ისტორიზმი და ქართველი ინტელექტუალები

ისტორიზმი და ქართველი ინტელექტუალები

ისტორიზმი აკლიათ ქართველ ინტელექტუალებს.

ი ს ტ ო რ ი ზ მ ი!

თუ შეამჩნიეთ, უკვე იწყება რეფლექსია: „რატომ“?

„რატომ არ არის ისეთი (!) ანუ იმ ძალის (!) მუხტი, რაც რეჟიმს წალეკავდა......“და ა.შ.

ამ მხრივ საინტერესოა თვალი მივადევნოთ ინტელექტუალთა ღნავილს რუსეთში:

„25 წელია უკვე რაც პუტინია და.....რატომ ვერ ვერევით? რატომ....რატომ.....რატომ ჩაფლავდა ყველა საპროტესტო მოძრაობა „ბალოტნაიას“ ჩათვლით?“

და.... ამ ყაიდის „ინტელექტუალთათთვის“ (ქართველი იქნება თუ რუსი) დამახასიათებელი ჩლუნგი „საზრისული სიბრმავით“ ვერ ამჩნევენ, რომ აპათიას, „სოციალურ მოქანცულობას“, შიშნეულობას, რომელსაც დიდწილად ეყრდნობა ასეთი რეჟიმები, აქვთ ისტორიული, სოციო-ფსიქოლოგიური, „განცდილი“ წინაპირობა":

რუსეთის შემთხვევაში, ესაა საზარელი, ისტორიული, სოციალური სტრესი, რაც განიცადა რუსულმა საზოგადოებამ 1988-2000 წლებში: „დერჟავას“ დანგრევა, მოსკოვში ლამის სამოქალაქო ომი, „ბერეზოვსკების“ მარაზმატული ოლიგოპოლიებით ხალხის ძარცვა, ფინანსური პირამიდები, ცხოვრებისეული დანაზოგის დაკარგვა, კრიმინალი, მარცხი ჩეჩნეთში და ა.შ.......

შევადაროთ ამას ტოტალურად გამანადგურებელი სტრესი, რაც განიცადა ქართულმა სოციუმმა ოცი წლის (!) მანძილზე, 1988 - 2008 წლებში: 9 აპრილიდან დაწყებული....„ლამის“ კი არა სრულმასშტაბური სამოქალაქო ომი..... ეკონომიკის ტოტალური კრახი......აფხაზეთის ომი...... სრული კატასტროფა.....უსინათლობა, ყინვა, მუდმივი დაძაბულობა....... შემდეგ, თუნდაც მცირე მოსვენების ნაცვლად, 2008 წლის ხანმოკლე თუმცა საზარელი, მარცხიანი ომი, ოკუპაცია, კიდევ ლტოლვილობა....რუსული აგრესიის განმეორების მუდმივი შიში..... და ა.შ.

სოციუმი არ არის ჰომოგენური არსება, მაგრამ მაინც გააჩნია „სოციალური მეხსიერება“!

სტრესი ადამიანში არ იკარგება, მასში რჩება

ასევე სოციალურ ქსოვილშიც რჩება თუ სამარდჟამოდ არა, ერთი-ორი თაობის განმავლობაში მაინც.

ნამდვილად ასეა.

სხვა ახსნა ამ ფენომენს არ აქვს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ვისთვის ვწერ ამ ორჯერ-ორს?

ყოველ შემთხვევაში იმ „თვალებალაპლაპებული პასიონარებისთვის“ არა, ვინც საერთოდ ვერ გაიგებს რაზე ვლაპარაკობ.

მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ბიძინას მთავარი რესურსი მისი მილიარდები კი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია.

მისი უმთავრესი რესურსია, რომ სწორედ ამ ისტორიულ (!) მოთხოვნას უპასუხა 2012 წელს: „გვახსოვს ყველაფერი..... ახლაც გვზარავს...... აღარ გვინდა ის მსუსხავი სტრესი...... მო გვა სვე ნეთ, მშვიდობა გვინდაააააააა!!......“

ერთი სრული თაობა მაინც......

მადლია.

დათო