საერთაშორისო მიმოხილვა. 21 დეკემბერი. 2024 წელი
აფხაზეთში მორიგი კლოუნადაა: აქტიურად „ეძებენ“ დეპუტატ Адгур Харазия-ს, რომელმაც ე.წ. „პარლამენტის სხდომაზე“ მოკლა დეპუტატი Вахтанга Голандзия - კრიპტო-მაინინგის აკრძალვის შესახებ კლოუნადური ე.წ. „კანონპროექტის“ განხილვისას;
თუმცაღა ყველას ესმის, რომ აფხაზეთში, რომელსაც არა ხელისუფლება, არამედ კორუმპირებული კლანები მართავენ და ყველა კლანს უზარმაზარი „მაინინგ-ფერმები“ აქვს, ამ საქმიანობას ფიზიკურად ვერ აკრძალავ.
Харазия გაიქცა;
სეპარატისტთა მილიცია ამბობს „ვერ ვპოულობთო“, თუმცა ცხადია, რომ თავის საგვარეულო სოფელში იმალება სადღაც და იქ „მილიცია“ ჯერ ვერ შედის, რაკი ომის ეშინია.
გვარი წევრს დაიცავს და Голандзи-ების გვარს შეუთვლის: „მილიცია რა მოსატანია - სისხლი აიღონო“.
მკვლელი, სინამდვილეში, ესროდა არა მოკლულს, არამედ ოპოზიციის ლიდერს Кан Кварчия-ს.
აი ეს უკვე ბევრად მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან რუსული სანქციების დროს აფხაზეთში სამოქალაქო ომის პოტენციალის (ესე იგი კლანთა შორის ომის პოტენციალის) დაგროვებაზე მეტყველებს.
პარლამენტის სხდომებზე რომ იარაღით დადიან კიდევ ცალკე ნიუანსია; 4 ტყვია უსვრია Стечкин-იდან.
მოკლული ქართველების გენოციდის მონაწილეა 1993 წელს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტრამპი ჯერ არ შესულა თეთრ სახლში და უკვე ბობოქრობს; თუ ევროკავშირი ბევრად მეტ ამერიკულ ნავთობს და ბევრად მეტ ამერიკულ ბუნებრივ აირს (თხევადი სახით) არ შეიძენს, ევროპულ საქონელზე 20%-იან საბაჟო მოსაკრებელს დავაწესებო.
ეს „სავაჭრო ომია“ რასაკვირველია.
და კვლავინდებურად არავინ იცის, შეასრულებს ამ მუქარას თუ დაივიწყებს, როცა ოვალურ კაბინეტში შევა და ფეხებს საწერ მაგიდაზე შემოაწყობს ამერიკულ სტილში.
აქ საგულისხმო ნამდვილად ის არის, რომ ამერიკას უ კ ვ ე (!) მართლაც გააჩნია ბევრად მეტი ნავთობი (ფიქალის) და ბევრად მეტი გაზი (ფიქალის) რათა მთელს მსოფლიოში, უპირველესად ევროკავშირში გაყიდოს და ამით EU-სთან სავაჭრო სალდო დააბალანსოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
კვლავ რუსული ბაზების ბედზე სირიაში.
ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში, რაკი გულისხმობს რუსული ძალის „პროეცირებას“ მთელს ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე.
ასეთი მძლავრი წარმომადგენლობა მოსკოვს რეგიონში სსრკ-ს ეპოქაშიც კი არ ჰყოლია.
მოკლედ შეგახსენებთ, რომ პუტინმა, როდესაც ბაშარ ალ ასადთან ანტიდასავლური „პაქტი“ შეჰკრა, აღადგინა ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზა და ააშენა „ხმენინის“ სამხედრო-საავიაციო ბაზა ლატაკიაში.
ორივე ხმელთაშუა ზღვის მახლობლად.
მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ ასადი დაამხო მანამდე იდლიბში გამაგრებულმა ოპოზიციამ, ქალაქ ტარტუსში, რუსული საზღვაო ბაზიდან სულ 2 კილომეტრში, ასადის ძეგლი დაამხეს.
ამის შემდეგ რუსული გემები „ყოველი შემთხვევისთვის“ ზღვაში გავიდნენ, რაკი შეტევის შეეშინდათ.
პუტინი და მისი „პირი“ პესკოვი ამბობენ, რომ მოლაპარაკებას აწარმოებენ სირიის ახალ ხელისუფლებასთან და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ბაზები იქ დარჩეს, თუ ახალი ხელისუფლებისგან „გამოივაჭრებენ“.
