სვანეთისაკენ – უიმედოდ         მაგრამ მიზანდასახულად

სვანეთისაკენ – უიმედოდ         მაგრამ მიზანდასახულად

სვანეთში მასშტაბური ანტიკრიმნალური ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია.

        განსხვავებით პანკისის ხეობისგან, სადაც სწორედ ხმაური და დემონსტრაცია იყო საიჭრო (რათა საქართველოს ანტიტერორისტული ვალდებულებებისადმი თავისი ერთგულება დაედასტურებინა), სვანეთის სიტუაცია ბევრად უფრო ფაქიზია და «ძალოვნები», უპირველესად, სწორედ ხმაურსა და გნიასს ერიდებიან. ეს ხომ სვანეთია, სადაც მრავალი პრობლემა ინასკვება და იმ რეგიონში «ხმლის ქნევით» შევარდნა არავის მოუტანდა სასიკეთო შედეგს.
        ბუნებრივია, სვანეთში შესაბამისი ქვედანაყოფები უკვე რამდენიმე დღის წინათ გაიგზავნა და ისინი ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა მარშრუტებით ავიდნენ რეგიონში. საბედნიეროდ, საქმე ჯერ ისე არ გართულებულა, სვანეთში პოლიციელსა და სპეცრაზმელს არ შეესვლებოდეს. ამიტომ ოპერაციის უხმაუროდ და უმტკივნეულოდ დაწყება (ძალთა დისლოცირების სახით) განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც უშიშროების სამინისტროს, ამასთანდაკავშირებით, განსაკუთრებული ყიჟინა არ აუტეხია და ჟურნალისტებსაც გამოაპარეს ქვედანაყოფების დაძვრა დასავლეთისაკენ.
        რეალურად სვანეთი თანდათან ემსგავსება პანკისის ხეობას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეს რეგიონი არ არის აგნაჟირებული რუსეთთან დაპირისპირებით, მაგრამ სვანეთის «პოტენციალი», ამ თვალსაზრისით, ბევრად მეტია და გამანადგურებელია. ეს უზარმაზარი რეგიონი, იქ დამალული იარაღის მთებით, ამ მხრივ (თუ დროულადარ მოევლო) საერთოდ უმართავ პროცესებს წარმოშობდა. ლევან კალაძის რაჭიდან სვანეშთი «გადაყვანა» პირველი სიმპტომი იყო.
        არავის ეგონოს, ადამიანები ფულის გამოძალვის მიზნით, მაინცდამიანც, თბილისიდან უნგდა გაიტაცონ. დასავლეთ საქართვლეოში (ქუთაისში, სამეგრელოში) არანაკლები წარმატებული ბიზნესმენები არიან და იოლ ლუკმასაც წარმოადგენენ კბილებამდე შეიარაღებული ყაჩაღებისათვის, რომლებმაც «გატაცების ბიზნესს» გაუგეს გემო და, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ისევე, რგორც პანკისის ხეობაში, სვანეთში მხოლოდ «სვანურ კრიმინალთან» როდი გვაქვს საქმე – იქ თავს იყრიან მთელი საქართვლეოს კრიმინალური ელემენტები, იმ განსხვავებით, რომ ანგარიშს უწევს ადგილობრივ წესწყობილებას.
        ასევე, არცთუ სამართლიანია მოსაზრება, თითქოს, კრიმინოგენული ვითარება გაამწვავა «სვანური ბატალიონის» შექმნამ. სინამდვილეში, ეს მოსახლეობაში ისედაც არსებული იარაღის დაკანონების და ირიბად გ აკონტროლების მცდელობა იყო. სვანეთში იარაღის ამოღება თვით საბჭოთა დიქტატურის დროსაც ვერ ხერხდებოდა. მაგალითად, ბოლო აბრაგი, რომლეიც სვანეთს აფარებდა თავ,ს საბჭოთა წყობილებამ, მთელი მისი რეპრესიული აპარატით, მხოლოდ 50_იანი წლების ბოლოს გაანადგურა შეიარაღებული შეტაკებისა და ჯარის ნაწილების (რუსეთის ჯარის ნაწილების) შეყვანის შედეგად.
        ამჟამად, ანარქიისა და შეუზღუდავი თავნებობის ტალღამ უბრალოდ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, იმდენად, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სპეცოპერაციის დაწყებას იხვეწება. ამ თვალსაზრისითაც პრეზიდენტმა მისთვის ჩვეული «ამოწურვა-მომწიფების» მეთოდი გამოიყენა და გადაწყვეტილება მანამდე არ მიიღო, ვიდრე თვით მოსახლეობის თავგადაკლული სურვილი არ გახდა ოპერაციის ჩატარება – ხელის შეშლასა და ქართული სპეცრაზმებისათვის გზების გადაკეტვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მიუხედავად ამისა, ძალზე საეჭვოა, პრობლემას, სტრატეგიული თვალსაზრისით, რამე ეშველოს. რასაკვირველია, ჯაფარიძე,გვირლიან-ტვილდიანთა დაპირისპირებას ადვილად მოევლება, თუნდლაც იმით, რომ «დიდ ოჯახთა» ბევრ წევრს მყარი ბიზნესი აქვს თბილისში და შამილ ბასაევებივით ტყეში გაჭრას ნამდივლად არ აპირებენ, ანუ ლეგალიზებული დაპირისპირება და თუნდაც რკიმინალური შინაარსის შემცველი კონფლიქტი აომიწურება. ყოველ შემთხვევაში, მართვადი იქნება ხელისუფლების მხრიდან.
        მაგრამ ანარქიულ კრიმინალს, შარაგზის ყაჩაღობას, მიხდომ-მოხდომას, გზებზე ინკასატორთა ძარცვას არაფერი ეშველება, რადგან სვანეთის კრიმინალურ სამყაროს «ზურგს უმაგრებს» საზარელი ბაკქანალიის პირობებში მყოფი კოდორის ხეობა. იქ კი ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარება დღეს სრულიად შეუძლებელია. ეს აფხაზეთში საომარი კონფლიქტის განახლების ტოლფასი იქნებოდა.
        ზემო სვანეთის კრიმინალები უბრალოდ თავს შეაფარებენ კოდორის ხეობას, ოლო სერიოზული კონტინგენტის დიდხანს სვანეშთი შენახვა შეუძლებელი იქნება. იგივე ძებნილები, ან ლევან კალაძის გამტაცებლები ადვილად გადაბარგდებიან საკენი-ჭუბერის გზით კოდორის მიუვალი ტყეებისკენ, სადაც მოსახლეობა კლასიკური სამხედრო დემოკრატიის პირობებში ცხოვრობს და ერთადერთი კანონი სისხლის აღების, ან ჭრილობისათვის მასში ჩატეული მრაცვლის რაოდენობის რქოსანგი საქონლის გადახდის წესია. ამდენად, ეს ოპერაციაც ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდება, თუ იგულისხმება რკიმინალთა დაკავება, მაგრამ სვანეთის პატიოსანი მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფა (კოდორის ხეობამდე მიან}) ზემო და ქვემო სვანეთში სავსებით შესაძლებელია და არც ეს არის ცოტა.
        მოსახლეობა იმდენად დაიტანჯა ყაჩაღობით, რომ ოპერაცია თავისთავად შეიძენს წინასაარჩენვო «პიარის» მნიშვნელობას და სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვება გარანტირებული ექნება.

დილის გაზეთი, 4 სექტემბერი, 2003 წელი