საერთაშორისო მიმოხილვა. 15 მარტი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 მარტი. 2022 წელი

უკრაინის ომი `დაეხმარა` აფხაზეთის ხელისუფლებას, თავიდან აეცილებინა სამოქალაქო ომი ე.წ. `დამოუკიდებელ რესპუბლიკაში`.

როგორც ცნობილია, დეკემბრის ბოლოს, არეულობისას, `პრეზიდენტმა` ასლან ბჟანიამ ბევრი ოპოზიციონერი დააპატიმრა. მოსალოდნელი იყო, რომ დაპატიმრებულთა ნათესავები, ახლობლები (როგორც ხშირად მომხდარა აფხაზეთში) საპარლამენტო არჩევნებს გამოიყენებდნენ, რათა `აეგორებინათ`ანტისამთავრობო გამოსვლები. მაგრამ `პრეზიდენტმა ბჟანიამ`ისარგებლა უკრაინის ომით, ჩაატარა დიდი მიტინგი სოხუმის სტადიონზე და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინს ამ ომში.......ყოვლად სამარცხვინოდ.

თან აფხაზეთის ხელისუფლება ავითარებდა ნარატივს, რომ ვინც ამ მიტინგს არ შეუერთდებოდა `პუტინის, ანუ რუსეთის მტერიაო`.

ბუნებრივია, აფხაზეთის ოპოზიციას, რომელიც ასევე `რუსეთის ხალხია`შეეშინდა ვაითუ მოსკოვმა აგვითვალწუნოსო და ე.წ. `ზეპარტიულ მიტინგს` შეუერთდა.

შემდეგ აქედან ბუნებრივად გამომდინარეობდა ის ნარატივი, რომ ვინც ახლა ანტისამთავრობო აქციებს მოაწყობს აფხაზეთში `ისიც პუტინის მტერია და არ ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ომს`.

სიტუაციის გასაკონტროლებლად აფხაზეთში გააგზავნეს საქართველოს საკითხთა `სპეციალისტი`, მძვინვარე ანტიქართველი, დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი, რომელმაც აფხაზები შეაქო: ``რა სწორად მოიქეცით, რომ ახლა, როცა ომია, `შიდა გარჩევებით` არ დაკავდით. არადა ამის გამო მოსკოვში ვღელავდითო``.

რაც შეეხება თვით არჩევნებს, 35 მაჟორიტარული ოლქიდან (აფხაზეთის ე.წ. `კონსტიტუციით`, იქ მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები ტარდება) 17 ოლქში გამოვლინდა გამარჯვებული პირველივე ტურში, 17 ოლქში მეორე ტური ჩატარდება, ხოლო გუდაუთის ოლქში ჩატარდება განმეორებითი არჩევნები 2 კვირის შემდეგ.

როგორც სჩანს მოსკოვმა შეძლო აფხაზეთში ამჯერად `სიტუაციის დალაგება`.

ძირითადად მოქმედი `პრეზიდენტის`, ასლან ბჟანიას მომხრეები ლიდერობენ. უკრაინის ომმა აფხაზი  ამომრჩევლის ფსიქლოგიაზეც იმოქმედა. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გაიძვერა მედვედევს, რომელიც `ვითომ პრეზიდენტი` იყო საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს 2008 წელს, ევროპაში აღმოაჩნდა უმდიდრესი იახტა  `ფოტინია`, რომელიც მედვედევის თანაკურსელზე და ბავშვობის მეგობარზეა გაფორმებული. ირკვევა, რომ ფინელმა სამართალდამცავებმა, სადაც იახტა ჰქონდა მედვედევს გადამალული ერთ-ერთ პორტში, იახტა მაინც დააპატიმრეს და ახლა `ექს-პრეზიდენტი` მედვედევი სასამართლოში ჩივილს აპირებს: `ჩემს მეგობარს იახტა რატომ დაუპატიმრეთ ჩემს გამოო`. ირკვევა, რომ იახტამ მფლობელი შეიცვალა და მედვედევთან დაახლოებული სხვა პირის სახელზე გადაფორმდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დღეს: 24 თებერვალს.

ნავალნის ფონდმა და გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, რომელიც წარმატებით მუშაობს რუსული კორუფციის წინააღმდეგ, მთავარი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის უკვე მესამე ვილა იპოვა იტალიაში. კვლავ კომოს ტბაზე. როგორც სჩანს კომოს ტბა სოლოვიოვს იმდენად უყვარდა, რომ სამი მდიდრული ვილა შეუძენია. ახლა ამ ვილებს ჩამოართმევენ და როგორც მუნიციპალიტეტი აცხადებს, იქ უკრაინელ ლტოლვილებს შეასახლებენ.

