რატომ არ უნდათ რუს დემოკრატებს რუსეთის დამარცხება?

რატომ არ უნდათ რუს დემოკრატებს რუსეთის დამარცხება?

მე რასაც ვაკვირდები.....არადა ინტენსიური ურთიერთობები მქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.......ამ საზარელი ომის და აგრესიის დროს....... არ არსებობს რუსი „დემოკრატი“ და „პროდასავლელი“......რუსეთის დამარცხება უნდოდეს ამ ომში!

„რუსეთის გამარჯვება“ არ უნდათ.....ეს სხვაა.......მაგრამ დ ა მ ა რ ც ხ ე ბ ა - სასტიკად არ უნდათ ასევე.

ტკივილამდე არ უნდათ.....საშინლად არ უნდათ....ხმა უთრთოლდებათ.....

აი რომელ კატეგორიას ვგულისხმობ იცით?

ვენედიქტოვი რომაა ან ლატინინა.....სხვები და სხვები.

ნამდვილად არ უნდათ რუსეთის გამარჯვება, მაგრამ.......რუსეთის დამარცხება უფრო მეტად არ უნდათ.

და რაკი უკრაინის გამარჯვება სხვაგვარად არ გამოვა, არიან ასე - კოგნიტიური და ღირებულებითი ხლეჩის ტანჯვაში.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ჰო, მაგრამ რატომ არ უნდათ?

არ არსებობს განათლებული რუსი, დიდ რუსულ ლიტერატურას არ აღმერთებდეს. პუშკინზე არ აბოდებდეს - მართლა გენიოსზე, რომელმაც საკაცობრიო ხელოვნების ისტორიაში უბადლოდ შეძლო...... „ვნების გაკეთილშობილება“.

Евгений Онегин მაგალითად.....

ან ტოლსტოის Война и мир.....

ან თუნდაც ჩეხოვის Вишнёвый сад......

ეს ყოველივე ტკივილამდე საყვარელია მათთვის........„ვით უბინაოს ყოფნა ბინაში“.....იქ გრძნობენ სულიერ სიმშვიდეს - ამ ტიტანთა სამყაროში.....და იქ პოულობენ საკუთარ იდენტობასაც.

მაგრამ......საქმეც სწორედ ისაა , რომ სამივე შემთხვევაში, ეს იმპერიული სამყაროა: არც Онегин, არც ტოლსტოი, არც ჩეხოვი მისი „ბაღით“...... არ არსებობს იმპერიის გარეშე!

იმიტომ კი არა, რომ ეს ხელოვანნი მაინცდამაინც იმპერიალიზმს ქადაგებენ. არა. მაგრამ თვით მათი „სამყაროა“ ასეთი - დერჟავული, თვისებრივი, სისხლხორცეული, დიადი, მრისხანე, უკიდეგანო, უსაზღვრო, მარად თოვლიანი, ყოვლისმპრობელი......რუსეთის დამარცხება მათთვის ამ სამყაროს დანგრევა იქნება - Онегин-ში აღწერილი კეთიშობილი ვნების შერყვნა, Вишнёвый сад-ის სინატიფის გაბინძურება.....მყუდრო კერიის დანგრევა.......Война и мир-ში გადმოცემული უკიდეგანო და უსასრულო სამყაროს „დაპაწაწკინტელება“ - ასე ელვარედ რომ გამოიხატა პიერ ბეზუხოვის ბოლო მონოლოგში.......მთლიანობაში უპატრონოდ და უსასოოდ შთენა.......

ამიტომ არ უნდათ რუსეთის დამარცხება.

თუმცა ამ ომის წინააღმდეგნი ნამდვილად არიან.

 

დათო