მოსკოველი დინოზავრის ერა დამთავრდა

მოსკოველი დინოზავრის ერა დამთავრდა

       

        წინა ორშაბათს მოსკოვის მერი, იური ლუჟკოვი ოფიციალურად დაბრუნდა ერთკვირიანი შვებულებიდან. შვებულება, რა თქმა უნდა `მეფური~ ჰქონდა – ევროპის ულამაზეს ქვეყანაში.
        საერთოდ, ლუჟკოვს ავსტრიის მთიანეთი ძალიან უყვარს, ხოლო მისმა მეუღლემ იქ გვარიანი ლუკმა ჩაიგდო ხელთ უძრავი ქონების სფეროში. აბა ალპური მდელოების ფონზე თუ არ დაისვენებდა ეს `ღვაწლმოსილი და დამსახურებული ოჯახი~ – ისე როგორ შეეძლოთ მოსკოვური დაძაბულობისგან განტვირთვა?
        კრემლში კი დიდი იმედი ჰქონდათ, რომ შვებულებიდან დაბრუნებული ლუჟკოვი თვითონ დაწერდა განცხადებას გადადგომის შეასხებ, ანუ შეასრულებდა პრეზიდენტ მედვედევისა და მისი ადმინისტრაციის სურვილს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იური ლუჟკოვი, ვინც რუსეთის დედაქალაქს 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს, თურმე გადადგომას არც აპირებდა: გამოვიდა სამსახურში ჩვეულებრივად, დილის 8 საათზე და ჩასაფრებულ ჟურნალისტებს უთხრა: `განცხადების დაწერას არ ვაპირებ და თუ ბიჭები არიან – მომხსნანო~.
        ამ დროს პრეზიდენტი მედვედევი ჩინეთშია და სწორედ შანხაიში მოახსენეს ამ თავხედობის შესახებ. იმანაც მოსკოვში დაბრუნებამდე ვერ მოითმინა და `დამსახურებულ მოღვაწეს~ შანხაიდან ამოჰკრა ლაზათიანი პანღური: ორშაბათსვე გამოქვეყნდა მისი ბრძანებულება იური ლუჟკოვის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. თანაც, საშინელი დასაბუთებით: `პრეზიდენტის მხრიდან უნდობლობის გამო~.  ნებისმიერი ჩინოვნიკისთვის ამ ფორმულირებით თანამდებობიდან გაშვება სიკვდილის ტოლფასია! მაგრამ იურას და ლენას იმდენი აქვთ დაგროვილი, ტკბილად შეუძლიათ გაატარონ სიბერე და ეგონათ, კიდევ ჰქონდათ დრო ეთამაშათ უკვე აშკარა წინააღმდეგობაზე მედვედევსა და პუტინს შორის.
        ლუჟკოვის შვებულებაში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა პუტინმა მას დემონსტრაციულად მიულოცა დაბადების Dდღე - .ეს პრეზიდენტისთვის სილის გაწვნა იყო. თუმცა ლუჟკოვი პუტინის კაცია და რუსეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც 2012 წელს ისევ პრეზდენტობას აპირებს, იგი მოსკოვში სჭირდებოდა.
        სამაგიეროდ, მედევდევს სჭირდება `თავისი კაცი~ რუსეთის დედაქალაქში მომავალი ბობოქარი საარჩევნო კამპანისი დროს. ესე იგი, დაპირისპირება `ტანდემში~ სულ უფრო აშკარა ხდება და მისი მონაწილეები აღარც მალავენ: ერთმანეთი სძულთ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის ემზადებიან.
