საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ნოემბერი 2021 წელი
მორიგი ფაშისტური გადაწყვეტილება მიიღო აფხაზეთის ე.წ. `ხელისუფლებამ`.
ახალი წლიდან, ენგურის ე.წ. `საზღვრის` გადმოკვეთის და ზუგდიდში გადმოსვლის ან ზუგდიდიდან გალში გადასვლის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ ქართველებს, ვისაც ექნება აფხაზეთის მოქალაქეობა და ე.წ. `ბინადრობის` უფლება. მანამდე გალელ ქართველებს ჰქონდათ საშაულება ემოძრავათ ძველი საბჭოთა პასპორტებით ან ე.წ. `ფორმა ცხრათი`.
ეს კიდევ უფრო დაამძიმებს გალელ ქართველთა მდგომარეობას. ისინი ისედაც დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან: გალში სახლის გაფორმების (პრივატიზების) უფლება არა აქვთ და როდესაც მოხუცებული ადამიანი გარდაიცვლება, სახლი მემკვიდრეობით კი არ გადადის ახალგაზრდაზე, არამედ აფხაზურ ე.წ. `სახელმწიფოს` საკუთრება ხდება
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ ყურადღებით სწავლობს პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას 1 დეკემბერს ოლიგარქ რინატ ახმეტოვის დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების სცენარის შესახებ. ზელენსკიმ მართლაც გააკეთა ამგვარი განცხადება ბოლო დიდ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც სპეციალურად ამ განცხადების გასაჟღერებლად მოიწვია.
უკრაინის პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ რინატ ახმეტოვის ტელეარხების მუდმივ სტუმართა მოწოდებით, 1 დეკემბერს მისი რეზიდენციის წინ შეიკრიბება ათასობით ადამიანი და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.
საქმე ეხება ე.წ. `ვაგნერგეიტს`, რომელიც, უკრაინული ოპოზიციის მტკიცებით, ზელენსკიმ ჩაშალა.
ოპოზიციური ვერსიის თანახმად, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მაღალპროფესიულად დაგეგმა მასშტაბური სპეცოპერაცია, გამოიტყუა რუსეთიდან ათეულობით პირსისხლიანი `ნაიომნიკი` (ვითომ ვენესუელაში სარეწების დასაცავად) ვინც მანამდე იბრძოდა დონბასში და უკრაინელებს ხოცავდა.
ЧВК Вагнер-ის დაქირავებულები მოსკოვიდან მინსკში ჩავიდოდნენ, მერე მინსკიდან უნდა გაფრენილიყვნენ ვითომ სტამბულში, შემდეგ ვენესუელაში, მაგრამ გეგმის თანახმად, უკრაინის საჰაერო სირცეში, ერთ-ერთი მგზავრი (უკრაინულ სპეცსამსახურთა აგენტი) `გახდებოდა ცუდად`, თვითმფრინავი დაჯდებოდა კიევში და ყველა მკვლელს დააპატიმრებდნენ უკარინული სპეცსამსახურები.
მაგრამ......როგორც ჟურნალისტური გამოძიებების სააგენტო `ბელინგქეთ`-ის ავტორი ხრისტო გროზევი და რინატ ახმეტოვთან დაახლოებული ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ამტკიცებენს.....პრეზიდენტ ზელენსკის უკანასკნელ მომენტში შეეშინდა (ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან ამ ოპერაციას გაავებული რეაქცია მოჰყვებოდა-დ.) და რაკი პირდაპირ ვერ გაბედა (!) ებრძანებინა თავისი `ძალოვანებისათვის` შეეწყვიტათ სახიფათო და ქვეყნისთვის რისკების შემცველი ოპერაცია (ასე რომ მოქცეულიყო კიდევ გასაგები იქნებოდა-დ) უბრძანა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ერმაკს, საიდუმლოდ შეეტყობინებინა ბელორუსი კოლეგებისთვის, რომ იქ რუსებმა რაზმი გაგზავნეს ლუკაშენკოს დასამხობად. ლუკაშენკოს რეაქცია იოლი პროგნოზირებადი იყო. `ვაგნერელები` მინსკში დააპატიმრეს და ვეღარ გამოფრინდნენ.
