საერთაშორისო მიმოხილვა. 4 იანვარი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 იანვარი. 2025 წელი

ნიუ იორკელმა მოსამართლემ ხუან მერჩანმა 10 იანვრისთვის ჩანიშნა განაჩენის გამოცხადება დონალდ ტრამპისთვის - პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსის მოსყიდვის და ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბების საქმეზე.

გუშინ მოსამართლემ საბოლოოდ უარყო დონალდ ტრამპის ადვოკატთა სარჩელი, რომ განაჩენი არ გამოცხადებულიყო და საქმე საერთოდ შეწყვეტილიყო ტრამპის პრეზიდენტად არჩევის გამო.

მოსამართლის წინასწარი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, განაჩენი დადგება, მაგრამ არ გაითვალისწინებს სანქციას. ანუ არ გაითვალისწინებს არათუ პატიმრობას, არამედ ჯარიმასაც კი.

ყოველ შემთხვევაში ასეთია წინასწარი ვარაუდი: არც ჯარიმა, არც პატიმრობა ანუ უბრალოდ......შენიშვნა დანაშაულის ჩადენისთვის.

ამერიკის კანონმდებლობას ეს აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება: დააშავა, მაგრამ არ ვსჯით“.

როგორც ჩანს ამერიკის Deep state (ანუ გადაწყვეტილების მიმღებმა ბიუროკრატიამ, რომლის ერთ-ერთი უძლიერესი სეგმენტია სასამართლო), გადაწყვიტა ამ გზით შეინარჩუნოსსახედა რენომე.

იმიტომ, რომ მთლადარაფერიანუ განაჩენის გაუქმება მას შემდეგ რაც 12-მა მსაჯულმა მკაფიო ვერდიქტი გამოიტანეს (Guilty - დამნაშავეა!) აბსოლუტურად ცხად, უეჭველ დანაშაულზე, ამერიკული მართლმსაჯულების რენომეს შელახავდა.

ამ რენომეს მაინც მიადგება ზიანი რასაკვირველია, თუმცაღა ნაკლები.

მაშასადამე, „ნაკლები ზიანიაირჩიეს შექმნილ აბსოლუტურად უპრეცედენტო და უნიკალურ სიტუაციაში.

აქ ნიშანდობლივია ასევე, რომ ტრამპი ბევრს ეცადა ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში ისტორიული შეხვედრის ფარგლებში (იქ ბევრი რამ მნიშვნელოვანი გადაწყდა უკრაინის ჩათვლით), რომ ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მოეხდინა ზეგავლენა სასამართლოზე, გამოძიებაზე და საქმეები შეეწყვიტა.

ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებითაც. მაგრამ ამ ქეისის უნიკალობა (ვიმეორებ) ისაა, რომ ნაფიც მსაჯულებს უკვე გამოტანილი ჰქონდათ ვერდიქტი.

ლაპარაკიც ზედმეტია, რა ამბავი მოჰყვებოდა ახლა, ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე ტრამპის ციხეში გაშვებას.

მაგრამ ჯარიმაც რომ არ შეჰკადრეს, ესეც მნიშვნელოვანია.

დონალდ ტრამპი ალბათ 20 იანვარსვე, ფიცის დადების შემდეგ მოაწერს ხელს იმ ასეულობით ადამიანის შეწყალებას, ვინც 2021 წლის იანვარში კონგრესის შენობას დაესხა თავს.

მაგრამ მას აშკარად არ სურდა საკუთარი თავი შეეწყალებინა (თუმცა ამის უფლება აქვს - ამერიკის ძააააალიან უცნაური კანონმდებლობით) და ამჯობინებდა ეს საქმე სხვაგვარად გადაწყვეტილიყო.

ვერ გადაწყვიტა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტამ ბუნებრივ აირზე ევროპული ფასებისნახტომისებრი ზრდაგამოიწვია.

მეორე მიზეზი გახდა თხევადი გაზის საწარმოს გაჩერება ნორვეგიაშიკომპრესორის მწყობრიდან გამოსვლისგამო. 9 იანვრამდე ვერ შეაკეთებენ.

ევროპელიალარმისტები“ („განგაშისტები“) უკვე პანიკას თესავენ.