        რაც შეეხება იური ლუჟკოვს – უკვე საკმარისად ჭამა. მაგრამ ელემენტარულად უსირცხვილო კაცია: 2004 წელს, როდესაც სააკაშვილი მოსკოვში იმყოფებოდა, ლუჟკოვის ბათუმური `პროექტები~ გააკრიტიკა და თქვა, რომ ნამდვილი ღორობაა ასე ყველგან და ყველაფერში `ლუკმების დათრევა~, თუმცა აჭარაში ეს აღარ გაუვა. ამაზე ლუჟკოვი საშინლად აღშფოთდა: `საიდან მოიტანა საქართველოს პრეზიდენტმა, თითქოს აჭარაში რაიმე ქონება მაქვსო~. თითქოს `ლენოჩკას~ ქონება მისი ქონება არ იყოს და ბატურინა იმდენად გენიალური ბიზნესმენია, რომ ქმრის (მოსკოვის მერის!) დახმარების გარეშე აწარმოებს სამშენებლო ბიზნესს ავსტრიიდან - აჭარამდე.
        საერთოდ, პოლიტიკოსთა ამ თაობისთვის, რომელმაც უკვე ლპობადი კომუნისტური პარტიის სკოლა გაიარა, უტიფრობა ზოგადად დამახასიათებელია: დინოზავრებივით ებღაუჭებიან წარსულ ეპოქას მაშინაც კი, როდესაც მათი დრო აშკარად წავიდა. სანამ `მეტეორიტი~ არ ჩამოვარდება, რევოლუცია არ მოხდება, სკამიანად არ ისვრიან ფანჯარაში – მანამ არ უნდათ წასვლა. Aგავიხსენოთ შევარდნაძე, - ზოგიერთი ბრიყვი რომ ამბობს `საკუთარი ნებით გადადგაო~.
        არ არის გამორიცხული ლუჟკოვი შურისძიებაზე ფიქრობდეს, რაკი მოსკოვში არა მხოლოდ თვითონ `ჭამდა~, არამედ ბევრ სხვასაც აჭმევდა. ეს ხალხი ქუჩაშიც შეიძლება გამოიყვანოს. Aარ მოისვენებს მანამ, სანამ არ აიძულებს ხელისუფლებას, რამე უფრო მკაცრი ზომაც მიიღოს.
        სხვათა შორის, რუსეთის პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში მერის ზოგიერთი განკარგულების შესწავლას იწყებს. ძველი (ჯერ კიდევ ელცინისდროინდელი) საქმეებისთვის `კეპკიანს~ ვერ დაიჭერენ: Bბოლოს და ბოლოს, არსებობს დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა. ანუ, მაგალითად, 1994 წელს რომ ლუჟნიკების სტადიონზე სკამების დამონტაჟება მაინცდამაინც ცოლის ფირმას დაავალა (მანამდე ლენა მხოლოდ პლასტმასის გარშოკებს უშვებდა), - ეს ძველი საქმეა, მაგრამ ბოლო 10 წლის მანძილზეც უამრავია ლუჟკოვის ისეთი ბრძანებულება, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში `თანამდებობის ბოროტად გამოყენებად~ ითვლება.
        ესე იგი, თუ არ მოისვენებს, შეიძლება ვირის აბანოშიც უკრან თავი. მაშინ კი გახდება იძულებული პუტინი, უკვე ღიად გამოვიდეს სცენაზე და პრეზიდენტის აქცია გააკრიტიკოს.
        ერთი სიტყვით, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლობით რუსეთში ისეთი ამბავი იწყება, `დედა შვილს არ აიყვანს ხელში~. ლუჟკოვი ძველი ნომენკლატურის სიმბოლოა. იმ ნომენკლატურისა, რომელსაც პუტინიც განეკუთვნება. Mმას `ახალგაზრდა მგლები~ უპირისპირდებიან მედვედევის მეთაურობით. Dდა ეს დაპირისპირება `უსისხლოდ~ ნამდვილად არ დასრულდება.
       

