`ნაპოლის` მწვრთნელმა სპალეტიმ კვარაცხელია `დაასვენა`.

`ნაპოლის` მწვრთნელმა სპალეტიმ კვარაცხელია `დაასვენა`.

რა შთაბეჭდილება მრჩება იცით? ეს სპალეტი რაღაც რთულ აღმზრდელობით მუშაობას უტარებს ხვიჩას.

კი, გუნდში ფსიქოლოგებიც ჰყავთ.

რაში სჭირდებათ ეს ვერ გავიგე ოღონდ:

ხვიჩას ფენომენალურობის ერთ-ერთი წახნაგი ისაა, რომ ძალიან მდგრადი ხასიათი აქვს და ...... ცოტა სულელურად კი ჟღერს ამ კონტექსტში, თუმცა ამასაც აქვს მნიშვნელობა, რომ კარგად არის აღზრდილი...... არა მხოლოდ `გაზრდილი` არამედ `აღზრდილი` მეგრულ ოჯახში.

ამას სპალეტის ვერ აუხსნი.

ის იტალიელია, ევროპელია და მისი `კოორდინატთა სისტემა` სხვა საწყის წერტილებზეა აგებული ვერტიკალურადაც და ჰორიზონტულადაც.

აშკარაა, რომ მოსწონს ხვიჩა ხომ? ანუ მასში დიდ მომავალს ხედავს.

ამიტომ კი, ბატონო, ჩაატაროს ეს `აღმზრდელობითი მუშაობა` და როცა საჭიროდ მიიჩნევს მაშინ დაასვენოს ხვიჩა, ალტერნატივებიც შეიყვანოს, დაანახოს......

ოღონდ არ გადაამლაშოს მთავარია!

ხვიჩა არ `გაყოყოჩდება` რა პოპულარულიც არ უნდა იყოს, მაგრამ.....აი უსამართლოდ `გულის დაწყვეტა` კი მისთვის გადაულახავი შეიძლება გახდეს.

უმეტესწილად ასეთია თანამედროვე (!) ქართველოს ფსიქოლოგია რა კარგადაც არ უნდა იყოს აღზრდილი.

დიდი იმედი მაქვს, ისეთი აშკარად ევროპული კლასის სპეციალისტი, როგორიც სპალეტია და მისი გუნდის პროფესიონალი ფსიქოლოგები ამ სათუთ ზღვარს დაინახავენ.

სხვათა შორის, ერთხელ უტკინს (ჩემი აზრით ფეხბურთის ძალიან კარგ სპეციალისტს) ჰკითხეს, რატომ ხდება, რომ ვერც სსრკ-მ, ვერც რუსეთმა ფეხბურთში ბევრს ვერაფერს მიაღწიაო.

რა უპასუხა იცით? კი არ უთქვამს `ბავშვთა ფეხბურთიო`....`ზამთარიო`....`სტადიონებიო`....`უმაღლესებიო`.....``დაფინასებაო`...... `მწვრთნელებიო`.....და ა.შ და ა.შ

არა, მკვეთრად მოჭრა პასუხი:

`იმიტომ, რომ არც სსრკ-ს არც რუსეთს არ გააჩნდა და არ გააჩნია ნამდვილი სპორტული მედიცინა, პირველ რიგში სპორტსმენთა ფსიქოლოგიის სპეციალისტებიო`.

დათო