მაგალითად, კრემლის ერთ-ერთმა პირისფარეშმა, ავსტრიის ყოფილმასაგარეომქალბატონმა კნაისელმა (აი იმან, საკუთარ ქორწილში რომმენუეტსცეკვავდა პუტინის წინაშე) განაცხადა, რომ....... რუსული გაზისდაკარგვამევროპა შესაძლოა კატასტროფამდე მიიყვანოს და ამერიკული, ასევე კანადური თხევადი გაზის იმედი სულ ტყუილად გაქვთ, რაკი აზიური ბაზრები ჩრდილო ამერიკელი მწარმოებლებისთვის ბევრად მომგებიანი და პერსპექტიულია: იმდენს არ იხდიან რამდენსაც ევროპა იხდის, სამაგიეროდ ბევრად მეტი სჭირდებათ დემოგრაფიის გამო, ვიდრე ევროპასო.

კრემლის დავალებას კი ასრულებს ეს ქალბატონი (რუსეთში გადასახლდა ოჯახით - ავსტრიიდან!!!), მაგრამ მთლად უაზრო მისი არგუმენტი არ არის.

აქ განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს NATO- ფარგლებში სოლიდარობამ და იმის შეგნებამ, რომ თუ ახლა პუტინმა უკრაინაში გაიმარჯვა, „ოხრადდარჩებათ ყველანაირი ბუნებრივი აირიც და ყველანაირი ინდუსტრიაც!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა 5%-დან 15%-მდე გაიზარდა. სენსაციური განცხადებაა სინამდვილეში.

ამერიკაში რამდენიმე მძლავრი ინსტიტუტი მხოლოდ (!) ამ ალბათობას აკვირდება 24 საათი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკული FBI და Secret service ცდილობენ დაადგინონ, არსებობს თუ არა კავშირი ერთ დღეს მომხდარ ორ ტერაქტს შორის:

1) ახალ ორლეანში (ლუიზიანას შტატი) ისლამისტი, ვინმე შამსუდ ჯინ ჯაბარი პიკაპით შეიჭრა ხალხის მასაში, რომელიც ახალ წელს ზეიმობდა. 15 ადამიანი მოკლა, ათეულობით დაჭრა, პოლიციას სროლა აუტეხა და იქვე მოკლეს.

ამ ტერორისტის სახელს და გვარს განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მივაქცევთ: ისლამიზებული აფროამერიკელია და არა ისლამური ქვეყნიდან ემიგრანტი.

ეს სახელი და გვარი ისლამიზების შემდეგ მიიღო რაც დიდი ხანია მოდური ტრენდია აფროამერიკელებში: ჯერ კიდევ 1960-იან წლებში მოკრივე კასსიუს კლეიმ მიიღო მაჰმადიანური სახელი მუჰამედ ალი.

ტერორისტის პიკაპში (ყევლაზე პოპულარული მანქანა ამერიაკში) იპოვეს ISIL დროშა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

 

2) იმავე დღეს, ლას ვეგასში, Trump hotel-თან აფეთქდა ილონ მასკის სიამაყე - ავტომობილი Tesla Cybertruck.

მძღოლი, მეტიუ ლიველსბერგერი დაიღუპა.

მანქანაში იპოვეს პიროტექნიკა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ლიველსბერგერი და ჯაბარი ერთსა და იმავე დროს მსახურობდნენ ერთსა და იმავე სამხედრო ბაზაზე. ლიველსბერგერი, ამასთანავე (ეს საერთოდ ფანტასტიკაა) უკრაინელ სამხედროებს წვრთნიდა გერმანიაში და თვითონაც იმყოფებოდა სპეცდანთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე.

რა მიზნით იმყოფებოდა უკრაიანში, პენტაგონი არ აზუსტებს, თუმცა ადასტურებს, რომ სპეცდანელი იყო და არა უბრალოდ სამხედრო მოსამსახურე.

საშინელი ტრაგედიაა რასაკვირველია ის, რაც New Orlean-ში მოხდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ინტერესი და სპეკულაციები გამოიწვია ლას ვეგასის ტერაქტმა, რაკი აშკარად პოლიტიკური კონოტაცია ჰქონდა: ტრამპის სასტუმროსთან......ილონ მასკის ახალი ნაკეთობით......მასკი და ტრამპი კი უკვე ერთი გუნდია და უამრავი მოძულე ჰყავს ორივეს.....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთში დააპატიმრეს ეთნიკური ტაჯიკები, ვისაც კავშირი ჰქონდა იმ ტაჯიკებთან, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ სისხლიანი  ტერაქტი მოაწყვეს მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზკროკუს სითი ჰოლში“.