აქ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რას მოითხოვს ოპოზიცია: თუ ოპოზიცია მოითხოვს გადასცენ ჩამოსახრჩობად ბაშარ ასადი, ამას მოსკოვი პრესტიჟის მოსაზრებათა გამო არ გააკეთებს, მაგრამ თუ მოითხოვს დაუბრუნოს სირიას ის მილიარდობით დოლარი, რაც ასადმა გაზიდა გაქცევისას, ეს შესაძლებელია.
სირიის ოპოზიცია, რომლის „ბირთვია“ ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიატ ტახრირ აშ შამ“ (ყოფილი რადიკალური „ჯეფჰატ ალ ნუსრა“) რეალურად საკმაოდ პრაგმატული ხალხია და თუ მოგებას დაინახავენ, თვალსაც დახუჭავენ იმაზე, რომ რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი („გენერალი არმაგედონი“) უმოწყალოდ, ფაშისტურად ბომბავდა იდლიბს, ათი ათასობით ადამიანი დახოცა, სანამ ერდოღანმა არ მიაღწია ეშმაკურ შეთანხმებას „დეესკალაციის ზონების“ შესახებ, რაზეც წინა მიმოხილვაში ვწერდით.
საოცარია, მაგრამ პუტინსაც და მის „პირსაც“ ჰყოფნით თავხედობა ამტკიცონ, თითქოს 2014 წლიდან სირიაში არ ყოფილან რუსული „სახმელეთო ძალები“.
სახმელეთო ბრძოლებში რუსებს მართლაც არ მიუღიათ მონაწილეობა ოღონდ.......„ვაგნერის“ ბანდას ფორმალურად მოსკოვში არ თვლიან „რუსულ არმიად“, არადა ძალიან აქტიურად მონაწილეობდა........ სხვა დანარჩენი 6 000 სამხედრო მოსამსახურე კი გაფორმებული იყო, როგორც ხმენინისა და ტარტუსის „დაცვა“.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერდოღანის პოზიცია.
ისევ და ისევ თურქეთის პრეზიდენტისა, რადგან ის აკონტროლებს 90%-ით (100%-ით არა) გამარჯვებულ სირიულ ოპოზიციას და როგორც კი ბაშარ ალ ასადის რეჟიმი დაემხო, ერდოღანმა ბრძანა, რუსული სამხედრო გემებისთვის ჩაეკეტათ ბოსფორის სრუტე.
შეგახსენებთ: გასული საუკუნის 1930-იან წლებში გაფორმებული ურთულესი „მონტრიეს კონვენციის“ შესაბამისად, თურქეთს არა აქვს უფლება ცალმხრივად ჩაკეტოს ბოსფორის სრუტე შავიზღვისპირა სახელმწიფოთა ფლოტებისთვის (რუსეთი კი შავიზღვისპირა სახელმწიფოა) გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჩათვლის, რომ მას უშუალოდ (!) და მის მოკავშირეებს სრუტეში თავისუფალი მიმოსვლით საფრთხე ემუქრება.
მონტრიეს კონვენციის გაფორმებამდე, სწორედ ამის გამო, რამდენიმე ომი გაიმართა ბოლო 200 წლის მანძილზე.
მაშასადამე თურქეთმა უხმაუროდ რუსეთი მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადა - ტარტუსიდან რუსული გემები სევასტოპოლში ვერ დაბრუნდებიან.
აბა თუ ბოსფორის სრუტე არ გაიარეს, რანაირად დაბრუნდებიან სევასტოპოლში?
პუტინს შეუძლია, რასაკვირველია, ეს გემები გიბრალტარის გავლით (ესპანეთსა და აფრიკას შორის სრუტე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, ანუ NATO-ს წევრი ორი სახელმწიფო აკონტროლებს) გაიყვანოს ჯერ ატლანტის ოკეანეში, შემდეგ სადაც უნდა იმ ჯანდაბაში - მურმანსკში, ვლადივოსტოკში, მაგრამ....პუტინს შავი - ზღვა/ხმელთაშუა ზღვის აუზში სჭირდებოდა ძალის პროეცირება და.....
აქედან ორჯერ-ორის სიზუსტით გამომდინარეობს დასკვნა, რომ ერდოღანმა კიდევ ერთი უმძლავრესი ბერკეტი მოიპოვა პუტინზე ზემოქმედებისთვის.
და ამ ბერკეტს უეჭველად გამოიყენებს ანკარას (რეალურად კი სტამბულის, როგორც იმპერიის დედაქალაქის) გავლენის გასავრცელებლად კავკასიაზეც და ცენტრალურ აზიაზეც.
