საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ივლისი 2022 წელი
აფხაზეთში რუსებისთვის მიწების გადაცემის მცდელობის გამო მორიგი დიდი სკანდალია.
ამ საკითხებზე ადრეც ვწერდით;
გამორიცხულია აფხაზებმა დაუშვან `აფხაზური მიწის` თუნდაც ერთი კვადრატული მეტრის გასხვისება. ეს მათთვის საკრალური ღირებულებაა:
რუსმა ინვესტორებმა მოინდომეს აგუძერაში სასტუმროს აშენება. მხოლოდ იმ მიწას ითხოვდნენ, რაც შენობის ჩადგმისთვის იყო აუცილებელი და.....ისევ ატყდა ამბავი: წმინდა აფხაზურ მიწას გვართმევენ რუსებიო....გამოაცხადეს, ვითომ დენდროლოგიური პარკია იქ და რაღაც უნიკალური ჯიშის ხეები იზრდებაო.
სინამდვილეში არაფერი უნიკალური იქ არ არის.
ერთხელაც, რუსებს ეს ყოველივე მობეზრდებათ და აფხაზებს შეუწყვეტენ ფინანსურ დახმარებას, რითაც არსებობენ და სულდგმულობენ მთელი ეს 25 წელი.
საქართველო როგორ და რანაირად უნდა დახვდეს ამ გარდაუვალ პროცესს მომზადებული - აი ესაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი.
. . . . . . . . . .
პუტინი აგრძელებს უკრაინელთა ხოცვა-ჟლეტას.
შავი ზღვიდან (წყალქვეშა ნავიდან) ნასროლმა რაკეტამ ვინიცაში (უკრაინის გეოგრაფიული ცენტრია, სადაც ახლა არანაირი ბრძოლები არ მიმდინარეობს) მინიმუმ 23 აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი მოკლა.
ასე მდაბლურად იძია შური პუტინმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში უკრაინელების მიერ ამერიკული HIMARS ზალპური ცეცხლის დანადგარებით რუსული იარაღის საწყობთა განადგურების გამო.
ამის გამო ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, გამოაცხადონ რუსეთი` ტერორისტულ სახელმწიფოდ`.
რუსული ოფიციოზი (ანუ კრემლის მედია) ავრცელებს ინფორმაციას, რომ HIMARS ზალპური ცეცხლის დანადგარები უკრაინელებმა ვერ მოიხმარეს და სინამდვილეში ამ დანადგარებს ემსახურებიან (ანუ ისვრიან) ამერიკელი და ინგლისელი სპეციალისტები.
სწორედ მათი ზუსტი გასროლებით განადგურდაო რუსული სახმედრო ობიექტები გასულ კვირას.
სულაც არ არის გამორიცხული სიმართლე იყოს, რადგან HIMARS რთული სისტემაა - აბსოლუტურად შეუძლებელია ასე სწრაფად ესწავლებინათ უკრაინელებისთვის მისი გამოყენება. თან ესოდენ ეფექტურად და ზუსტად. უბრალოდ დრო არ ჰქონდათ საამისოდ - რამდენიმე კვირაა რაც ეს დანადგარი უკრაინაში ჩავიდა.
. . . . . . . . . .
საინტერესოა, რომ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია მას შემდეგაც კი ვერ ბედავს ოკუპირებული ყირიმის საფეხბურთო გუნდების შემოყვანას რუსეთის საფეხბურთიო ჩემპიონატში, რაც FIFA-მ და UEFA-მ აუკრძალა რუსეთს მონაწილეობა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატში (წლევანდელი ნოემბერი) და წლევანდელ საკლუბო ტურნირებში ანუ ჩემპიონთა ლიგაში და ასე შემდეგ.
რატომ? იმიტომ, რომ არ გაურიცხავს ყირიმის ანექსიის გამო. მხოლოდ მონაწილეობა შეუჩერა!
მოსკოვში იმედი აქვთ, უკრაინის გამო სანქციები `გადაივლის` და მერე ყველგან მიიღებს მონაწილეობას. აი თუ ყირიმის გუნდები ჩართო რუსეთის ჩემპოიონატში, მაშინ გარიცხავენ და დაბრუნება ბევრად პრობლემატური იქნება.
