საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ოქტომბერი. 2021 წელი.
აფხაზეთში მოსახლეობას ენერგოშეზღუდვები დაუწესეს. ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებათ, რაკი კრიპტოვალუტის მაინინგის გამო უკვე აღარც ენგურჰესი ჰყოფნით და აღარც საქართველოს მიერ რუსეთიდან შესყიდული ელექტროენერგიის ის ნაწილი, რაც 25 წელია სეპარატისტულ წარმონაქმნს ხმარდება უკონტროლოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დღითი დღე იძაბება სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთში მას შემდეგ რაც უკრაინელებმა, თურქული დრონით (უპილოტო საფრენი საბრძოლო აპარატით `ბაირაქტარ`) გაანადგურეს რუსულ-სეპარატისტული საარტილერიო დანადგარი, რომლითაც მანამდე სეპარებმა უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს.
რუსეთში დაიწყო საშინელი ისტერიკა: რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე პირდაპირ მოითხოვენ პუტინისგან დაიწყოს ომი რათა დაიცვას `რუსეთის მოქალაქეები უკრაინული აგრესიისგან`. ზუსტად ისე, როგორც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ.
პუტინი ჯერ-ჯერობით სდუმს. მაგრამ ორი გარემოება ადასტურებს, რომ არ არის გამორიცხული (თუმცა გადაწყვეტილიც არ არის როგორც სჩანს), რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ აგრესიას ამზადებს: მოსკოვში და სხვა დიდ ქალაქებში ორკვირიანი ლოკდაუნი გამოაცხადა - სახელმწიფო და კერძო კომპანიების თანამშრომლები სახლებში გაუშვეს გარდა....იმ საწარმოებისა, რომლებსაც ორმაგი, ანუ მათ შორის სამხედრო დანიშნულებაც აქვთ.
თუ ომი დაიწყება, ეს კლასიკური ვითარებაა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ მკაფიოდ გააფრთხილა: ომის და აგრესიის შემთხვევაში, დიახაც დაბომბავს თავისი რაკეტებით რუსეთის ქალაქებს. მათ შორის მოსკოვს და პეტერბურგს
მეორე მომენტი კი ისაა, რომ ევროპაში კატასტროფული ენერგოკრიზისი იწყება. პირველ რიგში მისი მაპროვოცირებელი პუტინია და არა მხოლოდ ყინვიანი ზამთარი - ყველაზე ყინვიანი ბოლო 40 წლის განმავლობაში.
დასავლური გამოცემები უკვე წერენ, რომ ევროპაში ასეთი ენერგოკრიზისი 1970-იანი წლებიდან არ ყოფილა, როდესაც ისრაელის მხარდაჭერისადამი პროტესტის ნიშნად არაბულმა ქვეყნებმა ნავთობის ექსპორტი შეწყვიტეს.
არსებობს საშიშროება, რომ ვითარებაში, როდესაც ევროპა დაზაფრულია და მთავარი პოლიტიკური სლოგანი ხდება: `ვაიმე ვიყინებით თუ რუსეთმა გაზი არ მოგვაწოდა`, პუტინმა ისარგებლოს და შეუტიოს უკრაინას, რათა დაიპყროს მთელი ზღვისპირეთი ოდესამდე და დნესტრისპირეთამდე, რაც უკრაინის, როგორც სახელმწიფოს დასასრული იქნება - კიევი რომც არ აიღოს.
პუტინს აშკარად აქვს იმედი, რომ დასავლეთს, პირველ რიგში ენერგოკრიზისში ჩაფლულ ევროპას და ჩინეთთან ტაივანის გამო დაპირისპირებულ ამერიკას უკრაინისათვის არ ეცლება.
ამასობაში რუსეთმა დაიწყო კიდევ ერთი ბერკეტის გამოყენება: დასავლური ავიაკომპანიებისთვის ყველაზე მოკლე საჰაერო მარშრუტი აზიისკენ რუსეთის საჰაერო სივრცეა. შემოვლითი გზები მილიარდობით ზარალს ნიშნავს. მოსკოვი ნელ-ნელა, მახრჩობელა ტექნოლოგიით ზღუდავს ამ მარშრუტს და უკრაინის სააკითხში პოლიტიკური დათმობის აუცილებლობაზე მიანიშნებს. დასავლური ავიაკომპანიები სულ უფრო ხმამაღლა ჩივიან ამის გამო
არის კიდევ ერთი უძლიერესი ბერკეტი პუტინის ხელში, რასაც ის აუცილებლად გამოიყენებს: დასავლურ სახლმწიფოებში ატომურ ელექტროსადგურებზე გადამუშავებული ბირთვული ნარჩენები პრეზიდენტ ელცინის დროიდან მიჰქონდათ და მიაქვთ დასამარხად ციმბირში, რადგან არც ევროპაში, არც ამერიკაში ამის უფლებას ადგილობრივი მწვანეები ხელისუფლებებს არ მისცემენ.