სოლოვიოვი კი დაგმობდა პუტინს რათა ვილები შეენარჩუნებინა, კი გაიქცეოდა რუსეთიდან, მაგრამ.....იცის, რომ პუტინი ყველგან მისწვდება და `ნოვიჩოკით` მოწამლავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უახლოეს დღეებში, ახალი სანქციების სახით, რუსეთს ალბათ გარიცხავენ სხვადასხვა საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური ორგანიზაციებიდან. მათ შორისაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეა, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის პირველი სატელევიზიო არხის რედაქტორის, მარინა ოვსიანნიკოვას წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ ეთერში შეიჭრა ანტისაომარი პლაკატით, ჯერ ჯერობით ადმინისტრაციული მუხლითაა საქმე აღძრული: ``რუსეთის შეიარაღებულ ძალთა დისკრედიტაცია``. მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 3 თვემდე. თუმცა შესაძლოა მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირებაც სისხლის სამართლის მუხლად, რადგან პუტინი გააცოფა ამ ინციდენტმა.

ოვსიანნიკოვა დაკავებულია. ოქმი შედგენილია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის ფინასთა მინისტრის, უოლი ადეიემმოს სენსაციური განცხადებით, ამერიკა ახალი სანქციის სახით განიხილავს რუსეთისთვის საზღვაო/სავაჭრო მარშრუტთა გადაკეტვას. ძალის კომპონენტის ჩართვის გარეშე ეს არ გამოვა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცრად ნიშანდობლივი რამ ხდება რუსეთის სავალუტო რეზერვთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 650 მილიარდი დოლარიდან, რაც რუსეთის სტრატეგიული სავალუტო/ოქროს რეზერვია, 300-350 მილიარდი დოლარი (სხვადასხვა მონაცემებით) ინახებოდა ამერიკულ `ფედრეზერვში`, ანუ ამერიკის (პირობითად) `ცენტრალურ ბანკში`. თუმცა ეს სულ სხვა ფენომენია ვიდრე `ცენტრალური ბანკები`სხვა ქვეყნებში. ამერიკული ფედრეზერვი  ფორმალურად კერძო საკუთრებაა და არა სახელმწიფოსი, თუმცა ამჯერად ამ თემაზე თავს არ შეგაწყენთ.

ფაქტია, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის სავალუტო და ოქროს რეზერვის დიდი ნაწილი სწორედ აშშ ფედერალურ ბანკში ინახებოდა.

რა თქმა უნდა, უკრაინის ომის დაწყებამდე რუსეთს ყველანაირი საშუალება ჰქონდა ამ რეზერვების ამა თუ იმ ფორმით `გამოტანისა` ამერიკიდან. ამას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა, თუმცა პუტინი ხომ წლობით ემზადებოდა უკრაინის ომისთვის?

პუტინს რომ (შემოდგომაზე, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა) თუნდაც ქარაგმულად, თუნდაც მინიშნებით ეთქვა პრემიერ-მინისტრ მიშუსტინისთვის, ან რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯოდამრე ნაბიულინასთვის, ეგება ეს რეზერვი ამერიკიდან წამოვიღოთო, ისინი რა თქმა უნდა მოასწრებდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებამდე.

მაგრამ არ უთქვამს პუტინს ასეთი რამ. არც პირდაპირ, არც ქარაგმულად ესე იგი მინიშნებით.

რატომ? იმიტომ, რომ პუტინი სრულ პარანოიაშია და საერთოდ არავის ენდობა! საკუთარ პრემიერ-მიონისტრსაც არ ენდობა - ვაითუ გამთქვან და ინფორმაციამ გაჟონოსო. ან ვაითუ გაიქცნენ, რადგან პასუხისმგებლობის შეეშინდეთო.....ათას რამეს ფიქრობს პარანოიით დაავადებული ადამიანი.

