საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ოქტომბერი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ოქტომბერი. 2022 წელი

 

მსოფლიო მედიის მთავარი თემა კვლავ რუსული ე.წ. `ბირთვული მატარებელია`, რომელიც უკრაინას მიუახლოვდა. მოკლედ შეგახსენებთ ამ `მატარებლის` ისტორიას:

1970-იან, 1980-იან წლებში, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს (NATO-ს) და საბჭოთა კავშირს (კომუნისტურ ბლოკს) შორის `ცივი ომი მიმდინარეობდა`, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ე.წ. `პრევენციული ბირთვული დარტყმის` თემა.

ანუ, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას და საბჭოთა გენერალიტეტს აფრთხობდა იმის ალბათობა, რომ ამერიკას შესაძლოა `წინმსწრებად` დაერტყა ბირთვული ბომბებით მოსკოვზე, ლენინგრადზე, ასევე საბჭოთა სტრატეგიული ტრანსკონტინენტური რაკეტების მიწისქვეშა შახტებზე, საიდანაც ისინი უნდა გაფრენილიყვნენ ამერიკისკენ.

ბუნებრივია, იგულისხმებოდა წინმსწრები დარტყმა აგრეთვე საჰაერო ბაზირების საბჭოთა სტრატეგიულ ბომდამშენებზე, რომლებიც მუდმივად ბარაჟირებდნენ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის თავზე და იქედან ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ ბირთვული რაკეტების გაშვება; ასევე საბჭოთა/რუსულ ხომალდებზე და ასე შემდეგ.

ეს ბლეფი არ იყო. ორივე მხარის გენერალურ შტაბებში განიხილებოდა `წინმსწრები` დარტყმის შესაძლებლობა. უბრალოდ, ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და ეს ვარიანტები პრესაში ჟონავდა, ხოლო სსრკ ტოტალიტარულ, დიქტატორულ იმპერიაში, პრესის თავისუფლების გარეშე, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა რასაკვირველია.

 

როდესაც საბჭოთა გენერალიტეტი განიხილავდა ამერიკის `პრევენციული ბირთვული დარტყმისგან` თავდაცვის საშუალებებს, ვიღაცას თავში მოუვიდა აზრი (არც თუ გონებამახვილობიას მოკლებული), რომ გარდა იმ რაკეტებისა, რომლებიც ღრმად მიწაში, შახტებში იყო და ამერიკულმა დაზვერვამ რასაკვირველია ყველა ლოკაცია ზუსტად იცოდა, ანუ იოლად გაანადგურებდა წინმსწრები ბირთვული დარტყმით, იგივე ტრანსკონტინენტური რაკეტები სხვაგვარად შეენიღბად: განეთავსებინათ მატარებლის შემადგენლობაში, ერთ-ერთ ვაგონში, რომელსაც კოსმოსიდან ევრაფრის დიდებით ვერ გაარჩევდით ჩვეულებრივი სატვირთო მატარებლისგან.

ყველაფერს  ხედავდნენ კოსმოსური თანამგზავრები, მაგრამ სსრკ ტერიტორიაზე დღე და ღამე მოძრაობდა ათასობით (!) სამგზავრო მატარებელი. კოსმოსიდან ან ნებისმიერი სხვა საშუალებით როგორ უნდა გაარჩიო იგი `ბირთვული მატარებლისგან?

უმცირეს დეტალებამდეც კი ჰგავდა ჩვეულებრივ სატვირთო შემადგენლობას 40-50 რონოდით (ვაგონით); დანარჩენ რონოდებში კი პირადი შემადგენლობა, რაკეტის მომსახურე პერსონალი, სამართავი პულტი და ათასი სხვა რამ იყო დამალული.

ეს ბირთვული მატარებელი სადმე კი არ იდგა უძრავად, არამედ დღე და ღამე, 24 საათის განმავლობაში მოძრაობდა: მიჰყვებოდა კუდში ჩვეულებრივ სატვირთო მატარებელს, ჩერდებოდა ჩვეულებრივ სარკინიგზო კვანძებზე, სარკინიგზო სადგურებში, როგორც (ვიმეორებ) სხვა ათასობით სატვირთო მატარებელი.....  მერე ისევ იძროდა, ჩავიდოდა სადმე ვლადივოსტოკში, სპეციალურ რონოდებში რაღაცეები მართლაც იტვირთებოდა, რათა კოსმოსიდან ეს აქტივობაც დაენახათ, - როგორც ხდება ჩვეულებრივ სატვირთო მატარებლების შემთხვევაში...... ანუ თვით ყოვლისმხილველ ამერიკულ კოსმოსურ დაზვერავსაც კი უჭირდა გაერჩია ერთმანეთისგან ჩვეულებრივი სატვირთო მატარებელი და `ბირთვული სტრატეგიული რაკეტის მატარებელი`.

