გაიძვერა ქიშმარია გალში ტატუს-კვოს აღდგენას ცდილობს

გაიძვერა ქიშმარია გალში ტატუს-კვოს აღდგენას ცდილობს

   

    არძინბას გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად «გამოცდილი ხელმძღვანელი მუშაკი» ქიშმარია დაინიშნა. ეს ის ქიშმარიაა, რომელიც ომის დროს ტყვარჩელის ფრონტს ხელმძღვანელობდა და თასით სვამდა ქართველების სისხლს. მან უდიდესი როლი ითამაშა აფხაზეთის ეთნოწმენდაში. ახლა მოულოდნელად დაუტკბა «სამურზაყანოელებს», ვის გამოძევებაშიც (მაისის მოვლენათა დროს), აგრეთვე დიდი წვლილი შეიტანა. ქიშმარია აფხაზეთიდან ლტოლვილებს სახლებში დაბრუნებისაკენ მოუწოდებს, სამაგიეროდ ჰპირდება ყოველგვარ დახმარებას და უსაფრთხოებას.
    ბუნებრივია, ქართველების დაბრუნება ქიშმარიას გულწრფელი სურვილი არ არის. მისი ნება რომ იყოს, აფხაზეთიდან ყოველივე ქართულს ამოძირკვავდა, მაგრამ ამჟამად ვითარება აიძულებს «ლოიალური» იყოს.
    ჯერ ერთი, სამურზაყანო აფხაზეთის ბეღელი იყო ყოველთვის, მეორეც რაიონის მოსახლეობის მუდმივი მოძრაობა ენგურის მარჯვენა სანაპიროდან - მარცხენაზე და პირიქით, ანუ ზუგდიდიდან გალში, სეპარატისტთათვის უაღრესად სასარგებლოა, ვინაიდან ამ გზით აფხაზეთი სურსათ-სანოვაგით მარაგდება.
    პარადოქსია, მაგრამ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფსოუს მონაკვეთიდან ნამდვილად არ შედის აფხაზეთში იმდენი პროდუქტი, რამდენიც დასავლეთ საქართველოდან.
    მოსახლეობის გამოძევებით ეს წყაროც მოისპო, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი, თუ რატომ ცდილობს ქიშმარია ქართველების სამურზაყანოში (ოღონდ მხოლოდ ქვედა ზონის სოფლებში) შეტყუებას, ის გახლავთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამურზაყანო ბუფერის როლს კარგავს, ანუ ქართული მოსახლეობის სამურზაყანოში ყოფნა იძლევა საშუალებას, ქართველები ცხვრებივით გამორეკონ საჭიროების შემთხვევაში და ეს ფაქტორი სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენონ.
    ამიტომ «დაუტკბა» ასე ძალიან ძაღლთაპირი ქიშმარია (იგი უეჭველად არძინბას ინსტრუქციებს ასრულებს) ქართველ ლტოლვილებს. ამიტომ სთავაზობს სოფლების «ერთობლივ დაცვას». ეს პირველ ეტაპზე, შემდეგ კი, არძინბას ჩანაფიქრით, სამურზაყანოელი ქართველები ისეთივე ცოფიან აფსუებად (ანუ «აფხაზეთის მოქალაქეებად») იქცევიან, როგორებიც ამჟამად გუდაუთელები არიან.
    არძინბას იმედი აქვს (არც თუ უსაფუძვლოდ) რომ სამურზაყანოელები, დაბრუნების შემდეგ, მასავით შეიძულებენ ქართველ პარტიზანებს, რაკი გაუჩნდებათ პირუტყვული შიში, - კიდევ ერთხელ არ იქცნენ ლტოლვილებად.
    ამაში მდგომარეობს სწორედ არძინბას ჩანაფიქრი - თანდათან ჩამოუყალიბოს გალელ ქართველებს საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულება.
    გარკვეულ წარმატებასაც აღწევს, რადგან სამურზაყანოელები არც მალავენ სიძულვილს ხელისუფლებისადმი. ხელისფლებისადმი მტრული განწყობა კი, შინაარსობრივად, თანდათნაობით, საქართველოსადმი მტრულ განწყობაში ტრანსფორმირდება.

მერიდიანი, 19 აგვისტო, 1998 წელი