. . . . . . . . . .
გუშინ ვწერდი, რომ რუსეთმა გააუქმა თავისი გადაწყვეტილება ყაზახეთისთვის მილსადენით ნოვოროსიისკის გავლით ნავთობის ტრანზიტის შეჩერების შესახებ და ყაზახური ნავთობი კვლავ დაიძრა ნოვოროსიისკისკენ. იქედან კი - ევროპისკენ.
როგორც მოგახსენეთ, ამის ერთ-ერთი მიზეზი გახდა `აზერბაიჯან-საქართველოს `ალტერნატიული მარშრუტი.
მაგრამ დღეს ირკვევა კიდევ ერთი მიზეზი: რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს არაფერი აქვს საწინააღდმეგო, თუკი რუსეთიდან პროტესტის ნიშნად წასული დასავლური სამრეწველო გიგანტები და დასავლური კომპანიები, ყაზახეთში დაიდებენ ბინას. ისინი იქ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ ტოკაევმა მიიწვია.
როგორც ჩანს, მოკოვში იმედი აქვთ, რომ თუ ყაზახეთის პრეზიდენტთან შერიგდებიან, ნავთობს გაუტარებენ, მაშინ ყაზახეთიდან ჩუმად მიიღებენ ამ კომპანიათა სანქცირებულ პროდუქციას, რაც ახლა რუსეთს ძალიან სჭირდება
და ეს იმედი მთლად უსაფუძვლო არ არის.
. . . . . . . . . .
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები იტალიაში.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ აპირებს გადადგომას. მიზეზი გახდა ე.წ. `ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასთან` თანამშრომლობის შეუძლებლობა.
ეს მოძრაობა და მისი ლიდერები (მათ შორიოს მატეო სალვინი) აშკარა პრორუსული და ანტიევროპული დღის წესრიგის მატარებელნი არიან. ჩრდილო იტალიის იტალიის რესპუბლიკიდან გამოყოფის პროპაგანდირებასაც კი ბედავდნენ. თან პუტინი ფულით.ეს დამტკიცებულია
პრემიერი მარიო დრაგი პუტინის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდა უკრაინაში აგრესიის დაწყების დღიდან და ყველა სანქცაის მხარი დაუჭირა
პრეზიდენტ მატარრელას ჯერ არ მიუღია მარიო დრაგის გადადგომა. თუმცა ითქვა, რომ იტალიის კონსტიტუციით, თუკი კოალიცია დაიშალა და საპარლამენტო უმრავლესობა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს, პრეზიდენტს აქვს უფლება 6 თვის ვადით დანიშნოს `ტექნიკური` (!!!) მთავრობა - სპეციალისტებისგან და პროფესიონალებისგან შემდგარი.
. . . . . . . . . .
ერთი შეხედვით ძალიან კარგად დახვდნენ ამერიკის პრეზიდენტს ისრაელში, მაგრამ იმ გენიალური ქვეყნის პოლიტიკური კულტურა ყველგან და ყოველთვის გულისხმობს ეროვნულ ინტერესთა დაცვას.
ამიტომ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენეტმა დიპლომატიურად, თუმცა ძალიან მწვავედ შეუტია ბაიდენს: `ბატონო პრეზიდენტო, თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ დიდი ქვეყნები არასდროს ბლეფობენ. ამერიკა დიდი ქვეყანაა. ჰოდა გეუბნებით, რომ ცარიელი სიტყვები ვერასდროს შეაჩერებენ ირანს, რომელიც ცდილობს შექმნას ატომური ბომბი. ირანის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ და მხოლოდ ძალის გამოუენების მუქარა თუ შეაჩერებს`.
ეს მკაცრი დიპლომატიური განცხადება პრემიერმა ლაპიდმა იმიტომ გააკეთა, რომ ისრაელს აქვს უტყუარი ინფორმაცია: ბაიდენი გეგმავს `ირანის ბირთვული გარიგების` განახლებას, რომელიც დონალდ ტრამპმა შეწყვიტა ებრაული ლობის ზეწოლით.