\მომენტუმ X-ში ეს მატარებელი სადმე ციმბირში გაჩერდებოდა, რონოდადან ამოჰყოფდა თავს ტრანსკონტინენტური რაკეტა და ამერიკისკენ გაფრინდებოდა.

 

ოღონდ ის, რაც ახლა პუტინმა გააკეთა, როდესაც ე.წ. `ბირთვული მატარებელი`დაძრა უკრაინისკენ ისე, რომ  ყველას შეემჩნია, არის სრული ბლეფი, პროფანაცია, დასავლეთის დაშინების მცდელობა და აი, რატომ:

 

1) არავითარი სამხედრო საჭიროება არ არსებობს ამ მატარებლის მიახლოებისა უკრაინის ტერიტორიასთან, თანაც დემონსტრაციულად; იმიტომ, რომ `ბირთვულ მატარებელს` მიაქვს ტრანსკონტინენტური რაკეტა, რომელიც რუსეთის ნებისმიერი წერტილიდან (თუნდაც შორეული აღმოსავლეთიდან) მიწვდება უკრაინის ნებისმიერ წერტილს!

თუ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას გადაწყვეტს, პუტინს აქვს საშუალო სიშორის ბირთვული რაკეტები, თუნდაც იგივე მოდიფიცირებული SS-26 Iskander, ასევე საზღვაო ბაზირების ბირთვული რაკეტები, რომლებიც უკრაინის ნებისმიერ წერტილს მისწვდებიან უპრობლემოდ. მაშ რაღა საჭიროა სტარტეგიული რაკეტის მიახლოვება უკრაინის ტერიტორიასთან? ევროპას და ამერიკას (ვიმეორებ) ეს რაკეტკები ციმბირიდანაც მისწვდება;  მათი სიშორე  10-12 000 კილომეტრია

 

2) ბლეფი იმიტომაცაა, რომ ამ მატარებელზე, რაც მსოფლიო მედიამ იოლად აღმოაჩინა,  იოლი შესამჩნევი იყო ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა, რაც სრული უაზრობაა: ნამდვილ `ბირთვულ მატარებელზე`, საბჭოთა კავშირის დროს, არასდროს სამხედრო ტექნიკას ასე ღიად, ანუ ღია პლატფორმებზე არ ანთავსებდნენ. მაშინ ხომ საიდუმლო `ბირთვული მატარებელი` აზრს კარგავს?!  ეს  იგივეა, ამერიკელებს და ევროპელებს უთხრა: `აი ბირთვული მატარებელიო`.

 

მიუხედავად ამისა, პუტინმა მიზანს მიაღწია: დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში აქტიურად განიხილება `ბირთვული საფრთხის` თემა და პრესაში უკვე გაჟონა კიდეც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიდგომამ ანუ ალგორითმმა, რითაც ხელმძღვანელობს NATO-ს ბირთვული დაგეგმარების კომიტეტი.

ამ კომიტეტის ლოკაცია არავინ იცის. ბრიუსელში არ არის რასაკვირველია. მაღალი ალბათობით, ეს კომიტეტი, რომელმაც უნდა მიიღოს ელვისებური გადაწყვეტილება ევროპაში (!) ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მუდმივად იმყოფება ჰაერში, რაც ყველაზე უსაფრთხო ადგილია ბირთვული ომის დროს. შემთხვევითი როდია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების `ბირთვული ალგორითმის`თანახმად, ატომური  ომის შემთხვევაში აშშ პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს შტაბთან ერთად Aircraft – 1- ზე და ჰაერში ბარაჟირებდეს, რაკი იქ მისი აღმოჩენა და განადგურება ბევრად რთულია ვიდრე თუნდაც მიწისქვეშა ბუნკერში.

 

მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, ამჟამად დასავლეთის ბირთვული ალგორითმი შემდეგია:

ა ) თუ რუსეთი სადმე შავ ზღვაში, ან ყინულოვან ოკეანეში, ან ატლანტის ოკეანეში  ან წყნარ ოკეანეში, დასავლეთის დასაშინებლად ააფეთქებს ბირთვულ ბომბს წყალ ქვეშ (რისი უფლებაც აქვს ხელშეკრულებებით), ამას `მოკავშირეთა` სამხედრო პასუხი არ მოჰყვება, თუმცა უკრაინას მიაწვდიან ისეთ კონვენციურ იარაღს, ესე იგი იმგვარ არაბირთვულ რაკეტებს, რომლებიც მოსკოვსაც (კრემლსაც) მისწვდებიან ჩვეულებრივი (ესე იგი კონვენციური) ჭურვებით და პეტერბურგსაც.

