საერთაშორისო მიმოხილვა. 8 აგვისტო 2022 წელი
აფხაზეთში კვლავინდებურად დაძაბული სიტუაციაა ბიჭვინთის კომპლექსის რუსეთისათვის გადაცემის საკითხზე.
თემა `ჩამოეკიდა` მას შემდეგ, რაც აფხაზეთის `პარლამენტმა` და აფხაზეთის `საკონსტიტუციო სასამართლომ` წინასწარ შეთანხმებული `პინგ-პონგი` დაიწყეს თუ ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, რომელსაც `პრეზიდენტი`, ასლან ბჟანია ლობირებს.
გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ახრა ავიძბამ, რომელიც აფხაზეთიდან დონაბსში ჩასულ ვითომ `მოხალისე` ბანდიტებს მეთაურობს და იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ, ესე იგი რუსეთის მხარეს.
ავიძბამ `პრეზიდენტი ბჟანია` გააფრთხილა: არ გაბედო ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემა, თორემ ცეცხლში გამოწრთობილი მეომრები ჩამოვალთ და ვერაფერი გაგვაჩერებს - იარაღის გზით დაგამხობთო.
შეგახსენებთ: ეს ის ახრა ავიძბაა, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა ბჟანია მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი `პრეზიდენტი` რაულ ჰაჯიმბა დაამხო 2020 წელს.
თუმცა ამგვარი აბსურდები ხშირია `დამოუკიდებელ სახელმწიფოდ` წოდებულ ტერიტორიაზე.
. . . . . . . . . . . . . .
ყველა მზაკვრობასთან ერთად, ახლა რუსეთი ცდილობს შეუქმნას დასავლეთს, პირველ რიგში ევროპას პრობლემები `მესამე მსოფლიოში` ანუა აზიასა და აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.
საქმე ისაა, რომ პუტინი კვლავინდებურად უარს აცხადებს აღადგინოს სრულყოფილად ბუნებრივი აირის მიწოდება `ჩრდილო ნაკადი-1`- ის გაზსადენით. ამჟამად გერმანიას 20% მიეწოდება მხოლოდ და როგორც სჩანს ეს პუტინის საბოლოო გადაწყვეტილებაა.
მაგრამ პრობლემები კიდევ იმიტომაც იქმნება, რომ რასაკვირველია, გერმანია და ევროპა ეძებენ ალტერნატივას და დღევანდელ პირობებში ამგვარი ალტერნატივა შესაძლოა იყოს მხოლოდ თხევადი გაზი. ოღონდ......მთელს მსოფლიოში რომ ევროპა თხევად გაზს ყიდულობს, რათა თავის ტერიტორიაზე გადაამუშავოს და აირად აქციოს, ეს თხევადი გაზი ხომ ვიღაცას საშინლად უძვირდება და/ანუ აკლდება არა?
აკლდება აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ღარიბ ქვეყნებს. შესაბამისად იქ იზრდება ანტიდასავლური, ანტი ევრო-ატლანტიკური განწყობები.
ზუსტად იგივე ტექნოლოგიას მიმართავდა რუსეთი, როცა უკრაინული ხორბალი დაბლოკა. ევროპა ამის გამო შიმშილით არ მოკვდებოდა, თუმცა ალტერნატივის ძიება მაინც დაიწყეს;
ოღონდ.... რაც ევროპისთვის ყავაზე მისაყოლებული `ქრუასანის`ოდნავ გაძვირებაა, აფრიკის 17 მილიონი მაცხოვრებლისათვის შიმშილით სიკვდიოლს ნიშნავდა. ამიტომ ევროპა იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და უკრაინის პორტ ოდესიდან უკრაინული ხორბლის გამოშვების სანაცვლოდ, რუსულ ხორბალზე და რუსული სანქცირებული პროდქუციის ნაწილზე მოეხსნა ემბარგო.
ასეთი არა მხოლოდ ბოროტი, არამედ მზაკვარი მტერი, როგორიც პუტინია, დასავლეთს ჰიტლერის და სტალინის შემდეგ არ ჰყოლია!
. . . . . . . . . . . . . .
საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International `ბოდიში მოიხადა` იმ სამარცხვინო `რიფორთისთვის`, რომლითაც მან უკრაინული მხარე ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან უკრაინელი ჯარისკაცები სკოლებში ათევდნენ ღამეს რაკი სხვა თავშესაფარი არ ჰქონდათ. ასევე იმ რიფორთში უკრაინა გაკრიტიკებულია რადგან...... თურმე ქალაქებში ანთავსებს მძიმე შეიარაღებას და არა ტრიალ მინდორში, სადაც ამ შეიარაღებას იოლად გაანადგურებდა რუსული არტილერია და ავიაცია.
ბოდიში კი მოიხადა ამისთვის Amnesty International-მა, მაგრამ ეს ძალიან უცნაურად გააკეთა: `ბოდიშს ვიხდით, ოღონდ რაც დავწერეთ უკან არ მიგვაქვს და იმავე აზრზე ვრჩებით, რომ უკრაინა ომის კანონებს არღვევსო`.
ეს რა ბოდიშია?
როცა ჰკითხეს: კი მაგრამ თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ბოდიშს რაღაზე იხდითო, AI-მა თავხედურად უპასუხა: `რაკი ეწყინათ ბოდიშს ვუხდით უკრაინელებს, თუმცა რაც დავწერეთ ყველაფერი სიმართლე დავწერეთო`.
ეს უკვე პირდაპირი დაცინვაა.
თან ამატებენ: `არა, რაც დავწერეთ ამით რუსეთს კი არ ვამართლებთ მაგრამ.....`
ჰო და ნახონ, რა კაკაფონია და სიხარულის ისტერიაა ახლა რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე სოლოვიოვ-სიმონიან და სხვა წუმპეებში: `ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უკრაინა ომის დანაშაულებებში ამხილაო`.
ზელენსკიმ ამ `უაღრესად ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას` მაშინვე (რიფორთის გამოქვეყნისთანავე) გაუუქმა აკრედიტაცია უკრაინაში და ქვეყნიდან გააძევა.
. . . . . . . . . . . . . .
ამ გაჭირვებისა და მრავალი უმძიმესი პრობლემის ჟამს, აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიაღწია უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას, რომელსაც შესაძლოა უდიდესი ზეგავლენა ჰქონდეს 2022-2024 წლის საარჩევნო კამპანიაზე ამერიკაში.
ეს კამპანია იწყება 2022წ. შემოდგომაზე კონგრესის (სენატისა და წარმომადგენელთა პალატის) არჩევნებით და სრულდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით.
გუშინ სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ ბაიდენის საკანონმდებლო პაკეტი ჯანდაცვის, კლიმატის და გადასახადების შესახებ.
51 სენატორი იყო მომხრე, 50 წინააღმდეგი!
ერთმა ხმამ გადაწყვიტა გრანდიოზული რეფორმის ბედი. და ამერკაში ეს არც თუ იშვიათად ხდება. ყველა სენატორისა და დეპუტატის ხმას `ოქროს ფასი` აქვს.
თვით რეფორმის `ფასი` კი 450 მილიარდი დოლარია.
ამერიკაში სულ 100 სენატორია. ის ხმა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, ეკუთვნის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.
ამერიკის კონსტიტუციით, ვიცე-პრეზიდენტს აქვს ხმის უფლება სენატში კენჭისყრისას. ამიტომ გამოვიდა 51-50ზე.
მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატა, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ, იმავე პაკეტს მიიღებს 12 აგვისტოს.
რატომ არის ეს კანონპროექტი კიდევ მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ დემოკრატებმა და პირადად ბაიდენმა უდიდესი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვეს?
იმიტომ, რომ იგი მემარცხენე ფილოსოფიის მატარებელია და მეტყველებს ამ მხრივ ამერიკაში წონასწორობის დარღვევაზე ლიბერალიზმსა და სახელმწიფო პატერნალიზმს შორის - სახელმწიფოს როლის და `რეგულირების` გაძლიერების ხარჯზე.
იგულისხმება ფასების რეგულირება წამლებზე, სახელმწიფო დოტაცია წამლებში, სახელმწიფოს ჩარევა ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში, სახელმწიფო დოტაციები კლიმატის დაცვაში და რაც მთავარია, გადასახადების ზრდა ამ ინვესტიციებისა და სუბსიდიებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მოსაძიებლად. აბა ეს თანხა ბაიდენმა საიდანღაც ხომ უნდა მოიტანოს?
და ეს იმ დროს, როცა აშშ სახელმწიფო ვალი ციკლოპურ 30 ტრილიონ დოლარს აჭარბებს უკვე.
