რატომ არ დაკმაყოფილდება პუტინი მხოლოდ აფხაზეთით და ცხინვალით.

რატომ არ დაკმაყოფილდება პუტინი მხოლოდ აფხაზეთით და ცხინვალით.

პუტინი და ფრაგმენტარული იმპერიალიზმი

ნებისმიერ შემთხვევაში, ის რაც ყირიმში მოხდა, ანუ უძლიერესი აფეთქება სამხედრო ბაზაზე ზედ სიმფეროპოლთან (რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული) პუტინის დიდი მარცხია.

ეს სწორედაც ის შემთხვევაა, როცა მთავარი მართლაც აღქმაა და არა ფაქტი.

24 თებერვლიდან ვამბობ, რომ სრულიად გაუგებარია სტრატეგიულად (! - ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში) რისი იმედი აქვს პუტინს და ზოგჯერ შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსის, ვიქტორ სუვროვის (რეზუნი) აბსოლუტიურად ზუსტი ფორმულა მახსენდება: `ომს ყოველთვის არ იწყებენ იმიტომ, რომ გამარჯვების იმედი აქვთ. არამედ ხშირად იწყებენ, რაკი სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩებათ`.

ერთი შეხედვით ირაციონალური, პარადოქსული ფორმულაა, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით.

უკრაინის Nation ჩამოყალიბების პროცესი `სხვა გზას` არ უტოვებდა და Пологался на Авось. პუტინის თვალთახედვით ხომ უკრაინული Nation ჩამოსაყალიბებლად, თურმე, `აღმოსავლეთ უკრაინის ეთნიკურად რუსი და რუსულენოვანი` მოსახლეობა გამოიყენებოდა?

სხვა ახსნა ამას უბრალოდ არა აქვს. პოლიტიკა კოსმოსივით რთულია და ორჯერ ორს (ნიუტონის მექანიკა/ფიზიკას) არ ექვემდებარება. ხომ აღმოჩნდა მერე, აინშტაინის გენიით, რომ მართლა ასეა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა ისტორიზმის კანონებიც ხომ არსებობს?

არის ერთი ასეთი თეორია - `ფრაგმენტარული იმპერიალიზმისა`.

ამ თეორიის თანახმად (მისი კონცეპტი ჯერ კიდევ ადრეული ელცინის ეპოქაში გაჩნდა) რუსეთმა უნდა `აიღოს` პოსტსაბჭოურ სივრცეზე მხოლოდ(!) ის ტერიტორიები, რომელთა ჯერ აღების და შემდეგ შენარჩუნებისთვის საკმარისი რესურსები ნამდვილად აქვს.

ისე, რომ `სისტემური გადაძაბვა` არ გამოიწვიოს და სახელმწიფო არ ჩამოეშალოს ამ გადაძაბვის შედეგად.

ანუ, მაგალითად, საქართველოში უნდა `აიღოს` აფხაზეთი და ცხინვალი (არა თბილისი და თელავი), უკრაინაში ყირიმი და დონბასი (არა კიევი და ლვოვი).

`ფრაგმენტებში` ხომ.... მთლიანობაში ლოიალური მოსახლეობაა?!

ოღონდ, აბა კარგად გავიხსენოთ ისტორიის გაკვეთილი:

ერთ დროს `წინამორბედმაც` მოითხოვა მხოლოდ დანციგი (პოლონეთში), სადაც ლოიალური მოსახლეობა ცხოვრობდა, ასევე მოითხოვა სუდეთის ოლქი (ჩეხეთში) სადაც ლოიალური მოსახლეობა ცხოვრობდა და გარწმუნებთ (ამაზე სერიოზული ისტორიკოსები აღარც დავობენ ევროპაში! რუსი ისტორიკოსები არ ითვლება) , მზად იყო ასევე `ფრაგმენტარული იმპერიალიზმით` ემოქმედა, ესე იგი საკმარისობის ზღვართან შეჩერებულიყო და იმ საზღვრებში ეშენებინა `მესამე რაიხი`, მაგრამ....სულ მალე მიხვდა, რომ სანამ მთლიანად პოლონეთს არ დაიპყრობდა, სანამ მთლიანად ჩეხეთს არ დაიპყრობდა, ამ ტერიტორიებს ვერ `შემოიმტკიცებდა`. გამორიცხულია.

შესაბამისად, `ფრაგმენტარული იმპერიალიზმის` კონცეპტი ძირშივე მცდარია, რაკი მისი განვითარება აუცილებლად გადაიზრდება ჩვეულებრივ, კლასიკურ იმპერიალიზმში, როდესაც `რესურსული საკმარისობის ზღვართან` შეჩერება პუტინისთვის სლიპინა კლდეზე ქვის ზემოთ გორებისას შუაში შეჩერებას და იქ დამკვიდრების მცდელობას ნიშნავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

დასკვნა: აბსოლუტურად გამორიცხულია, მოსკოვმა (პუტინმა ან მისმა მემკვიდრე მედვედევმა) `სლიპინა კლდეზე შუაში შეაჩერონ მძიმე ლოდი` და მისი ბოლომდე ატანა ანუ მთელი უკრაინის და მთელი საქართველოს დაპყრობა არ სცადონ!

ეს არათუ `იმპერიული ტრადიციიდან`, არამედ `სისტემათა მდგრადობისა` და `რესურსული საკმარისობის` ბევრად მყარი და შეუვალი კონცეპტიდან, ესე იგი `სისტემათა თეორიიდან` გამომდინარეობს.

დათო

P.S. `ლოიალური ხელისუფლებანი` კიევსა და თბილისში საკმარისი არ იქნება.

მასე ჰიტლერსაც ჰყავდა `ლოიალური ხელისუფლება` პრაღაში მას შემდეგ, რაც `სუდეთერლენდი` დაიპყრო.