აფხაზური სეპარატიზმი და საქართველოს „შვედური მაგიდა“

აფხაზური სეპარატიზმი და საქართველოს „შვედური მაგიდა“

ისედაც ბოღმაა პუტინი და ახლა საშინლად გაბრაზებულია აფხაზებზე.

არ აძლევენ ახალი ათონის მონასტერს და ენგურჰესს, არ აძევებენ აფხაზეთიდან დასავლურ ორგანიზაციებს, არ იღებენ კანონს აპარტამენტებზე, არ ატარებენ დიდ პრივატიზებას პუტინის ძმაკაცი რუსი ოლიგარქების მონაწილეობით და ა.შ.

აი მორიგი შედეგიც: 1 მარტიდან აფხაზები რუსეთის საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ მხოლოდ რუსული და არა აფხაზური პასპორტებით!

აქამდე აფხაზური პასპორტებითაც შეეძლოთ.

შესაბამისი სამთავრობო განკარგულება გუშინ გამოქვეყნდა და მასში გათვალისწინებულია, რომ თუ აფხაზეთის მაცხოვრებელი შეეცდება აფხაზური პასპორტით გადაკვეთოს საზღვარი, დააპატიმრებენ და დააჯარიმებენ.

ეს პირველი ნაბიჯია საზღვრის ჩაკეტვისკენ.

ჯერ ჩამოართმევენ საზღვარზე რუსულ პასპორტებს იმ აფხაზებს, ვინც "არალოიალურობაშია" შემჩნეული და მერე.... პანღური უკანა მიმართულებით "ექსტრემიზმში შემოწმების" საბაბით.

ასეთი კანონი პუტინმა დიდი ხნის წინ მიიღო.

სისხლის სამართლის კატეგორიაა რუსეთში ე.წ "ექსტრემიზმი".

ანუ მოსკოვის ჩამოთვლილ მოთხოვნებს თუ არ ასრულებ

"ექსტრემისტი" ხარ, გინდაც აფხაზეთის პრეზიდენტი გერქვას ან პრემიერი.

. . . . . . . . . .

ჰოდა ვიმეორებ კითხვას: ჩვენ რა ვქნათ?

უახლოეს მომავალში აფხაზები აუცილებლად გამოაგზავნიან თბილისში ვინმე знаковый ფიგურას, მაგალითად ანქვაბს, რომლის მიმართ ქართველ "სასარგებლო იდიოტებს" დიდი ხანია სულელური რეფლექსიები აქვთ.

კრისტინა ოზგანოვნა ხომ ჩამოვიდა ზუგდიდში ასეთივე "დემონსტრაციული ვიზიტით", როცა რუსებმა ელექტროენერგია არ მიაწოდეს უფასოდ?

ჰოდა ახლა თბილისშიც ჩამოვლენ.

ჩამოვლენ რაკი იციან: იდიოტ ქართველებს ოღონდ დაენახე, ოღონდ რამე....ოღონდ თუნდაც....ოღონდ გაუღიმე....ოღონდ რუსეთის ჯინაზე....ოღონდ გული მოფხანე და.....სანაცვლოდ არაფერს მოგთხოვენ.

მე რომ ვიყო აუცილებლად ვკითხავდი: "ლამაზები ხართ გიყუროთ? აგეწვათ რუსეთთან? კეთილი, მაგრამ აქ რა კონკრეტული წინადადებით ჩამოხვედით?

გალის განქართველებაზე (дегрузинизация) უარს ამბობთ? ფაშისტურ კანონს ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე გალის რაიონში აუქმებთ?

ენგურზე ვიზებს აუქმებთ?

ქართველ ბავშვებს ქართულად სწავლის ( და არა ქართული ენის სწავლების) უფლებას უბრუნებთ? ქრისტინე ტალაკნაძეს და ერეკლე ბებიას თქვენი დილეგიდან ათავისუფლებთ?

არა? ჰოდა მაშინ пошли вы на.....აქედან!

ქართველი უბადრუკი "სასარგებლო იდიოტები" დღეს აფხაზ სეპარატისტთა მთავარი რესურსია იმ რთულ საჭადრაკო პარტიაში, რასაც მოსკოვთან აწარმოებენ.

და ეს ...."ოღონდ მოსკოვის ჯინაზე" გულის მოფხანა ხომ საერთოდ პიტალო სისულელეა: პოლიტიკაში "გულის ფხანა" პრიმიტივიზმის უპირველესი ნიშანია. პოლიტიკის "გულანი კანონია": "ჩვენ რა, აქედან? საქართველოს რა კონკრეტულად?"

" გულის ფხანა" არ ითვლება.

დათო