ისტორია წარსული არ არის, ისტორია დღევანდელობაა!

ისტორია წარსული არ არის, ისტორია დღევანდელობაა!

აბსოლუტურად ყველას ვეთანხმები, ვინც გულწრფელად და გულამოსკვნით ამბობს, რომ ამ მასობრივად შემოტანტალებული `რუსი ტურისტების` ასეთი აშკარა, უკვე დაუფარავი და დემონსტრაციულიც კი......მიმღებლობა ქართული სოციუმის უდიდესი, კატეგორიული უმრავლესობის მხრიდან (გარდა პასსიონარული უმცირესობისა) არ არის ნორმალური მოვლენა!

ეს არ არის ნორმალური, არა, არა და არა!

არსად ასეთი რამ არ ხდება.

ჯანსაღ საზოგადოებაში ასეთი რამ არ მოხდებოდა და არ მოხდება!

ოღონდ.....იმ `ყველას` არაფრის დიდებით არ სურს გააანალიზოს და აღიაროს, რა გახდა ამ საოცარი და სამარცხვინო ფენომენის მიზეზი.

ამას დიახაც ისტორიული მიზეზი აქვს: `ხელჩაქნეულობა`, რომელიც გამოწვეულია უამრავი, გაუთავებელი, სამარცხვინო (!) დამარცხებით, სამარცხვინო (!) დამარცხებათა გაუთავებელი სერიით ბოლო 35 წლის განმავლობაში.

ვისი ბრალია? ვისი და ელიტების! მუდამ ელიტების ბრალია ამგვარი სერიაც და მისგან გამოწვეული ხელჩაქნეულობაც.

იმიტომ, რომ როდესაც, მაგალითად, 1992 წლის სისხლიანი გადატრიალების და ქუჩაში მშვიდობიანი, პასსიონარული მიტინგების დამხვრეტი ერთ-ერთი `სარდალი` (გენერალ ბეპაევის ხელის გულს რომ ლოკავდა) დღეს კრეატიული კლასის (იმავე სვეცკი ჯოგის) `ვარსკვლავი` და ფავორიტია, ეს კლასი ნუ მოითხოვს ხალხისგან თანმიმდევრულობასა და პრინციპულობას რაიმე `ღირებულებათა` დაცვაში ან მტრის სიძულვილში.

ნურას უკაცრავად. ასე არაა.\

სწორედაც არც ასეა არსად.

და როცა ვამბობ, `ისტორია წარსული არ არის მეთქი`, თითქმის არავის სჯერა: `წარღვნამდელ ამბებს ნუ გვახსენებო`.

ნუ გაიხსენებთ, თქვენი ნებაა. ისმინეთ რუსების უდარდელი ჟრიამული ქართველთა გულგრილობის ფონზე.

ჯერ სადა ვართ. ეს მხოლოდ დასაწყისია.

`ხელჩაქნეულობა` მედვედევის დოქტრინის ხორცშესხმით დასრულდება სულ მალე.

და ქართველების უმრავლესობა (გარდა სულ პაწაწკინტელა პასიონარული უმცირესობისა) ისევე გულგრილი იქნება, როგორც ე.წ. `დეკემბერ-იანვარში`, როცა რუსთაველზე ბათქა-ბუთქი იყო, დამპალი და რეგვენი `ელიტარული ინტელიგენციის` გაპრავებულ მსტოვარ კრიმინალთა ბანდა `საკუთარ დროშას ესროდა ტყვიას` და მთელი ქვეყანა, თბილისით დაწყებული, გულგრილად აგრძელებდა ცხოვრებას.

დათო

ფოტოზე: ქართველების დაჩოქება ცხინვალში.