ირკვევა, რომთურქი ტაჯიკებიმართავდნენ მოსკოვში ტერორისტებს.

ერდოღანს ნამდვილად არ სურს ამ თემაზე სალაპარაკო მისცეს პუტინს, ამიტომ ტაჯიკეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ფაქტობრივად ტაჯიკების შესვლა თურქეთში მთლიანად აკრძალა.

შეგახსენებთ ძალიან არსებით ნიუანსს: ტაჯიკები ეთნიკურად თურქების მონათესავე ხალხი არ არის. ისინი ფარსის (სპარსულ) ენაზე ლაპარაკობენ. ფართო გაგებით, კულტურულად, ენობრივად  „ირანელები“ უფრო არიან.

ამ თვალსაზრისით ერდოღანს რაიმე სერიოზული პრობლემა არ ექნებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტამ გამოიწვია ის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მოლდოვას ოკუპირებულ რეგიონში Приднестровье ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. ისევე როგორც მთელი ეს ოკუპირებული რეგიონი.

რუსული გაზი მათ უკრაინის გავლით მიეწოდებოდათ.

უკრაინა თავის გაზს არ მიაწვდის რასაკვირველია.

დნესტრისპირეთთან უკრაინელებს სხვაანგარიშებიაქვთ კიდევ: 2014 წელს სწორედ დნესტრისპირელმა ტერორისტებმა (იმავე რუსული სამხედრო ბაზიდან ამთ შორის) მოაწყვეს საზარელი სასაკლაო ოდესაში.

დნესტრისპირეთში ყველა საწარმო გაჩერებულია და ეს სეპარატისტული ანკლავი, სადაც უძლიერესი რუსული არმიაა განლაგებული და უდიდესი სამხედრო საწყობი, როგორ გააგრძელებს არსებობას, არავინ იცის ჯერ.

რუსეთი უარს აცხადებს გაიყვანოს დნესტრისპირეთიდან (ანუ მოლდოვიდან) თავისი ჯარები.

არმია, რომელიც იქ არის დისლოცირებული, სსრკ დროს გამიზნული და მიმართული იყო დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ საპასუხოდ უკრაინას შეუწყვეტს ელექტროენერგიას და შეუმცირებს მატერიალურ დახმარებას უკრაინელ ლტოლვილებს.

სრულ ისტერიკაშია ფიცო ეს ბოლო რამდენიმე დღე.

უნგრეთს არანაკლებ დაარტყა რუსული გაზის ტრანზიტის  შეწყვეტამ, მაგრამ ვიქტორ ორბანი უფრო გამოცდილი, თან ჭკვიანი პოლიტიკოსია და ფუჭ ისტერიკებს არ მართავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი ფაქტი: ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს აკრძალოს ჩინური დრონების იმპორტი, რაკი ეს უპილოტო აპარატები (იგულისხმება ის აპარატები, რაც არასამხედრო, კერძო მიზნებით გამოიყენება) თურმე.....შესაძლოა საფრთხეს შეიცავდნენ აშშ უსაფრთხოების თვალსაზრისით.

და ამას ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია აპირებს და გეგმავს მხოლოდ ახლა (ახლაღა!!!), როცა ჩინური წარმოების დრონები ამერიკაში კერძო სექტორში გამოყენებული დრონების საერთო რაოდენობის 75%- შეადგენს უკვე.

ბაიდენის ადმინისტრაციასაც და ტრამპის ადმინისტრაციასაც სპეციალისტები აფრთხილებდნენ, რომ ეს ჩინური დრონები იმგვარი ტექნოლოგიითაა დამზადებული, ჩინეთის კომპარტიას მუდამ შეუძლია მისი გამოყენება დაზვერვის ამ დივერსიის მიზნით.

მარტივად რომ ავხსნათ: ამ დრონთაკოდებიჩინეთის ხელშია და მუდამ შეუძლიათ მისმართვაშიშეძრომა, შემდეგ გამოყენება დესტრუქციული ოპერაციებისას.