ომი ისრაელში - V

ომი ისრაელში - V

არადა, ისრაელი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მართლა.

როგორც 1973 წლის `იომ ქიფურის` ომის პირველ დღეებში.

ოღონდ მაშინ არმია-არმიას ებრძოდა.

ახლა, მას შემდეგ რაც მოხდა, როცა ჰამასმა 700 (მინიმუმ, რაც დადასტურებულია) ისრაელელი მოკლა, ღაზაში სახმელეთო ოპერაცია უბრალოდ გარდაუვალია; მარტო დაბომბვები საქმეს ვერ ქმნის. ამაზე თავის შეკავება მარცხად და ჰამასის გამარჯვებად იქნება აღქმული;

არადა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია პრობლემატურია რამდენიმე მიზეზის გამო:

ა) ახლა თუ შეხვალ, ვეღარც გამოხვალ;

თუ შეხვალ და აღარ გამოხვალ, უნდა დარჩე;

თუ დარჩები, მაშინ უნდა გააკონტროლო;

თუ უნდა გააკონტროლო, მაშინ 2 მილიონ ადამიანს უნდა ასვა და აჭამო; სხვაგვარად მჩაგვრელ ოკუპანტად წარმოჩინდები

ბ) სახმელეთო ოპერაცია ღაზაში ნიშნავს დიდ მსხვერპლს ისრაელის არმიაში. ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში; ქუჩის ბრძოლები ქალაქის არტილერიით დანგრევის გარეშე ჯერ არავის მოუგია;

გ) სახმელეთო ოპერაცია ღაზაში აუცილებალდ გამოიწვევს `ჰესბოლლას` შეტევას ჩრდილოეთიდან.

ჰესსბოლლა - ჰამასზე ხუთჯერ ძლიერია;

ანუ მეორე ფრონტი და კიდევ 10 000 რაკეტა.....

დ) თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, დროში უეჭველად გაიწელება;

და რაკი გაიწელება, ზუსტად ვერავინ იტყვის, ქალაქის დანგრევაზე რა რეაქცია ექნება ისლამურ და არაბულ სამყაროს; `არ ვერევითო` ახლაც კი არ ამბობენ და......გამორიცხულია ვითომ მათი ჩართვა ომში? საჰაერო ომში თუნდაც? სულაც არ არის გამორიცხული.

ე) სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთანავე, ფანატიკოსები დახოცავენ მძევლებს; მათ შორის სამხედროებს...... ტელეკამერების წინ დააჭრიან მათ თავებს, გაავრცელებენ ვიდეოებს, რაც უმძიმესი დარტყმა იქნება ისრაელზე;

. . . . . . . . . . . . . . . . . .

და ეს ყოველივე რასაც მოჰყვა და რაც იყო (ამაში 1000% დარწმუნებული ვარ) სიღრმისეული მიზეზი, რატომაც `ჰამასმა` ეს გადაწყვიტა.....იმაზე მინდა ვკითხო.....

ბატონო ბენიამინ, ანუ ბენჯამენ, რა ჯანდაბად აიხირე ეს `სასამართლო რეფორმა?!`

ხომ აშკარაა, რომ მან გახლიჩა ისრაელის საზოგადოება (ყოველ შემთხვევვაში ასეთი შთაბეჭდილება შექმნა, ხოლო დღეს მთავარია არა ფაქტი, არამედ აღქმა) და აჩვენა მტრებს, რომ ისრაელის საზოგადოება შინაგანად გამოიფიტა ამ დაპირისპირებით?

არა, მართლა, როგორც ჩვენში, იმერეთში იტყვიან `რას გეგლახავებოდა?`

დაიღუპებოდა ისრაელი ამ რეფორმის გარეშე?

70 წელია არ დაღუპულა მის გარეშე, ყველა ომი მოიგო და ახლა რატომ დაიღუპებოდა?

ეტყობა ვეღარ ხარ ფორმაში.

წლებს თავისი მიაქვს.

ის `ბიბი` აღარ ხარ, რაც 1996 წელს იყავი.

დათო