 

ბ) თუ რუსეთი მცირე სიმძლავრის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში ბრძოლის ველზე, NATO პირველად განახორციელებს შეზღუდულ სამხედრო დარტყმას კონვენციური (არაბირთვული) იარაღით უშუალოდ უკრაინაში დისლოცირებულ რუსულ საჯარისო ნაწილებზე.

გამოიყენებენ საზღვაო ბაზირების და საჰაერო ბაზირების რაკეტებს. სამწუხაროდ, დასავლეთმა რუსეთთან ხელშეკრულებით `საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების აკრძალვის შესახებ` გაანადგურა სახმელეთო ბაზირების საშუალო სიშორის რაკეტები, რაკი ჩაიდინა სისულელე, დაუჯერა მოსკოვს, რომელსაც ეს რაკეტები არ გაუნადგურებია: იგივე SS-26 Iskander, რომელიც ვითომ `მცირე სიშორის` რაკეტაა (500 კილომეტრამდე) და არა `ნაკლები სიშორის` რაკეტა (1 500 კილომეტრამდე) რეალურად მეორე კატეგორიაში ხვდება. აქვე შევნიშნავ, რომ ხსენებული სტრატეგიული ხელშეკრულენა განასხვაბებს `საშუალო`, `ნაკლები` და `მცირე` რაკეტების კატეგორიას. პირველი ორი აკრძალულია, მესამე - არა.

სწორედ `მცირე სიშორის` რაკეტით `ისკანდერი` (ალექსანდრე მაკედონელის სახელი - აზიური კონოტაციით-დ.) რუსულმა არმიამ 2008 წლის 12 აგვისტოს დაბომბა გორი და ათეულობით ადამიანი მოკლა. თანაც  რუსმა ბარბაროსებმა ამ რაკეტის საბრძოლო ნაწილი აღჭურვეს `კასეტური` ჭურვებით

გასროლა განხორციელდა დაღესტნის პოლიგონიდან, რომელიც მანამდე სპეციალურად მოაწყო პუტინმა. ამ პოლიგონიდან სომხეთ-აზერბაიჯანის  ომის დროს ერთი `ისკანდერი` რუსეთმა აზერბაიჯანსაც ესროლა, როდესაც აზერბაიჯანელები შუშას უტევდნენ, თუმცა ვერაფერი გააწყვეს ამით, ერდოღანმა კი ტელეფონით უღრიალა პუტინს და იმანაც მასთან ხმა ჩაიკმინდა; რაკი მაშინ (2020 წელს) უკვე ემზადებოდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის და თურქეთი ძააააალიან სჭირდებოდა.

 

გ) ვაგრძელებთ დასავლურ ალგორითმს: თუკი რუსეთი დიდი სიმძლავრის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგალითად კიევს მოსპობს, მაშინ დასავლეთი უკვე მასირებულ სარაკეტო დარტყმას განახორციელებს რუსულ სამხედრო ძალებზე კვლავ ჩვეულებრივი (არაბირთვული) იარაღით უკრაინის და თვით რუსეთის ტერიტორიაზე.

ამერიკას, ინგლისს და საფრანგეთს აქვთ ისეთი კონვენციური (არაბირთვული) ბომბები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ გაანადგურონ უკრაინაში და უკრაინის მახლობლად დისლოცირებული რუსული ჯარი ათასობით თვითმფრინავიდან და ათეულობით გემიდან მასსირებული დარტყმით.\

ბუნებრივია, აქ წამოიჭრება ერდოღანისა და თურქეთის საკითხი. საეჭვოა თურქულმა არმიამ მიიღოს მონაწილეობა NATO-ს ამ მასირებულ დარტყმაში, თუმცა ერდოღანი ვეღარ გაბედავს (რასაც ახლა ბედავს!) უარი უთხრას NATO-ს, სამხედრო ხომალდების გატარებაზე ბოსფორის სრუტით - შავი ზღვისკენ.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქული არმია ვითომდაც `მესამეა` ალიანსში ამერიკის და გერმანიის შემდეგ. თუმცა ეს მხოლოდ სახმელეთო ძალებით. ანუ არმიის რიცხოვნებით. საჰაერო კომპონენტში მას სხვა სახელმწიფოებიც სჯაბნიან

 

დ) ყველაზე უკიდურესი  ვარიანტი NATO-ს ალგორითმში: თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას განახორციელებს NATO-ს წევრი რომელიმე სახელმწიფოს მიმართ, მოკავშირეები უპასუხებენ მასირებული წინმსწრები ბირთვული დარტყმით რუსეთის მთელს ტერიტორიაზე, გაანადგურებენ მოსკოვს, სხვა დიდ ქალაქებს და ასე შემდეგ. საპასუხოდ, რუსეთის ბირთვული `ტრიადა` გაანადგურებს დასავლეთს. მათ შორის ნამდვილი `ბირთვული მატარებლ(ებიდან)`,  წყალქვეშა ნავებიდან, სტრატეგიული ბომბდამშენებიდან და შახტებიდან - სტრატეგიული რაკეტების გაშვებით.

