დეპუტატი ზარქუა და მისი ჩ-word

დეპუტატი ზარქუა და მისი ჩ-word

პარლამენტის წევრმა `ქართული ოცნებიდან`, ზარქუამ, ამერი8კელ სენატორ ქალს, ჯინ შაჰიონს ჩათ.....ი უწოდა

კიდევ კარგი ზარქუამ `ჩ-Word` თვით ელჩის წინააღმდეგ არ გამოიყენა, თორემ ამას უკეთეს შემთხვევაში მოჰყვებოდა ელჩის გამოწვევა ამერიკაში `კონსულტაციებისთვის`, ხოლო უარეს შემთხვევაში, მისი გაწვევაც და ამერიკაში საქართველოს ელჩის გამოძევებაც.

სენატორზე `ჩ-Word` თქმა ამერიკის სახელმწიფოს ამ დონის შეურაცხყოფად არ ითვლება.

იმიტომ, რომ სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში ამერიკის სახელმწიფოს) ოთხი პერსონიფიკაცია აქვს: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და ელჩი.

თანაც ეს პირამიდა ამ თვალსაზრისით `ამოტრიალებულიც კია`: ელჩით იწყება. იმიტომ, რომ ელჩი შენს იურისდიქციაში იმყოფება და მასზე შენი სუვერენიტეტი ანუ ძალაუფლება ვრცელდება ფიზიკურად;

ანუ მასზე თავდასხმა პირდაპირ სახელმწიფოზე თავდასხმაა.