `კღუასანიდან` და `ბაგეტიდან` მინიმუმ 7 - უკრაინული ან რუსული ხორბლითაა დამზადებული.

       ელემენტარული ლოგიკა აქვე მოითხოვს დავფიქრდეთ იმაზეც, რომ უნდა ეს NATO-ს თუ არ უნდა, სურს თუ არ სურს, აწყობს თუ არ აწყობს, ეშინია თუ არ ეშინია, ერიდება თუ არ ერიდება, მაგრამ.....თუ ასე გაგრძელდა, მაშინ დაპირისპირების თვით ლოგიკა აიძულებს დასავლეთს, უშუალოდ, სამხედრო ძალით ჩაერთოს კონფლიქტში, ანუ საომარ მოქმედებებში და პირველი ნაბიჯი უეჭველად იქნება რუსული ფლოტის მიერ ბლოკირებული უკრაინული პორტების, ოდესის და ილიჩოვსკის განბლოკვა, რათა უკრაინულმა ხორბალმა გამოაღწიოს ევროპაში.

     ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ფლოტს და ავიაციას  რუსული ფლოტი ერთ ლუკმად არ ეყოფა: რამდენიმე საათში გაანადგურებს თუ მოინდომა და გაბედა!

. . . . . . . . . .

40 მილიარდიანი დახმარების პაკეტი, რაც უკრაინას უნდა მიეღო, საბოლოოდ შევიდა ძალაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა სენატში მიღებულ კანონს ხელი მოაწერა.

მოგეხსენებათ, ერთმა სენატორმა რამდენიმე დღის წინ სცადა ამ კანონის დაბლოკვა სენატში იურიდიული პროცედურების გამოყენებით.

საქმე ის გახლავთ, რომ ამერიკის კონგრესის რეგლამენტით, თუ კანონპროექტი შემოდის და მის მიმართ თუნდაც ერთ სენატორს აქვს პლენარული შესწორება (Amendment) ანუ შესწორება/ჩამატება კანონში, მაშინ კანონი გადაიდება რამდენიმე დღით.

თუმცა სენატმა კანონი მაინც მიიღო, პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინ  ხელი მოაწერა და ახლა უკვე დაიწყება ამ 40 მილიარდის ღირებულების იარაღის მიწოდება უკრაინისათვის მეორე კანონის თანახმად (`ლენდ-ლიზი`) რაც მანამდე დაამტკიცა იმავე სენატმა.

შესაძლოა ამ 40 მილიარდიდან, ლენდ-ლიზის ფარგლებში, ამერიკამ უკრაინას მიაწოდოს ხმელეთი - ზღვა კლასის ანტისახომალდო რაკეტები `ჰარპუნი`, რითაც უკრაინული არმია მარტო ფლაგმან `მოსკვას` კი არა, კიდევ ბევრ რუსულ ხომალდს ჩაძირავს, რომლებიც ახლა უკრაინულ პორტებს ბლოკავენ და ხორბლის ევროპაში გატანის საშაულებას არ აძლევენ.

. . . . . . . . . .

რუსმა პრანკერებმა (ხმით რომ ბაძავენ და სინამდვილეში რუსეთის სპეცსამსახურთა აგენტები არიან) ნიკ-ნეიმებით `ვოვანი` და `ლექსუსი` დაურეკეს ჯორჯ-ბუშ უმცროსს ვითომ პრეზიდენტ ზელენსკის ხმით და ალაპარაკეს ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში უკრაინის მიღებაზე.

ამ საუბრისას ბუშმა, რომელიც ვერ მიხვდა, რა პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, თქვა: `1989 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბეიკერი ნამდვილად შეპირდა სსრკ ხელმძღვანელ გორბაჩოვს, რომ ალიანსში ახალ წევრებს არ მიიღებდა, თუმცა....`მაინც მივიღეთ მერეო`.

ეს მასშტაბური პროვოკაციაა და ძალიან დამაზიანებელი ამერიკისთვის, რადგან ამერიკის ყველა ხელისუფლება დღემდე უარყოფს: გორბაჩოვს არაფერს დავპირებივართო. თუმცა სიტყვიერი დაპირება ერთია და ხელშეკრულება - მეორე.