ყველა, ვინც ამის გამო ზელენსკის აკრიტიკებს, არ უარყოფს, რომ პრეზიდენტი სწორად ღელავდა, რადგან ეს რადიკალური ოპერაცია მართლაც შეიცავდა დიდ საფრთხეს რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიისა უკრაინის წინააღდმეგ. მაგრამ.....მათთვის აბსოლუტურად გაუგებარია, პრეზიდენტმა პირდაპირ რატომ არ უბრძანა სამხედრო დაზვერვას და თავდაცვის სამინისტროს: `მე ვარ უმაღლესი მხედართმთავარი, შეწყვიტეთ ოპერაცია, ეს ახალი და გამანადგურებელი ომი იქნებაო` და რაკი საკუთარ ავტორიტეტში დარწმუნებული არ იყო, ამის ნაცვლად (მათი მტკიცებით) ფარულად `დაასმინა` (Слить) თავისი უახლოესი თანამებრძოლები.
ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მოიქცა ზელენსკი ასე და არა სხვანაირად.
თუმცა პრეზიდენტიც და მისი ადმინისტრაციის უფროსიც ყველაფერს უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ ლუკაშენკომ და ბელორუსულმა სპეცსამსახურებმა ვითომ `შემთხვევით გაიგეს` ყველაფერი. ოღონდ......მეტისმეტად ბევრი საეჭვო დამთხვევაა ამ საქმეში.
ზუსტად არის ცნობილი, რომ ერმაკი და თვით ზელენსკიც თავდაცვის სამინისტროს ოპერაციის `რამდენიმე დღით` გადადებას სთხოვდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასული 1 კვირის განმავლობაში, რუსეთის არარეზიდენტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა დაიწყეს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციათა `ზვავისებრი` გაყიდვა. სულ გაიყიდა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის რუსული ობლიგაციები. ეს არის რეკორდი, რადგან 1 კვირა საამისოდ ძალიან მცირე ვადაა.
რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
იმას, რომ უცხოელები (გიგანტური კორპორაციები და მსხვილი ინვესტორები) ყურადღებით კითხულობენ დასავლური სპეცსამსახურების თუ სტატუსური ანალიტიკური ცენტრების (Think tank) მასალებს და ნამდვილად არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას. შესაბამისად, გარდაუვალი იქნება იმ დონის სამხედრო თუ სხვა დაძაბულობა რუსეთსა და აშშ-ს, ასევე ევროპას შორის, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
თუმცა, მეორეს მხრივ, არის ალტერნატიული მოსაზრებაც, რომ პუტინი მხოლოდ ბლეფობს და მისივე ბოლო განცხადების შესაბამისად, ცდილობს დასავლეთი მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს ანუ მუდმივ გაურკვევლობაში ოღონდ........ამასობაში თვითონაც ხომ ზარალდება?
რუსული სახელმწიფო ობლიგაციების ასე მასობრივი გაყიდვა ფინანსურ ბაზარზე მათ დევალვაცაის გამოიწვევს. შესაბამისად, რუსულ სახელმწიფო აქტორებს და სახელმწიფო კომპანიებს გაუჭირდება გლობალურ ფინანსურ ბაზარზე მოკლევადიანი დაბალპროცენტიანი სესხების აღება.
თუმცა პუტინი, როგორც სჩანს, მზადაა, მისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის ეს ფასი გადაიხადოს: `ძვირი ნავთობის` ერაში რუსეთის სახელმწიფო რეზერვები 700 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო მოხსენებითი ბარათი გამოაქვეყნა ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ CIA-ს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის სახელით. მისი პირით, ამერიკული დაზვერვა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ ტრამპს საშინლად არ უყვარდა სპეცსამსახურები. პირველ რიგში კი სწორედ CIA, რომელსაც ამერიკაში უდიდესი როლი აქვს საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში.
განსაკუთრებით ეს ეხებოდა ტრამპის ურთიერთობას პუტინთან. აშშ 45-ე პრეზიდენტი სულ ეჭვობდა, რომ CIA მუდამ რაღაც პროვოკაციებს უწყობს და სურს იგი` წამოაგოს` რუსეთის თემაზე.