განსაკუთრებით `მწარედ` დაიბეგრებიან მსხვილი კორპორაციები, რომლებიც ამერიკული ეკონომიკის `ხერხემალს` წარმოადგენენ.
`რესპუბლიკელები`, რომლებიც მუდამ უფრო მემარჯვენე პოლიტიკისკენ იხრებოდნენ, სწორედ ამიტომ იყვნენ ბაიდენის `სოციალისტური` (მათი თქმით) საკანონმდებლო პაკეტის წინააღდდეგნი. ანუ ბაიდენმა `მოასწრო` მისი გატანა, თორემ თუ 2022 წლის შუალედური არჩევნების შედეგად რესპუბლიკელები მოიგებდნენ სენატს ან კონგრესს, ეს პაკეტი `ვერ გავიდოდა` -გამორიცხულია.
ბუნებრივია, ამ ახალი კანონმდებლობის მიღება ბევრ ამომრჩეველს შემატებს ბაიდენს და მის პარტიას აშშ მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებში.
დონალდ ტრამპი, რა თქმა უნდა წინააღმდეგია `სოციალისტურ` კანონთა პაკეტისა, თუმცა ამ პაკეტის მიღებას ზოგიერთმა რესპუბლიკელმაც დაუჭირა მხარი ძალიან ხანგრძლივი `ვაჭრობის` და კომპრომისების შედეგად სენატშიც და კონგრესშიც. ანუ წარმატებული გამოდგა ეს მრავალკვირიანი `ვაჭრობა` რაც პოლიტიკაში აბსოლუტურად ნორმალური პროცესია.
გუშინ ტრამპისთვის ცუდი ამბავი ის იყო, რომ გავლენიანმა სენატორმა ლინდსი გრემმა (საქართველოს მეგობარია) განაცხადა, რომ მას არ სჯერა ტრამპის, არ სჯერა, რომ 2020 წელს ტრამპმა გაიმარჯვა და ბაიდენმა `მოპარა` არჩევნები და არ სჯერა, რომ ტრამპი კარგი პრეზიდენტი იქნება თუ 2024 წელს ხელახლა აირჩევენ.
ამიტომ, ის მხარს არ დაუჭერს მის კანდიდატობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
რატომ არის ლინდსი გრემის განცხადება ნიშანდობლიოვი და ძააააალიან მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ ამერიკის საარჩევნო სისტემა ისეთერხა საბოლოოდ.ნაირადაა მოწყობილი, მხოლოდ `ხალხში პოპულარობა` საკმარისი არ არის გასამარჯვებლად: ჯერ კანდიდატობას უნდა მიაღწიო რესპუბლიკური პარტიიდან, ანუ რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტმა უნდა დაგიჭიროს მხარი და მხოლოდ ამის შემდეგ გადიხარ არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიიდან.
`მესამე პარტიის` შექმნას კი ტრამპი ვერ შეძლებს. გამორიცხულია.
ამერიკელები `მესამე პარტიის კანდიდატს` არ მიიღებენ ისევე, როგორც არ მიიღეს დონალდ ტრამპის `დამოუკიდებელი სოციალური ქსელი` მას შემდეგ, რაც ტრამპი Twitter-ზე დაბლოკეს 2021 წლის იანვრის მოვლენების დროს. ამიტომ ტრამპი, რომელსაც Twitter-ზე 100 მილიონი გამომწერი ჰყავდა, იძულებული გახდა `ალეტრნატიული სოციალური ქსელი` მალევე გაეუქმებინა.
ამიტომაც უიდულობდა ტრამპის მეგობარი ილონ მასკი Twitter-ს მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა საბოლოოდ.
ესე იგი, თუკი ასეთი `მძიმეწონოსანი` რესპუბლიკელები, როგორიც ლინდსი გრემია, ტრამპს ეწინააღდმეგებიან, მას ჯერ რესპუბლიკური ისტებლიშმენტის გავლენიან ნაწილთან მოუწევს ომის მოგება და მერე - საპრეზიდენტო არჩევნებისა დემოკრატთა კანდიდატთან.
ლინდსი გრემს, ისევე როგორც ბევრ გავლენიან რესპუბლიკელს თვითონაც აქვს პრეზიდენტობის ამბიცია და რატომაც არ უნდა ჰქონდეს?!