ევროპაში - ანკარაზე დაყრდნობით!

ევროპაში - ანკარაზე დაყრდნობით!

მე მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ `რუსული ორიენტაცია` ამ ქვეყანაში არის გახრწნილი გვამი და ევროპულ ორიენტაციას არანაირი ალტერნატივა არა აქვს!

ოღონდ იმაში ვერ ვთანხმდებით მეგობრებთან, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული: ეს გზა საქართველოსთვის დღეს, 21ე საუკუნეში და III ათასწლეულში ანკარაზე გადის - საქართველოს ამ გზაზე საყრდენი წერტილი აუცილებლად სჭირდება.

იმიტომ, რომ `სხვა ყველა შორსაა`, როგორც მიშამ თქვა და თქვა სწორად! ოღონდ უკრაინა ამ გზაზე საყრდენად ვერ გამოდგება გამარჯვების შემდეგაც, რაკი ისიც შორსაა.

და კიდევ იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მეზობელი, უდიდესი კულტურის... არათუ სუფთად ევროპული კულტურის არამედ მთელი ევროპული ცივილიზაციის საყრდენთა ერთ-ერთი(!) შემოქმედი ერი, სომხები, შეიძლება და უნდა იყონ ჩვენი მოკავშირეები ამ საქმეში და ჩვენ უნდა დავეხმარით მათ განთავისუფლებაში, რათა მერე მათ შეეძლოთ ამ გზაზე საკუთარი თავის და ჩვენი დახმარება.

მათ სინამდვილეში ჩვენზე ბევრად მეტი შეუძლიათ იქ, სადაც...`შორსაა`...თუ მოინდომეს და ამის შესაძლებლობა ექნებათ.

ნებისმიერი პრორუსული ორიენტაცია ამ ქვეყანაში არის პირდაპირი გზა სისხლიანი სამოქალაქო ომისკენ იმის მიუხედავადაც კი, რომ `ისტორიით დაღლილი` ქართველობის (ლოვარდ ტუხაშვილი გახსოვთ? საწყალი, კეთილშობილი, უნიჭიერესი ადამიანი) ძალიან დიდ ნაწილს.....მოსასვენებლად და განსასვენებლად რუსეთი ურჩევნია.

ამიტომ ნებისმიერი `პრორუსულობა` სრულ მიუღებლობას უნდა წააწყდეს. ვიმეორებ: ეს არის გზა II სამოქალაქო ომისკენ ამ ქვეყანაში!

1453 წლის შემდეგ საქართველოს ასეთი შანსი არ ჰქონია.

ის, ვინც და რამაც მაშინ ეს გზა გადაკეტა, სრულებით შესაძლებელია პირიქით, ამ გზაზე ხიდად იქცეს ოდესღაც `გაღმა ნაპირზე` დარჩენილი ორი ქრისტიანი ერისთვის.

2022 წლის 22 ივნისი