ერეკლე მეფე: გიგა ბოკერია VS ლევან ბერძენიშვილი

ერეკლე მეფე: გიგა ბოკერია VS ლევან ბერძენიშვილი

რა საინტერესო რამ თქვა გიგა ბოკერიამ არ მიაქციეთ ყურადღება?

ისევ ერეკლე მეფის `მოღალატეობის` შესახებ დისკურსში.

ბოკერაის თქმით, ერეკლე მეფემ 1783 წელს რუსეთთან ტრაქტატი გააფორმა იმის მიუხედავად, რომ ირანის შაჰი აღა მაჰმად ხანი ემუქრებოდა: `გააფორმებ და სისხლში ჩაგახრჩობო`

`ამის მიუხედავადო` - განაგრძო ბოკერიამ - `ერეკლემ პრინციპულობა გამოიჩინა და მაინც გააფორმა ტრაქტატიო`. დღეს იგივე სიტუაცია გვაქვს(ო) - რუსეთი გვემუქრება `ევროკავშირს შეეშვითო` და `ოცნების ხელისუფლება` ისე იქცევა, აი მაშინ რომ ერეკლე მეფეს შეშინებოდა და ტრაქტატი არ გაეფორმებინა(ო)

გესმით?

ანუ...ანუ... ის რაც მაშინ ირანი იყო, ახლა რუსეთია და ის რაც ახლა ევროკავშირია, მაშინ რუსეთი იყო(ო).

მაშასადამე, ბოკერიას აზრით, ერეკლე მეორე მოღალატე კი არა (როგორც ლევან ბერძენიშვილმა უწოდა) არამედ...გმირი ყოფილა!

ასე არ გამოდის? კი, ზუსტად ასე გამოდის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: უპასუხებს თუ არა გიგა ბოკერიას ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ერეკლე მეორეს `მოღალატე` და `ბრიყვი` უწოდა ზუსტად იმ ქმედებისთვის, რაც გიგა ბოკერიას ღალატად კი არა, თურმე გმირობად მიაჩნია?

მაღალი ალბათობით.... არა, არ უპასუხებს!

იმიტომ არ უპასუხებს, რომ ბევრად იოლია დასცინო (სოციო-ინტელექტუალური აღმატებულობის პოზიციებიდან) იმ საბრალო კახელ გლეხს, თელავის მიტინგზე რომ `მეფის` ნახატი სურათით მოვიდა, ვიდრე გიგა ბოკერიას, რომელიც მისივე სოციალური თუ პოლიტიკური `კლასტერის` წევრია და მისივე სტრატეგიული ნარატივის მატარებელიც ზოგადად.

და ვერბალური დისკუსიაც ეხერხება სხვათა შორის.

ჩემი მხრივ დავასკვნი, რომ გიგა ბოკერიამ ამ შემთხვევაში ნამდვილად გამოავლინა `რთულად აზროვნების` უნარი და ისტორიზმიც კი!

რაც არათუ არ გამოუვლენია, არამედ საერთოდ არ ახასიათებს ღირსპატივცემულ ლევან ბერძენიშვილს, როდესაც კოტრავერსიულ თემებზე იწყებს (ხოლმე) მსჯელობას.

არადა ამ ავადმყოფ ქვეყანაში და ავადმყოფ მედიაში თემების 90% კონტრავერსიულია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დასკვნა: მოსწონს ვინმეს თუ არა, გიგა ბოკერია (მიუხედავად იმისა, სოფოკლე ან ესქილე არ უთარგმნია) ლევან ბერძენიშვილზე უფრო საინტერესო ტიპია!

ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, უკვე ასეა და სხვისი არ ვიცი.

 

დათო