რუსული ენა და აფხაზური სეპარატიზმი

რუსული ენა და აფხაზური სეპარატიზმი

ერთხელ დავწერე, აფხაზმა სეპარატისტებმა პირველ რიგში რუსული ენით გვაჯობეს მეთქი, რაკი ის ენა ბევრად მეტადაა მდიდარი, გაჯერებული „პოლიტიკური კონსტრუქტებით“ და თანაც........ გამარჯვებული მენტალობის მატარებელია.

ქართულისგან განსხვავებით სამნწუხაროდ.

ჟურნალისტი რომ არის, ეკატერინე კოტრიკაძე.

Дождь-ზე.

აბა შეადარეთ როგორ (!) ლაპარაკობს, როცა რუსულად ლაპარაკობს - სხარტად, საზრიანად......და როდესაც ქართულად წერს ინტერვიუს ან პირდაპირ ჩართვაში მონაწილეობს ქართულ ენაზე..... როგორც კი პოლიტიკას ეხება, ეს სისხარტე და საზრიანობა სადღაც იკარგება.

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ რუსული უკეთ იცის, ვიდრე ქართული.

არა, ქართული კვლავინდებურად მისი დედა-ენაა.

მაგრამ რუსული უფრო მეტად არის პოლიტიკური (!) საზრისების და „მზა კონსტრუქტების“ მატარებელი ენა, ვიდრე ქართული.

ალბათ იმიტომ, რომ საუკუნეთა განმავლობაში სახელმწიფო არ გვქონია...... მაშასადამე არც ნამდვილი ისტორია არ გვქონია; აქედან გამომდინარე არც პოლიტიკური საზრისები და „მზა კონსტრუქტები“ გამოუმუშავებია ქართულს, რომელიც ყველა სხვა თვალსაზრისით, - სემანტიკურადაც, ლექსიკურადაც - არანაკლებ მდიდარია, ვიდრე რუსული, ინგლისური, ფრანგული და ა.შ.

ზოგადად „დიდი“ და „პატარა“ ენა არ არსებობს.

ყველა ენა გენიალურია.

წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრებ საბრალო პაპუასთა დედა-ენაშიც კი ისეთი გენიალური მეტაფორები, „ნიშნები“ და მიგნებები შეიძლება შეგხვდეს, გლობალურ საკაცობრიო ენებშიც კი რომ არ მოიძევება.

მაგრამ არის ენები, რომლებიც სახელმწიფოებრივი ტრადიციის და ამ ტრადიციით გამომუშავებული ფენომენების მატარებელნი არიან;

და არის ენები, რომლებიც...... ნაკლებად.

ჰოდა სეპარატისტებმაც რუსული ენა არა მხოლოდ კრემლისადმი „ლოიალობის სიმბოლოდ“ გამოიყენეს (როგორც XVI საუკუნიდან ისლამი იყო მათი „ლოიალობის სიმბოლო“, ოღონდ სხვა, ოსმანთა იმპერიის მიმართ) არამედ უძლიერეს „ინსტრუმენტად“, „ფარად და მახვილად“ საქართველოს წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ დისკურსში მუდამ სჯაბნიდნენ ნებისმიერ ქართველ ვიზავის ამით.

ფოტოზე: აფხაზი გოგონა, რომლის ღიმილი ფანატიკური სიძულვილის ნიღაბია.