თუმცა, მეორეს მხრივ, თუ რუსეთი 2 წლის წინ თუნდაც ნელ-ნელა დაიწყებდა სავალუტო/ოქროს რეზერვების გატანას ამერიკიდან, ეს ამერიკულ დაზვერვას დააეჭვებდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზუსტად იმავე მიზეზით, პუტინი ბევრს უთმენდა ბელორუსის დიქტატორ ლუკაშენკოს და ყარაბაღის მეორე ომშიც არ ჩაერია მოკავშირე სომხეთის მხარეს, რადგან წლობით ემზადებოდა იმისთვის, რასაც ახლა სჩადის და მტრების მომრავლებას ერიდებოდა უკრაინაში შეჭრის წინ.

ლუკაშენკოს ყველანაირად ეფერებოდა, გაზს უიაფებდა, ყველა მის კაპრიზს ასრულებდა, ბელორუსულ ოპოზიციასაც არ დაანება მისი დამხობა (თუმცა შეეძლო არ გადაერჩინა მაშინ ლუკაშენკო) რადგან იცოდა, ლუკაშენკოს დახმარება დასჭირდებოდა, რათა კიევისკენ ბელორუსის ტერიტორიიდან გაჭრილიყო

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა რუსეთის მმართველ წრეებში დიდი გარჩევაა: თვითონ რატომ ვერ მიხვდნენ და თვითონ რატომ არ მიიღეს ზომები სავალუტო რეზერვის გადასარჩენადო. ვინ არისო დამნაშავე? ვინ დავიჭიროთო?

მთავარი დამნაშავე პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი გამოდის, თუმცა ომის დროს მისი დაჭერა პუტინს არ აწყობს. მიშუსტინი კი ერთი მეორეს მიყოლებით იღებს აბსოლუტურად გიჟურ გადაწყვეტილებებს: რუსეთმა შეაჩერა სუვერენული ვალის გადახდა! ფაქტობრივად, ეს დეფოლტის აღიარებაა.

სახელმწიფო დეფოლტი სხვა კი არაფერია: როცა ქვეყანა ვერ ან არ იხდის სუვერენულ ვალს. მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციებზე. თან პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი და ცენტრობანკის თავმჯდომარე ნაბიულინა მოვალეებს ეუბნებიან: რაკი ამერიკის მთავრობამ ჩვენი რეზერვები დააპატიმრა, ვალს ვერ გადაგიხდით და ობლიგაციებს ვერ გაგინაღდებთ - თქვენს მთავრობებს მოჰკითხეთ პასუხიო. თან ცინიკურად სთავაზობენ: თუ გნებავთ რუბლებში გადაგიხდით მანამდე  არსებული კურსით, სანამ ამერიკამ რეზერვები დაგვიპატიმრაო. არადა ეს ცარიელი ქაღალდი, `რუბლი` რომ ჰქვია, ვის რაში სჭირდება საერთოდ?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსული `ცენტრობანკის` ხელმძღვანელობამ, მთავრობასთან ერთად, შეაჩერა ვაჭრობა რუსეთის საფონდო ბირჟაზე. `ინვესტორები ემოციურ გადაწყვეტილებებს მიიღებენო`.

 თუმცა რუსეთის მთავრობაში იყო სხვა პოზიციაც: გაიაფდეს, იქცეს ნაგვის ფასად ეს აქციები და ჩვენ ვიყიდით, - ომის დამთავრების შემდეგ ისევ გაძვირდება და უფრო ძვირად გავყიდით, ანუ რუსეთის სახელმწიფო ორმაგად მოიგებსო.

ოღონდ ამ პოზიციამ ვერ გაიმარჯვა, საფონდო ბაზარი რუსეთის ხელისუფლებამ შეაჩერა, რაც აბსოლუტურად ზუსტად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობაშიც კი, `გადაწყვეტილებების მიმღებებს` არ სჯერათ თითქოს თუ ახლა იქცევა რუსულ კომპანიათა აქციები` ნაგვის ფასად`, ოდესმე ისევ გაძვირდება და ნაგვის ფასი აღარ იქნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბელორუსმაც კი იხელთა დრო, პუტინი გამოიჭირა და  განაცხადა, რომ ამიერიდან რუსეთს ნედლი ნავთობის ღირებულებას რუბლებში გადაუხდის და არა დოლარში ან ევროში.

ლუკაშენკო ცდილობს ისარგებლოს შექმნილი ვითარებით: დიდი ხანია მოსკოვს სთავაზობდა რუბლებში ანგარიშსწორებას, თუმცა მოსკოვი მუდამ დოლარს და ევროს ითხოვდა ნედლ ნავთობში