იმავე საუბარში ბუშმა (რაკი ეგონა ზელენსკის ელაპარაკებოდა) მიშაზეც ისაუბრა და ასეთი რამ თქვა: `უმართავი ტიპია, პრობლემები შემიქმნა, პუტინის მახეში გაება  2008 წელს....მწყინს, რომ ზელენსკიმ სააკაშვილი თავისი მთავრობის ნაწილად აქციაო`.

როგორც სჩანს მხედველობაში ჰქონდა მიშას ნომინირება ვიცე-პრემიერად და შემდეგ მისი დანიშვნა უკრაინის რეფორმათა უმაღლესი რადას აღმასკომის თავმჯდომარედ.

. . . . . . . . . .

       მას შემდეგ, რაც რუსის ჯარი უკრაინელებმა კიევიდან, ჩერნიჰოვიდან, სუმადან გააგდეს, პუტინი ცოფებს ყრის: გუშინ ჩერნიჰოვი დაბომბა რუსულმა `სალდათნიამ` და უამრავი ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია `რაც შეიძლება მეტი უკრაინელი მოკლასო`.

. . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ `უმტკიცესად უჭერს მხარს` შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრებას. ეს არის მკაფიო მესიჯი თურქეთისა და ხორვატეთისადმი, სისულელეებს თავი დაანებეთო.

თურქეთი და ხორვატეთი ჯერ ჯერობით, სხვადასხვა მიზეზით, ეწინააღმდეგებიან ალიანსში ამ ორი სკანდინავიური ქვეყნის მიღებას.

თურქეთი იმ საბაბით, რომ ფინეთი და შვედეთი `ქურთ სეპარატისტებს` ეხმარებიან, თუმცაღა ამ ქურთებს თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს, ხოლო ხორვატეთი ბოსნია-ჰერცოგოვინაში ხორვატთა უფლებების დარღვევაზე აპელირებს.

. . . . . . . . . .

აზოვსტალის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 უკრაინელი მებრძოლი რჩება და აგრძელებენ წინააღდმეგობას.

ისინი ვერც ჩაბარდებიან და არც ჩაბარდებიან რუსებს სხვებისგან განსხვავებით, რადგან პუტინი წამებით მოკლავს ყველას, ვისაც `აზოვის` ე.წ. ამომწვარი ნიშნები აქვს სხეულზე (ტატუ, ტატუირება);

 ანუ იქვე წამებით მოკლავენ ვისაც ეს ტატუ აღმოაჩნდებათ!

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუირებულ მებრძოლებს უამრავ რუს ტყვეში გაცვლიან.

რუსი შოვინისტები კი იმდენად არიან გაბრაზებულნი მარიუპოლის გმირებზე, რუსულ `გოსდუმაში` კანიონპროექტიც კი დევს, რომელიც პირდაპირ აკრძალავს `აზოვის` მებრძოლთა გაცვლას - აქაოდა `ეგენი ნაცისტებია არიანო და....

თუმცა კრემლი არ ჩქარობს ამ კანონპროექტის მხარდაჭერას, რაკი იციან: შესაძლოა ისეთი რუსი ტყვეები ჩაუვარდეთ ხელთ ან უკვე ჰყავდეთ უკრაინელებს, გაცვლა მაინც მოუწიოთ და ალბათ მოუწევთ კიდეც.

. . . . . . . . . .

დასავლეთში სულ უფრო ძლიერდება და გრძელვადიან ტრენდად იქცევა მოძრაობა Cancel Russia ანუ ყოველივე რუსულის უარყოფა.

პირველ რიგში ეს ეხება კულტურას -  რუსულ კულტურას, რომლის წარმომადგენლებს დასავლეთში აღარ ეფერებიან და აღარ პრომოუტირებენ..... იხურება ფესტივალები, კონცერტები, სპორტი, კინო და ა.შ.

ეს არის შედეგი პუტინის აგრესიული პოლიტიკისა.

და როდესაც რუსები (არა მხოლოდ პუტინის მომხრეები) წუწუნებენ:  `როგორ შეიძლება კულტურის Cancelation?! - ხელოვნებამ რა დააშავაო` მათ პასუხობენ:  ამ ლოგიკით მაშინ დიადი გერმანული კულტურის და ხელოვნების  `უარყოფაც` არ შეიძლებოდა ჰიტლერის აგრესიის დროს, როცა გერმანულმა არმიამ უამრავი საზარელი დანაშაული ჩაიდინაო.