ის გარიგება (15 წლის წინანდელი) გულისხმობდა, რომ ირანს მოეხსნება საერთაშორისიო (დასავლური) სანქციები, თუ მსოფლიო ატომური სააგენტო გააკონტროლებს ირანის ბირთვულ პროგრამას. ისრაელის ხელისუფლება კი (უპირველესად იმდროინდელი პრემიერი ნეთენიაჰუ) დასავლეთს აფრთხილებდა: ამ გზით ირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებთო. მართალიც აღმოჩნდა; დღეს ირანი ისე ახლოსაა ატომური ბომბის შექმნასთან, როგორც არასდროს!
ირანელმა აიათოლებმა `იყნოსეს`: ამერიკას, უკრაინის და ჩინეთის გამო ახლა მათთვის არ სცალია და ახალი დიდი ომი (უკვე ახლო აღმოსაველთში) არ სურს! ამით სარგებლობენ და წინ მიიწევენ ატომური იარაღის შექმნის საქმეში
ბოლოს და ბოლოს ისრაელი იძულებული გახდება მარტომ იმოქმედოს: განახორციელოს უძლიერესი დარტყმა ირანის ატომურ ობიექტებზე, მაგრამ.....
ა) საამისოდ ისრაელს აუცილებალდ სჭირდება არაბული ქვეყნების მხარდაჭერა რაც პრობლემატურია პალესტინის პრობლემის გამო;
ბ) ისრაელს არ გააჩნია ისეთი თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ დაბომბონ ირანი და უკან დაბრუნდნენ. მაშინ ათასობით კამიკაძე უნდა გააგზავნონ ან ისინი ბომბარდირების შემდეგ აზერბაიჯანში, სომხეთში ან საქართველოში უნდა დაჯდენ. ეს რეალურია? ანუ განა დათანხმდებიან თბილისი, ერევანი და ბაქო თეირანის ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ, ისტორიულად გადაკიდებას?
გ) დაბომბვის შემდეგ ირანი უპასუხებს ისრაელს და უპასუხებს უსასტიკესად; საამისო შეასძლებლობები მას უკვე აქვს: რუსეთს ამას წინათ დემონსტრაციულად გადასცა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებსაც ათასობით შეუძლიათ იერიში მიიტანონ თელ ავივსა და იერუსალიმზე
დ) ისრაელის დარტყმა, ყველა ამ რისკის მიუხედავადაც კი, შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, რადგან ატომური ობიექტების ზუსტი ლოკაცია არავინ არ იცის. მათი უმრავლესობა მიწის ქვეშაა. სარაკეტო დარტყმებით მათი განადგურება ძნელია. მხოლოდ ბირთვული დარტყმით თუა შესაძლებელი.
შეუძლია ახლა ამერიკას ბირთვული დარტყმა ირანზე? არა რასაკვირველია.
ისრაელი სტრატეგიულად მართალია იმაში, რომ სანქციებით მხოლოდ `შეკავება` (დროებით) თუა შესაძლებელი ირანის ბირთვული პროგრამისა, მაგრამ მისი შეჩერება არა. იმიტომ, რომ ირანის ხელისუფლებ(ებს) ბევრჯერ უთქვამს: ირანის სახელმწიფოს სტრატეგიული, ისტორიული მიზანია....ისრაელის სახელმწიფოს სრული განადგურება!
ანუ, ის კი არა, რომ ისრაელმა დაუბრუნოს პალესტინელებს მათი მიწები, რაც ისრაელის კუთვნილება გახდა 1967-1973 წლებში, და ის კი არა, რომ ისრაელმა მუსლიმებს დაუბრუნოს ალ აქსას ტაძარი აღმოსავლეთ იერუსალიმში, ანუ ყოველივე ის, რასაც ისრაელისგან მისი არაბი მეზობლები მოითხოვენ (ეგვიპტე...სირია...და ა.შ) არამედ ირანის მიზანია ისრაელის პირწმინდად, ტოტალურად, სრულად განადგურება, აღგვა მიწისაგან პირისა და ებრაელთა ისევე გაყრა იმ მიწიდან, როგორც ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს გაყარა ისინი აღთქმული მიწიდან რომმა. იმპერატორმა ტიტუსმა.
მერე კი იმ მიწას `პალესტინა `(ფილისტინა) დაარქვა, - ებრაელი ერის ბიბლიური მტრის, ფილისტიმიელთა სახელით.