რაც ყველაზე უცნაურია, ერთის მხრივ ტრამპი ხშირად, პირდაპირ, ღიად ამბობდა, რომ სპეცსამსახურებს არ ენდობოდა (ერთხელ პუტინთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზეც კი თქვა ამგვარი რამ შინაარსობრივად, რაც სრულ კატასტროფად შეფასდა ამერიკაში) თუმცა ყოველ დღე თათბირობდა მათთან ოვალურ კაბინეტში.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მხრივ ტრამპი ჰგავდა რიჩარდ ნიქოსნს, რომელსაც ასევე ძალიან არ უყვარდა სპეცსამსახურები, მაგრამ, ნიქსონი ღიად მაინც არ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას.
ბუნებრივია ისმის კითხვა: საკუთარ დაზვერვას თუ არ ენდობა, განა პრეზიდენტი შეძლებდა `დაელაგებინა` პოლიტიკა უმთავრეს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან - რუსეთთან და ჩინეთთან?
ეს კითხვა ამერიკაში, განსაკუთრებით დემოკრატიულ წრეებში სულ უფრო აქტუალური გახდება, რაც უფრო მოახლოვდება 2022 წლის საშუალედო და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
რა თქმა უნდა CIA-ს `რიფორთ`-ში ამერიკული შიდა პოლიტიკის წვლილი უდიდესია. და ესეც ძააააალიან ნიშანდობლივი, საყურადღებო მომენტია. აბა თითქოს რა ესაქმება საგარეო დაზვერვას შიდა პოლიტიკასთან?
მაგრამ იმდენად გაამწარათ ტრამპმა რომ.......
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანული დაზვერვის MI6-ის ახალი ხელმძღვანელი რიჩარდ მური დასავლეთს აფრთხილებს, რომ ახალი ტექნოლოგიები ხდება უძლიერესი იარაღი რუსეთისა და ჩინეთის ხელში დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ: საინტერესო ციტატა: ``ჩვენი ოპონენტები ფულს და ძალისხმევას ინვესტირებენ ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლისა და სინთეზური ბიოლოგიის დაუფლებაში, რადგან იციან, რომ ამ ტექნოლოგიების დაუფლება მათ ბერკეტს მისცემს. ამ საქმეში ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან მოსკოვი და პეკინი, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით ახორციელებენ მრავალწლიან ტრადიციულ ჯაშუშურ მეთოდებს. მომდევნო ათწლეულში ტექნოლოგიურმა მიღწევებმა შეიძლება გადააჭარბოს გასული საუკუნის ყველა ტექნოლოგიურ მიღწევას. ჩვენ ჯერ არ გაგვიმხელია ეს აშკარა ფაქტი, საფრთხე და მისი პოტენციური გავლენა გლობალურ გეოპოლიტიკაზე. მაგრამ MI6 განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამას", - თქვა მურმა.
მათ შორის საუბარია `სახის ამომცნობებზე.`
ეს თითქოს უწყინარი ტექნოლოგიაა, რაც სმარტფონებზეც გამოიყენება, მაგრამ......ავტორიტარული რეჟიმების ხელში იგი ხდება ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტი!
ჩინეთი და რუსეთი ამ ტექნოლოგიით უკვე თითქმის სრულად აკონტროლებენ ვინ.....სად...როდის.....რა მიზნით......ამ მხრივ ეს რეჟიმები ჯორჯ ორუელის `1984` ემსგავსებიან.
ემსგავსებიან კი არა და ...არიან!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ევროპის სულ უფრო მეტი ქვეყანა აჩერებს ფრენებს და კრძალავს მოგზაურობას ისეთ ქვეყნებში და ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა South Africa, Botswana, Namibia, Zimbabwe, Lesotho, Mozambique, Eswatini and Nigeria/
მიზანი - კორონავირუსის ახალი შტამის Omicron როგორმე შეჩერებაა.
თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მცდელობები სრულებით ფუჭია: შარშან, როცა ეპიდემია იწყებოდა და ვაქცინაც არ იყო ჯერ, თვით ყველაზე მკაცრმა შეზღუდვებმაც კი ვერ უშველა ევროპას. ასევე ვერ უშველის საქართველოსაც.
ამდენად ევროპაში ფრენები ალბათ შეიზღუდება, როგორც კი ეს ახალი შტამი ამ გზით თუ იმ გზით, ჩვენს ქვეყანაში შეამოაღწევს.
ეს ახალი აკრძალვებია ფრენებზე, ნიშნავს ტურიზმის განადგურებას, უმუშევრობის ახალ ტალღას და მეტ სოაციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს.