საერთაშორისო მიმოხილვა. 4 აგვისტო, 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 აგვისტო, 2024 წელი

უკრაინამ ჩაძირა რუსული წყალქვეშა ნავი Ростов на дону სევასტოპოლში.

აქ ნიშანდობლივია, რომ დარტყმა განხორციელდა სწორედ სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, საიდანაც რუსეთმა უკვე გაიყვანაწყალზედასამხედრო გემების უდიდესი ნაწილი, რაკი უკრაინელები წარმატებულ შეტევებს ახორციელებდნენ ერთის მხრივ დასავლური სისტემებით Himars და Storm shadow, მეორეს მხრივ კი საკუთარი წარმოების Sea-baby საზღვაო აპარატებით.

რუსებს რატომღაც მიაჩნდათ, რომ სევასტოპოლის ბაზაზე წყალქვეშა ნავები მიუწვდომელი იქნებოდა.

არ არის გამორიცხული, უკრაინის არმიამ სწორედ წყლის დრონები გამოიყენა.

Ростов на дону რუსულიშავი ზღვის ფლოტისძალიან მნიშვნელოვანი წყალქვეშა ხომალდი იყო, რომელიც ხშირად ესროდა უკრაინის ქალაქებს Калибр რაკეტებს. ასევე მონაწილეობდა ოპერაციებში სირიის ტერიტორიაზე ხმელთაშუა ზღვიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში დიდი დაპირისპირებაა კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის მომავალი ტელე-დებატების თემაზე.

ყველას ესმის, რომ ეს ტელედებატები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ტრამპ-ბაიდენის ტელედებატებმა იმდენად დიდი როლი შეასრულა, რომ ბაიდენის იქ მარცხმა 70%-ით განაპირობა მისიჩახსნასაპრეზიდენტო არჩევნებიდან.

სანამ ბაიდენი რბოლიდან გავიდოდა, მხარეები მოლაპარაკებულნი იყვნენ, რომ მეორე დებატები დონალდსა და ჯოს შორის 10 ან 11 სექტემბერს ABC ეთერში უნდა შემდგარიყო ისეთივე კონფიგურაციით, როგორც პირველი დებატები, ანუ მოდერატორთა კითხვებით ცარიელ აუდიტორიაში.

შეგახსენებთ, რომ აუდიტორია ცარიელი იყო უშუალოდ იმ დარბაზში, იმ სცენის გარშემო, სადაც პირველი დებატები გაიმართა.

დონალდ ტრამპს ეს უკვე ხელს აღარ აძლევს. მისმა მაღალკვალიფიციურმა შტაბმა იცის, რომ კამალა არ არის ჯო - ჯანღონით აღსავსე ახალგაზრდა ადამიანია და საარჩევნო კამპანიასაც წარმატებით ატარებს - აშკარად ამცირებს ჩამორჩენას ტრამპთან, ხოლო ზოგიერთი მონაცემით უსწრებს კიდეც კონკურენტს.

შესაბამისად ტრამპი და მისი გუნდი ახლა მოითხოვენ, პირველი ტელე-დებატი დონალდსა და კამალას შორის გაიმართოს არა ABC ეთერში (ის მოლაპარაკება ბაიდენს ეხებოდა და არა ჰარისსო-ამბობენ რეზონულად-) არამედ FOX-News-ის ეთერში და თანაც, უკვე სულ სხვა კონფიგურაციით - ხალხით სავსე აუდიტორიის წინაშე.

ტრამპის მოტივაცია ამ შემთხვევაში იოლი გასაგებია

 

) FOX-News დონალდ ტრამპის, „რესპუბლიკელებისდა ზოგადადმემარჯვენე/კონსერვატიულიფილოსოფიის მედია-პრომოუტერად ითვლება

 

) თუ აუდიტორიასავსე“ იქნება და არა ცარიელი, დონალდის გათვლით, მისი მომხრეები მეტნი იქნებიან და ტელედებატებისას დაეხმარებიან რეაქციებით: MAGA (Make America Great Again) ზოგადად უფრო პასსიონარული კატეგორიაა, ვიდრე ჰარისის დადემოკრატებისმომხრეები.

როგორც ჩანს ამმეორე“ ტელედებატების გარშემო უსასტიკესი ბრძოლაა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი.

აშკარაა, რომ თვით ტრამპს კი არ ეშინია რაიმესი, მათ შორის ჰარისთან დებატების, ოღონდ მისი მაღალკვალიფიციური  „PR-ინჟინრების“ გუნდი ფრთხილობს ახლა, რაკი ზუსტი კალკულაციის უნარი აქვს და არ გამორიცხავს ალბათობას, რომ მეორე ტელედებატებიპირიქითსცენარიოთი წარიმართოს.

 

საბოლოოდ, რასაკვირველია ეს ტელედებატები აუცილებლად შედგება, ოღონდ რომელი მხარე წავა აქ დათმობაზე დაგაიტანს თავისასტელედებატთა ადგილისა და მოდალობის თაობაზე, ძალიან ნიშანდობლივი იქნება.

 

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რუპერტ მერდოკისა და მერდოკების ოჯახის კუთვნილი FOX-News, რომელიც მერდოკთა იმპერიისბრილიანტადითვლება, რა თქმა უნდა ძალიან პოპულარულია, მაგრამ......ABC მაინც სხვაა - „საოჯახო ტელეარხიაკოლოსალური აუდიტორიით და CBC-თან, ასევე NBC-სთან ერთად შედის ამერიკულ ისტორიულ ტელეარხთადიდ სამეულში“.

 

გასაკვირი არ არის, რომ ტრამპი მუდმივად უტევს ჯორჯიის შტატს, ასევე ამ შტატის რესპუბლიკელ (!!!) გუბერნატორს ბრაიან კამპს, რომელიც, ტრამპის მტკიცებითემზადება 5 ნოემბრის არჩევნების გაყალბებისთვის“.

ჯორჯიის შტატი ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპისთვის, რაკი

) ამ შტატში მის წინააღმდეგ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

) ერთ-ერთი იმ შტატთაგანია, სადაც გამარჯვებამ შესაძლოა გადაწყვიტოს მთელი არჩევნების ბედი.

2020 წელს ჯორჯიის შტატი ტრამპმა 12 000 ხმით წააგო ბაიდენთან.

განა  რა არის 12 000 ხმა უკიდეგანო ამერიკისთვის?

ოღონდ აქ ყველაზე საინტერესო ისაა (ვიმეორებ) რომ ჯორჯიის შტატს რესპუბლიკელიგუბერნატორი ჰყავს და არადემოკრატი“.

შესაბამისად, ვერ განიხილებადემოკრატებსადარესპუბლიკელებსშორის დისკურსში.

მაშასადამე, ლოგიკა გვკარნახობს განიხილებოდეს სხვა დისკურსში: დონალდ ტრამპის დაპირისპირებისა ამერიკულ Deep state-თან, ანუგადაწყვეტილების მიმღებ“ (Decision makers)  საშუალო დონის ბიუროკრატიასთან.

თუმცაღა ტრამპის კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ სინამდვილეში შტატის გუბერნატორს არანაირი ბერკეტი არა აქვს, რათა არჩევნები გააყალბოს - იმდენად მრავალრიცხოვანი და ღრმაჩექენბალანსკონტროლისსისტემები არსებობს.

თუმცა ტრამპი მყარად მიჰყვება თავის `გენერალურ ნარატივს“, რომ მასდემოკრატებმადა Deep state-მა გაუყალბა 2020 წლის არჩევნები.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

თეთრ სახლში არ არიან ბედნიერნი იმით, რომ ისრაელის არმიამ ან მოსსადმა (ზუსტად არავინ იცის ვინ და როგორ) თეირანში განახორციელაჰამასისლიდერის, ისმაილ ჰანიას ლიკვიდაცია.

ისრაელი არ აღიარებს, თუმცა რეალურად, მის როლში  ეჭვი არავის ეპარება; მათ შორის არც ამერიკელებს.

და რაკი ისრაელმა ღიად არ დაადასტურა, რომ ისმაილ ჰანიას თეირანში (!) ლიკვიდაცია სწორედ მისი ძალოვანი სტრუქტურების მორიგი ბრწყინვალე სპეცოპერაცია იყო, თეთრი სახლის ადმინისტრაციაც მხოლოდ მეინსტრიმულ მედიაში ინფორმაციის (უკმაყოფილების თაობაზე) გაჟონვით არის ახლა დაკავებული ახლა და ღიად არაფერს ამბობენ.

გაჟონილიინფორმაცია ამ ხერხით ტრანსლირდებაირანისა და არაბული სამყაროსთვის: ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, რომ გვცოდნოდა აუცილებლად დავუშლიდით ისრაელს სპეცოპერაციის განხორციელებასო“;

 

 „დავუშლიდით და  არა ჩავუშლიდით, ანუ  „არ მოვუწონებდით“, თორემ ამერიკელებსაც შესანიშნავად ესმის, რომ თუ ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, მას ესგადააფიქრებინოთითქმის შეუსრულებელი ამოცანაა ამერიკა-ისრაელის სტრატეგიული მოკავშირეობის სრული დანგრევის გარეშე;

 ხოლო ამ ურთიერთობათა დასანგრევად რომ ვაშინგტონი არ არის მზად (არც იქნება)-ცხადია.

მით უმეტეს ჰანიას გამო.

რატომ არ უნდოდა ვაშინგტონს ჰანიას ლიკვიდაცია?

იმიტომ, რომ ისმაილ ჰანია ფორმალურად ითვლებოდამომლაპარაკებლადჰამასის მხრიდან.

ცხოვრობდა კატარში დაირიბ“ (არაპირდაპირ“ არამედ ეგვიპტელი და იმავე კატარელი შუამავლების მეშვეობით) მოლაპარაკებებში ნამდვილად მონაწილეობდა.

რეალურად, ისმაილ ჰანიაჰამასისპოლიტიკურ ლიდერად ითვლებოდა და 7 ოქტომბრის ტერორისტული შეტევის მთავარ ორგანიზატორად.

 

განა ისრაელის ელიტებმა, მისმა ძალისმიერმა Deep state-მა არ იციან, რომ ისმაილ ჰანიას ნაცვლად მოვა სხვა უამრავი ჰანია“  და რეალურად მისი ლიკვიდაცია ბევრს არაფერს შეცვლის?

როგორ არ იციან, მაგრამ 7 ოქტომბერს განცდილი საზარელი მარცხის შემდეგ (ეს უდიდესი მარცხი იყო!) როდესაც იმავე Deep state-გამოეპარაუპრეცედენტო შეტევა ისრაელზე, - ათასობით ადამიანის დახოცვითა და მძევლობით, - ისრაელს აუცილებლად სჭირდებასიმბოლური“, ნიშანდობლივი, „სტატუსურიპერსონების ლიკვიდაცია მტრის ბანაკში.

ნეთანიაჰუს კი ეს სჭირდება ქვეყნის შიგნითაც, რაკი არავის ეპარება ეჭვი, რომ მას შემდეგ რაც ომი დასრულდება, აუცილებლად განვითარდება გამოძიება 7 ოქტომბრის ამბებზე.

 

ამერიკელების მოტივაცია აქ კიდევ ისიცაა, რომ ძალიან უფრთხიან ახლა დიდ ომს ახლო აღმოსავლეთში.

მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე.

დიდი ომიდაიწყება, თუ ერთის მხრივ ისრაელი შეუტევს ლიბანს სახმელეთო ჯარებით, ირანი გაუშვებს ათასობით რაკეტას და დრონს ისრაელის მიმართულებით, ხოლო პროირანული დაჯგუფებებიჰესბოლლა“, ასევე Pruxy მილიტარისტული ჯგუფები სირიიდან და ერაყიდან შეუტევენ უშუალოდ ისრაელს.

ეს კი არა, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც აკეთებს პოპულისტურ (!) განცხადებებს: პირდაპირ შევუტევთ ისრაელსო

და როგორ შეუტევს?

ზღვით ეს გამორიცხულია 101%-ით რადგან ხმელთაშუა ზღვას მთლიანად ამერიკული ფლოტი აკონტროლებს და ამას უბრალოდ არ დაუშვებს!

აბა რა ოფცია რჩება?

თურქული არმია სირიას დაიპყრობს მთლიანად, რათა ისრაელთან საერთო საზღვარი მოიპოვოს?
    
ამას რუსები და სირიის დიქტატორი ბაშარ ალ ასადი (ერდოღანის მოსისხლე მტერი)  არ დაუშვებენ.

ნეთანიაჰუს განცხადება რომ პოპულისტურია იქიდანაც ჩანს, რომ მას ახლავე შეუძლია გადაკეტოს გაზსადენი, რომლითაც, თურქეთის ტერიტორიის გავლით, ისრაელს აზერბაიჯანული (!) ბუნებრივი აირი მიეწოდება.

თუმცა ამასაც კი ვერ ბედავს.

ყველაფერთან ერთად, აზერბაიჯანიც წინააღმდეგი იქნება, რაკი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ისრაელისგან საუკეთესო იარაღი მიიღო თავის დროზე და ახლაც იძენს.