ლენინის ქუჩაზე სტალინი დადიოდა, ანუ, ოსებო, დაგეწვათ სარაია

ლენინის ქუჩაზე სტალინი დადიოდა, ანუ, ოსებო, დაგეწვათ სარაია


   

    ე.წ. «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში» 10 ნოემბერს ჩატარდა «საპრეზიდენტო არჩევნები», რომელთაც რუსეთისა და საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა თითქმის ისეთივე ყურადღება მიაქციეს, რაც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
    ოსების მიერ გამართული «საპრეზიდენტო ტაკიმასხარაობის» მთავარი მიზანიც ეს იყო, - როგორმე აეტეხათ ხმაური და რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიეპყროთ; მიზანს ნამდვილად მიაღწიეს: კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მათ მიერ რუსულ ხიშტზე დამყნობილი «რესპუბლიკის» არსებობა და კიდევ ერთხელ დასცინეს მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას «მშვიდობიანი მოლაპარაკებების» მეშვეობით.
    არადა, ჯერ კიდევ 1989 წლიდან იყო ნათელი, რომ ოსები საკუთარ თავზე ისევე არ არიან დამოკიდებულნი, როგორც საბრალო ხის მარიონეტი. თუმცა, იდუმალი სურვილი ორი პატარა ოსეთის გაერთიანების შედეგად ერთი «დიდი ოსეთის» შექმნისა ყოველთვის იყო დალექილი ამ ხალხის ქვეცნობიერებაში.
    «პატარა ოსის ფიქრები - მილიციელი ვიქნები» - ოსთა «სახელმწიფოებრივი ტრადიცია» იმდენადვე ემყარება რეალურ საფუძველს, რამდენადაც შეიძლება «პატარა ოსის» ოცნებიდან (მეცნიერული ანალიზის საფუძველზე) გამოვიყვანოთ «დიდი ოსი ხალხის» სიღრმისეული მისწრაფება «დიდ რუს ხალხთან» სახელმწიფოებრივი კავშირისაკენ - რუსეთის ფედერაციაში სამართლებრივი ინტრიგების გზით.
    რამდენიმე წლის წინ ერთი «დიდი ოსი მოღვაწე» ამტკიცებდა, რომ ოსები მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან გენერლების რაოდენობით; როგორც აღმოჩნდა, ოსეთში (რასაკვირველია, ერთიანი ოსეთი აქვთ მხედველობაში), ერთ სულ მოსახლეზე 0,00017 გენერალი მოდის, რაც მსოფლიოსათვის სარეკორდო მაჩვენებელია. ოსები იოსებ სტალინსაც თავის «გენერლად» თვლიან და მოსკოვის მერ ლუჟკოვს წერილიც კი მისწერეს თხოვნით, - სოსო ჯუღაშვილის («ჯუღაევის») წინაპართა მიწაში, ანუ ჩრდილოეთ-ოსეთ ალანიაში დასაფლავების შესახებ.
    ლუჟკოვი ჯერჯერობით დუმს; არა მგონია, საზოგადოება «სტალინის» თავმჯდომარის, გრიშა ონიანის ეშინოდეს. ოსთა გულმხურვალე სურვილი, როგორმე შეძვრნენ რუსეთის ფედერაციაში, რასაკვირველია, ათბობს «რუსი დემოკრატებისა» და რუსი «შოვინისტების» გულებს, მაგრამ ოს «პატრიოტებს» ტყუილად ჰგონიათ, რომ მოსკოვში მათ მიმართ «მამობრივი მზრუნველობის» გრძნობა ამოძრავებთ.
    ოსების დანიშნულება იმპერიის მოდერნიზაციის დიდ გეგმაში არის «მუხრუჭი». ოსებს შეუძლიათ იამაყონ ამ «დიდი მისიით», რომელიც მათ მიენიჭათ მე-20 საუკუნის ბოლოს: როგორმე «დაამუხრუჭონ» ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესი, როგორმე მისცენ საბაბი იმპერიას, - ახალი აგრესია განახორციელოს.
    1989 წლის ზაფხულში, როდესაც ქართველმა ხალხმა ორჯონიკიძის ძეგლი მანქანაზე გამოაბა და ასე ათრია თბილისის ქუჩებში. ოსებმა თავიანთ «დიდ» დედაქალაქს სახელი გამოუცვალეს, - აქაოდა ეს «ნათრევი» ორჯონიკიძე მომავალი «დიდი ოსეთის» ცენტრს როგორ უნდა ერქვასო,; ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ქალაქს «ვლადიკავკაზი» დაარქვეს და კიდევ ერთხელ შეუღიტინეს ამით თავიანთი «ჩრდილოელი ძმების» თავმოყვარეობას. მართლაც, აბა «ძაუჯიკაუს» ხომ არ დაარქმევდნენ და ამით ხომ არ განაცხადებდნენ თავად, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ეს მიწები ინგუშური იყო («ძაუგ» - ინგუშური სახელია)?
    «ერთიან დიად ოსეთს» უდავოდ დიდი კულტურაც ექნება («კოსტა ხეთაგუროვი და სხვანი»); ამ კულტურის განსახიერება გახდება არა მხოლოდ მონუმენტური ოსური სკულპტურა («დიდი ოქტომბრის» სოციალისტურ რევოლუციაში ოსი გმირების ღვაწლის ამსახველი) არამედ «დიდი პრეზიდენტის» - გალაზოვის მიერ ჩამოყალიბებული საფეხბურთო გუნდი «ალანია» რომელშიც ორი ოსი თამაშობს - ერთ-ერთი სათადარიგო შემადგენლობაში.
    სამაგიეროდ «დიდი ოსეთის» იდეა ფეთქავს და სულდგმულობს ოსეთის სტადიონებზე - მერე რა, რომ «გლაზგო რეინჯერსმა» ამ იდეას ცივი წყალი გადაასხა, - მომავალი მაინც ოსურ სპორტს ეკუთვნის.
    ოსთა საპრეზიდენტო კლოუნადას სწორედ ისე უნდა შევხედოთ, როგორც უბადრუკ და უღიმღამო საცირკო სანახაობას. ხისგან გამოჩორკნილი მარიონეტი არ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ და რაღაც «სუბიექტად» ვაღიაროთ.
    იმედი ვიქონიოთ, მოვა დრო, როდესაც ამ ხის მარიონეტს, საქართველოს დღევანდელი უმწეობით რომ უსინდისოდ სარგებლობს, ქართველი ხალხი «ღირსეულ» ადგილს მიუჩენს.

«მერიდიანი», 12 ნოემბერი, 1996 წელი.