პუტინს თუ დასჭირდა, ის აკრძალავს ბირთვული ნარჩენების შემოტანას მათი უტილიზაციისა და დამარხვისთვის ციმბირში, ხოლო პარალელურად, რუსეთის სპეცსამსახურები გაააქტიურებენ `მწვანეებს`ევროპა-ამერიკაში. ისინიც დაუსვამენ თავიანთ მთავრობებს კითხვას: აბა სად მიგაქვთ ნარჩენები? აქ გინდათ დანარხოთ და ბუნება მოწამლოთ? ეს უძლიერესი მადესტაბილიზირებელი ფაქტორია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეროპაში ვითარდება უპრეცედენტო `კლინჩი` დიდ ბრიტანეთსა და საფრაგეთს შორის, რომლის მსგავსი არათუ მეორე მსოფლიო ომის არამედ XIX საუკუნის შემდეგ არ მომხდარა: საფრანგეთმა დააპატიმრა (!) ორი ბრიტანული თევზსაჭერი გემი `საფრანგეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონო თევზჭერისათვის`. უფრო მეტიც და უარესი: ამის შემდეგ საფრანგეთმა ჩაკეტა ყველა თვისი პორტი ბრიტანული გემებისთვის. მიზეზი კი ისევ და ისევ არის Brexit, ანუ ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან, რის შედეგადაც დაირღვა ერთიანი ევროპული სივრცე როგორც ეკონომიკური, მათ შორის საზღვაო რეწვის, ასევე იურიდიული, საზღვაო-სამართლებრივი და ბევრი სხვა თვალსაზრისით.
ლონდონი და პარიზი ამ კონფლიქტისას აკეთებენ ემოციურ განცხადებებს, იყენებენ დრამატულ უორდინგს.
და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამგვარი `კონფლიქტური წერტილები` კიდევ ბევრი იქნება მას შემდეგ და იმის შედეგად, რაც განხორციელდა საერთო-ევროპული კატასტროფა: დიდი ბრიტანეთის გასვლა გაერთიანებული ევროპიდან. პასუხისმგებლობა იმ კატასტროფისათვის ოროვე მხარეს ეკისრება, თუმცა შედეგი მთელი ევროპისთვის და თვით ატლანტიკური ერთობისთვის საბოლოოდ ძალიან უარყოფითია.
აღსანიშნავია, რომ როდესაც დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან და დაიწყო მოლაპარაკებები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ ლონდონსა და ბრიუსელს შორის, მაშინ საფრანგეთი მოითხოვდა, საერთოდ გაუქმებულიყო დიდი ბრიტანეთისათვის ყველა სავაჭრო-ეკონომიკური პრივილეგია, რასაც ევროკავშირში წევრობა გულისხმობს, ხოლო მომავალი ურთიერთობები აწყობილიყო.....მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წესების თანახმად.
თუმცა გერმანიამ, რომელიც EU ყველაზე გავლენიანი წევრია და ისტორიული დანაშაულის კომპლექსები აწუხებს ინგლისელთა მიმართ, მოახერხა პარიზი დაერწმუნებინა, არ მიეღოთ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებები, რაც საბოლოოდ მოჰკვეთდა დიდი ბრიტანეთს ევროპას.
შედეგად, ლონდონმა, მიუხედავად Brexit-ისა, შეინარჩუნა ევროპაში უბაჟოდ საქონლის შეტანის პრივილეგია. ისევე, როგორც ევროკავშირმა - დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. თუმცა იმ დიდი შეთანხმების გაუქმებით ინგლისი უფრო წააგებდა, ვიდრე 400 მილიონიანი ევროკავშირი.
პატარა გამონაკლისთა შორის იყო თევზის რეწვა, რაც ინგლისელებისთვის ეროვნული ტრადიციაა და ასე იოლად არ დათმობდნენ `ინგლისის ყურეში` (იგივე `ლა მანში`, ფრანგულად) თევზის რეწვის ტრადიციას.
ძალიან უსიამოვნო სიტუაციაა ყველასთვის, ვისაც სჭირდება მშვიდობიანი, არაკონფლიქტური, კონსოლიდირებული ატლანტიკური თანამეგობრობა
პუტინის რუსეთი, რასაკვირველია, არ არის მათ შორის, ვისაც ეს სჭირდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთმა უარყო ევროკავშირის სანქცია და არ გადაიხდის ჯარიმას ყოველდღიური 1 მიოლიონი ევროს ოდენობით, რაც ლუქსემბურგის ევროსასამართლომ დააკისრა მას შემდეგ, რაც პოლონეთმა საკუთარი კანონების ევროპის კანონდებლობაზე აღმატებულობა აღიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიც არ გადაურიცხავს პოლონეთს ფინანსურ დახამრებას.
