ლევან ბერძენიშვილის ისტორიული უცნაურობა

ლევან ბერძენიშვილის ისტორიული უცნაურობა

ვუსმინე ლევან ბერძენიშვილის აბსოლუტურად გენიალურ ლექციას საბჭოთა პერიოდზე, ბრეჟნევზე, შევარდნაძეზე, დისიდენტებზე, ჰელსინკის აქტზე და ა.შ.

ჰოდა... ნუთუ არ შეიძლება ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მხოლოდ ასეთ, ანუ სრულიად არაკონტრავერსულ თემებზე ლაპარაკობდეს? ისევე როგორც ლიტერატურაზე? პოეზიაზე? ხელოვნებაზე, ესქილეზე, სოფოკლეზე, დოსტოევსკიზე, სოლჟენიცინზე, გურამ დოჩანაშვილზე?.....

არ შეიძლება?

და რატომ არ შეიძლება?

უბედურება ისაა, რომ როგორც კი კონტრავერსიულ თემებზე (არა მხოლოდ პოლიტიკაზე!) იწყებს ლაპარაკს, სადღაც ქრება მისი სიღრმე, მისი მახვილგონიერება, მისი მაღალი ინტელექტი, კარგი გაგებით ქედმაღლობა (ანუ `აღმატებულობა`, შესაბამისად tolerance, ასევე благожелательность და კეთილი არააგრესიულობა)...... უმალვე ხდება უცნაურად სწორხაზოვანი, ერთი მახინჯი ქართული სიტყვა-ცნებით `ცალსახა-ცალსახოვანი`, ზედაპირული, უინტელექტოდ რადიკალური, აბსოლუტურად `ბრტყელი`, ბანალური, ნებისმიერ თემაზე შუქ-ჩრდილთა არდამნახველი (თუ ვერდამნახველი), მრავალფეროვნების არმცნობი, მხოლოდ ორი ფერის აღმქმელი და ა.შ და ა.შ.

მართლა არ მესმის ეს რა ფენომენია რა......