შახტებში `ჩაბუდებულ` რაკეტებს (1960-იანი წლებიდან) ის ტექნოლოგია აქვთ, რომ თუ ამ საშახტო (მიწისქვეშა შახტებში დისლოცირებულ) რაკეტებს გაუწყდათ კავშირი სამართავ ცენტრთან, ანუ მოსკოვთან, ისინი ავტომატურად ეშვებიან და მიფრინავენ ვაშინგტონის, ნიუ იორკის, სან ფრანცისკოს, ტეხასის, ლოს ანჟელესის მიმართულებით. ანუ, თუ, მაგალითად, ამერიკამ მოსპო ბირთვული დარტყმით მოსკოვი, ესე იგი  გაწყდა კავშირი კონკრეტულ რაკეტასთან (ცალ-ცალკე) ის რაკეტები ავტომატურად `ეშვებიან`  მანამდე მათ კომპიუტერში შეყვანილი მიმართულებით.

 

ამჟამად დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში ადამიანებს შეძლებისდაგვარად ამშვიდებენ და აშკარად ამცირებენ საფრთხეს, რომელიც კაცობრიობას ემუქრება. სწორადაც იქცევიან, - რა საჭიროა პანიკა? ამ ომის ალტერნატივაა დასავლური ცივილიზაციის კვდომა: თუ ახლა პუტინს დაუთმეს.

რეალურად კი....სიმართლე უნდა ვიცოდეთ: `ბირთვული ალგორითმის` მეოთხე სტადიამდე თუ მივიდა საქმე....დედამიწაზე, პირველ რიგში ჩრდილო ნახევარსფერში,  ცოცხალი არავინ დარჩება. საერთოდ არავინ! ჯერ უშუალოდ აფეთქება დახოცავს წყალბადის ბომბებისა (ბირთვული ბომბის ნაირსახეობა, რომელიც 1945 წელს ხიროშიმაში აფეთქებულზე 3 ათასჯერ (!!!)  მძლავრია: ის 15 კილოტონა იყო, ეს - 3 000-5 000 კილოტონაა ანუ 50 მეგატონა)  შემდეგ კი რადიაცია.

მერე ეს რადიაცია გავრცელდება დედამიწის სამხრეთ ნახეავრსფეროში....იმავე შედეგით მაქსიმუმ 2 წლის მანძილზე.

შიმშილზე და უწყლობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. სასმელი წყალი მთელს დედამიწაზე მოწამლული იქნება ისევე, როგორც ნიადაგი.

ეს სიმართლე  ძალიან კარგად იცოდნენ ადამიანებმა `ცივი ომის` დროს, 50-60 წლის წინ, რადგან მაშინ ამას არავინ მალავდა. ახლა დასავლური მეინსტრიმული მედია სწორად იქცევა, კეთილად იქცევა და ბრძნულად იქცევა, რათა პანიკა და პუტინისტების მომრავლება არ დაუშვას.

(სხვათა შორის, 50 მეგატონის წყალბადის  Царь-бомба შემდგომში ცნობილმა რუსმა დისიდენტმა, ანდრეი სახაროვმა შექმნა. ლენინის პრემიაც მიიღო; - აი სწორედ იმან, საქართველოს რომ `მცირე იმპერია` უწოდა 1989 წელს).

 

 

ზუსტად პანიკას უმიზნებს ის მანიაკი, რომელმაც საზარელი ფრაზა თქვა ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე: «Зачем нам такой мир, если в нём не будет великой России?» (რა ჯანდაბად გვინდა ასეთი მსოფლიო, თუ მასში რუსეთი არ იქნება დიადი?`)  მასვე უკავშირდება მეორე ფრაზა: `Либо Россия будет великой, либо её воообще не будет!!!» (რუსეთი ან დიადი იქნება, ან საერთოდ აღარ იქნება!)

ბოდიში `ლირიული გადახვევისთვის`, თუმცა ჩვენში ასეთზე ამბობენ: `დასაბმელი გიჟიაო`.