რუსული ემიგრაციის ტალღა საქართველოში: ისტორიული ბედისწერის მსახვრალი სამართლიანობა

რუსული ემიგრაციის ტალღა საქართველოში: ისტორიული ბედისწერის მსახვრალი სამართლიანობა

Лениво прогуливающиеся по огрооооомным торговым центрам.......по огрооооомным торговым центрам.......лениво прогуливающиеся..........

ამას მწერდა 2008 წლის შემოდგომაზე ერთი ``პრადვინუტი რუსი`` FB გვერდზე დისკუსიისას, როცა აღწერდა, რომ დასავლეთმა Грузия მიატოვა, საქართველოს ტერიტორიების მოგლეჯისთვის ვერც ვერაფერი უყო....ამაყად ცხოვრობენ, მთელი მსოფლიო, მათ შორის დასავლეთი ცდილობს რაიმე საქონელი შეასაღოს ამ ამაყ ხალხს, რუსებს კი სუულ კიდიათ ყველაფერი და ......Лениво прогуливаются по огрооооомным торговым центрам.......თან გრუზინების დამცირებით გამაძღარნი.....

ხშირად რა სასტიკად სამართლიანია ისტორია. ოჰ როგორ იცის ხოლმე ამპარტავანთა და მედიდურთა დასჯა......

ახლა ეს `პრადვინუტი რუსები` საქართველოში მორბიან და გვეხვეწებიან, შეგვიფარეთ, ბინა გვაშოვნინეთო.

სასტიკად დარდობენ, რა უბედურ დღეში ჩავარდა მათი ქვეყანა და ისინიც მასთან ერთად

``......Лениво прогуливаются по огрооооомным торговым центрам.......``

მე პირადად ვიცი რამდენიმე შემთხვევა< ოჯახთან ერთად ლამის ქუჩაში გაათენეს ჩემოდნებით, რომ ვერ იშოვეს ვერაფერი.

დამიჯერეთ, მე თუ ისტორიის სულისკვეთებისა რამ მესმის, აუცილებლად ( ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ) ოდესმე დადგება დრო, აფხაზები ასევე გამოიქცევიან და შეგვეხვეწებიან გვიშველეთო.

სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს.

ეს ფოტო კი.....გულიდან არასდროს ამოიგლიჯება: 2008 წლის 12 აგვისტო. ცხინვალი-გორის გზა.

დათო

2022 წლის მარტი