ზოგადად, ევროკავშირში მიღების წესები მკაფიოდაა გაწერილი, მაგრამ არ არის გაწერილი არსად, რომელიმე წევრი სახელმწიფოს გარიცხვის ალგორითმი. პოლონეთს რომ ევროკავშირიდან გასვლა უნოდეს, ეს იოლია, მაგრამ პოლონეთი არც გადის ევროკავშირიდან და არც ევროპის იურისდიქცაის სცნობს. შესაბამისად ბრიუსელს რჩება მხოლოდ ერთი: ფინანსური საქნციები და 32 მილიარდი ევროს დახმარების გაყინვა, რაც პოლონეთის პოსტკოვიდური ეკონომიკის აღდგენას უნდა მოხმარებოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Brexit-ის შემდეგ თითქმის ორჯერ (!) გაიზარდა ლონდონის ცენტრში ელიტური ბინების შესყიდვა რუსი მილიონერების მიერ. იმიტომ, რომ მოსკოვში იციან: ცალკე ინგლისთან უფრო `დაალაგებენ` თუკი ვერ `ალაგებენ` ევროკავშირთან ანუ სანქციები არ დაემუქრებათ.
ბოლო დროს 352 ბინაა გაყიდული ლონდონში რუსებზე და ყველა მათგანი 5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე (!!!) უფრო ძვირია. ეს 75%-ით მეტია სულ რაღაც 2 წლის წინანდელ ანუ 2019 წლის მაჩვენებელზე.
აბსოლუტურად გამორიცხულია, ამგვარი ტენდენცია პუტინის ფარული `ხელისწაკვრის` გარეშე წარმოშობილიყო: რუსეთში ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მილიონერები, მით უმეტეს მილიარდერები არ არსებობენ: პუტინს რომ არ მოსწონდეს ეს ტენდენცია, მეორე დღესვე მიუგზავნიდა `საგადასახადოს`.
და რატომ მოსწონს? იმიტომ, რომ ზრდის ინგლისის დამოკიდებულებას რუსულ კაპიტალზე მას შემდეგ, რაც ლონდონის `სიტის` ანუ გლობალური მნიშვნელობის ფინანსურ ცენტრს ამ სტატუსის დაკარგვა დაემუქრა და ბევრი ალაპარაკდა ევროპის ფინანსური ცენტრის გადატანაზე ამსტერდამში, პარიზში ან ფრანკფურტში.
ამ დროს რუსი მილიარდერებისათვის უარი ან ნებისმიერი სანქციის დაკისრება დააფრთხობს არაბ, ჩინელ, აფრიკელ, სამხრეთ ამერიკელ და აღმოსავლეთ აზიელ მილიონერებსა და მილიარდერებს, ვისაც ლონდონის პრესტიჟულ უძრავ ქონებაში დიდძალი თანხების ჩადება სურთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ცვლის თავისი გიგანტური კომპანიის სახელს და მას ამიერიდან ეწოდება არა Facebook, არამედ Meta. 1 დეკემბრიდან კომპანია ნიუ იორკის სავაჭრო ბირჟაზე გადის სავაჭრო ბრენდით MRVS. ხოლო სოციალური ქსელი Facebook ამიერიდან იქნება თანაბარი და თანასწორი მისივე ყოფილი რესურსებისა Instagram და WhatsApp.
ცუკერბერგი ამ გადაწყვეტილებას რებრენდინგის აუცილებლობით ხსნის, თუმცა არ არის გამორიცხული, რეალური მიზეზი სხვა იყოს: მისი კომპანია ბოლო დროს რამდენიმე მწვავე სკანდალში გაეხვა იმის გამო, რომ უამრავი ფეიკი ქვეყნდება და ფეიკების გაკონტროლების არანაირი რესურსი კომპანიას არა აქვს. სისტემური მიზეზის გამო: თუ დაბლოკვებს გაახშირებს, პოპულარობას დაკარგავს. გარდა ამისა, ბევრმა საიდუმლო დოკუმენტმაც გაჟონა კომპანიის მიზეზით და მისი თანამშრომლები, რეგიონებში, ადგილობრივ ტოპ-მენეჯერებს სექსუალურ ჰარასმენტში ადანაშაულებენ.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ იცვლება დომენის სახელი Facebook.com.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპი ცდილობს იპოვოს და გააძლიეროს თავისი პოლიტიკური ნიშა, როგორც ამერიკის კონსრევატიული ღირებულებების დამცველისა: გუშინ მან მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია იმისთვის, რომ ამერიკაში დაიწყო პასპორტების გაცემა გენდერული გრიფით X. ტრამპის თქმით, ეს არის კატასტროფა და ამერიკის ძირეულ ღირებულებათა ღალატი. გენდერული გრაფა X (ანუ LGBTQ+) პასპორტებში აქვთ ინდოეთს, ავსტრალიას, კანადას, მალტას, ნეპალს და ახალ ზელანდიას.