ისიც ანგარიშში ჩასათვლელია, რომ ორივე ბაზაზე რუსეთს განთავსებული აქვს უძვირესი და ექსკლუზიური იარაღი: ბალისტიკური რაკეტები SS-26 Iskander და საზენიტო დანადგარები С-400, ზოგიერთი ცნობით კი ასევე უახლესი С-500 (ანტიკოსმოსურ/თანამგზავრული) „საზენიტოები“.
მათი ევაკუაცია ძალიან ძნელი იქნება. Iskander მაგალითად არც ერთ თვითმფრინავში არ ჩაეტევა და თუ მისი გემზე გადატანა ვერ მოასწრეს (თუ მოასწრებენ არაქმედუნარიანნი იქნებიან ხომ გადატანის პროცესში?) მაშინ იძულებული იქნებიან გაანადგურონ, ააფეთქონ, რათა „მტრებს“ არ ჩაუვარდეთ ხელში.
С-500 ნახევარი მილიარდი დოლარი ღირს. ამერიკელები ბევრს გადაიხდიან, რათა ეს მოწყობილობა ხელთ იგდონ.
აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც ადრე არ შევხებივართ:
ა) ტარტუსის საზღვაო ბაზას რუსეთი აქტიურად იყენებდა არა მხოლოდ სამხედრო გემებისთვის, არამედ თავისი სავაჭრო ფლოტისთვის.
მათ შორის იმ „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“, რომელსაც დასავლურ სანქციათა პირობებში გადაჰქონდა რუსული ნავთობი....ასევე ხორბალი....და სხვა
ხმენინის საავიაციო ბაზაზეც მხოლოდ ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები როდი სხდებოდნენ, არამედ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიფრინავენ „მისიებით“ და საწვავის შევსება სჭირდებათ. მაგალითად „ვაგნერის“ ბანდა გადაჰყავდათ ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში, ვენესუელაში......
აქ გავითვალისწინოთ, რომ თურქეთმა, როგორც ირკვევა, არა მხოლოდ ბოსფორის სრუტე ჩაუკეტა პუტინს, არამედ, თურქეთს საჰაერო სივრცეც ჩაკეტილი აქვს რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის.
ბ) ისრაელმა, როგორც კი ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო, ქალაქო ტარტუსში და ხმენინის ბაზის მახლობლადაც დაბომბა სირიის არმიის იარაღის საწყობები.
ანუ პუტინის მოკავშირე ასადი უკვე მოსკოვში იყო და ისრაელი ამ „მოკავშირეს“ იარაღის საწყობებს ანადგურებდა, რათა ეს იარაღი არ აღმოჩნდეს გამარჯვებული ოპოზიციის ხელში.
იმიტომ, რომ თუ რაიმე აკავშირებს და ამსგავსებს „იდლიბის“ ოპოზიციას (დღეს უკვე სირიის ხელისუფლებას) და ბაშარ ასადის ალავიტურ დაჯგუფებას (დამხობილ ხელისუფლებას) ეს სწორედაც ისრაელის სიძულვილია.
ხოლო პუტინს მოეწონებოდა თუ არა ეს დაბომბვები, ნეთანიაჰუ აინუნშიც არ აგდებდა...... სხვაგვარად თუ არ ვიტყვით.
რომ შევაჯამოთ: წააგო პუტინმა და „ხელიც შეაჩვიეს“, „ენაც“.
დიდი პოლიტიკა მარცხს არავის აპატიებს.
ამ თემის დასკვნის სახით შეიძლება მაინც ითქვას, რომ პუტინის ფლოტის გაძევება ტარტუსიდან ჯერ საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილი არ არის.
გააჩნია კიდევ რას დაუთმობს ერდოღანს.
დასათმობის მეტი რა აქვს ყ ო ფ ი ლ ზესახელმწიფოს?!
„გემრიელი“ ნანგრევებია.
ცალკე თემაა კიდევ სირიიდან გაქცევა რამდენად დაარტყამს პუტინის რეჟიმის პრესტიჟს და რენომეს, ავტორეიტეტს უშუალოდ რუსეთში.
თუმცა რომელ ავტორიტეტზეა ლაპარაკი?
ამ თემაზე მსჯელობისას რუსი ბლოგერები წერენ: რა დროს სირია და ახლო აღმოსოავლეთი ან აფრიკაა...ეგება კურსკის ოლქი მაინც შევინარჩუნოთო.