იმპერიის ნგრევა

        იური ლუჟკოვი და Eლენა ბატურინა ათწლეულების განმავლობაში აშენებდნენ თავის სახელმწიფოს. Eეს იყო იმპერია – იმპერიაში: მოსკოვიდან – ყირიმამდე, აფხაზეთამდე, აჭარამდე, ცხინვალსა და ვენამდე. ამ იმპერიას ჰყავდა თავისი შეიარაღებული ფორმირებები მოკოვური მილიციისა და სეპარატისტული ბანდების სახით, ჰყავდა გუბერნატორი - ასლან აბაშიძე, იდეოლოგი ქართველოფობი კონსტანტინე ზატულინი და `კარის ხელოვანი~ ზურაბ წერეთელი.
        ლუჟკოვთა იმპერიის ცენტრი გახდა ჯერ კიდევ 1991 წელს დაარსებული კომპანია `ინტეკო~. Mმერიის მხარდაჭერით, იგი ყიდულობდა მიწებს, იღებდა შეკვეთებს სამშენებლო სამუშაოებზე (ესე იგი ქმარი – ცოლს უკევთავდა: `შენზე უკეთ ვინ ააშენებსო~), მასთან ათანხმებდა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას. Gგასაკვირი არ არის, რომ მხოლოდ გასულ წელს (კრიზისულ 2009 წელს, როდესაც Mმთელი მსოფლიო ლამის დაინგრა) ქალბატონ ბატურინას პირადმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
        იმპერიის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ცხენსაშენი (`ლენოჩკას~ ცხენები ძალიან უყვარს და ხშირად ჯირითობს ხოლმე); რამდენიმე სამშენებლო კომპანია (ათი `ცენტრ-პოინტის~ ოდენა); ოთხი ცემენტის ქარხანა; სამიწათმოქმედო ბანკი; რძის მწარმოებელი ქარხნები; სავაჭრო კომპანიები; 72 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა; საინვესტიციო კომპანია; სასტუმროები ჩეხეთში, სოჭსა და ავსტრიაში, საცხოვრებელი კომპლექსები ყირიმში და მრავალი სხვა.
        2004 წელს იმპერიამ სერიოზული დანაკლისი განიცადა, რაკი აჭარის სამფლობელოები დაკარგა.
        Bბუნებრივია, ლუჟკოვის თანამდებობიდან გაძევების შემდეგ მისი იმპერია დაინგრევა: იმპერატორმა მედვედევმა იმპერატორი ლუჟკოვი დაამარცხა და ახლა მისი ქონების გადანაწილებაც დაიწყება. უძველესი ტრადიცით, დამარცხებული იმპერატორის ცოლიც გამარჯვებულს უნდა რგებოდა, მაგრამ მედევდევს ალბათ უკეთესი გემოვნება აქვს და ამგვარ `ალაფს~ არ დახარბდება. A
        ამდენად, Eლენა საყვარელ ავსტრიაში გაასწრებს, სადაც (ტიროლის რეგიონში) მიწის დიდ ნაკვეთებსა და ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს ფლობს. აშკარად გრძნობდა იმპერატრიცა, რომ მისი მეუღლე თანდათან დაჩაჩანაკდა (ან კი მასზე უკეთ ამას ვინ იგრძნობდა –ცხენზე ჯირითი ხომ უყვარს) და დიდი ხნით ადრე მოამზადა `პლაცდარმი~ იმპერატორ მედვედევისათვის მიუწვდომელ კიტცბიუელში.
        თანაც, ავსტრიელი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ტიროლი სწორედ თავშესაფარია, რადგან ბიზნესის თვალსაზრისით იგი მოსკოვს ვერც კი შეედრება. პირიქით, ლუჟკოვების ბიზნესი იქ წამგებიანიცაა. თუმცა, ავტსრაიში უძრავი ქონების ფლობა (მათ შორის დიდი ბინისა ვენაში) იმპერატორსა და მის მეუღლეს ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შანსს აძლევს: იმ შემთხვევისთვის, თუ რუსული გენპროკურატურა სისხლის სამართლის საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
        ჯერ-ჯერობით ლუჟკოვი არ ჩქარობს განაცხადოს, რომ თვითონაც იყრის კენჭს მომავალ საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებში, სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაიფიქრა, არც პუტინს ეკვრის ღიად, ამიტომ სისხლის სამართლის საქმე მის თავზე `დამოკლეს მახვილივით~ ქანაობს. სამაგიეროდ, იმპერიის ჯარისკაცებს უკვე აღარაფერი ეშველებათ:
        რამდენიმე წლის წინ მისი `მარჯვენა ხელი~ საქართველოს კომკავშირის `ცკ~ - ს ყოფილი პირველი მდივანი სოსო ორჯონიკიძე იყო, რომელიც მოსკოვში სათამაშო ბიზნესს კურირებდა. Pპრეზიდენტმა მედვედევმა ეს ბიზნესი დაანგრია, კაზინოები აკრძალა და ჩვენი სოსოც კინაღამ მანქანაში ჩაცხრილა დაქირავებულმა მკვლელმა. ორჯონიკიძე მაშინ ბეწვზე გადარჩა – მანქანის მძღოლი კი დაიღუპა.
        მას შემდეგ ლუჟკოვის ქართველი ხაზინადარი სახლიდან თითქმის არ გამოდის, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, იმპერატორისა და, განსაკუთრებით, იმპერატრიცას ნდობა ბოლომდე არ დაუკარგავს.
        ლუჟკოვთან ერთად უეჭველად ჩაესვენება ზურაბ წერეთლის მზეც. Mმის, რბილად თუ ვიტყვით საკამათო ქმნილებებს მოსკოვის ცენტრიდან გაიტანენ. უკეთეს შემთხვევაში, სადმე მოსაზღვრე სოფლებში მიუჩენენ ადგილს. წერეთელს კი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტობიდან გადააყენებენ. Bბატონი ზურაბი ალბათ გრძნობდა კიდეც იმპერიის მოახლოებულ დამხობას: სწორედ ამით აიხსნება თბილისში გახშირებული სტუმრობა და რუსთველზე ყოფილი კადეტთა კოროპუსის შენობის შესწყიდვის სურვილი.
        რაც შეეხება ლუჟკოვთა იმპერიის სხვა მემკვიდრეობას – ძნელი დასაჯერებელია იმპერატორმა მედვედევმა მას რამე დაუტოვოს თავის სამფლობელოებში. აჭარის დანაკარგს ვეღარ მისწვდება, ისევე, როგორც ავსტრიას და ვენას, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიაზე ყოველივე ახალი მერის მფლობელობაში გადავა.

2010