საერთაშორისო მიმოხილვა. 17 აპრილი. 2022 წელი.
აფხაზეთში სულ უფრო აქტიურად ცდილობენ გაათამაშონ `ებრაული ბანქო` და გამოიყენონ `ებრაული ფენომენი` აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობის`პრომოუტურებისათვის.
მაგალითად, ამ დღეებში `სახელმწიფო დონეზე`, უმაღლეს ხელმძღვანელთა მონაწილეობით აღინიშნება უდიდესი ებრაული დღესასწაული `პასექი`. და ეს მაშინ, როცა ებრაელები აფხაზეთში თითქმის აღარ ცხოვრობენ.
შეიძლება თითო-ოროლა იყოს შემორჩენილი.
აბსოლუტურმა უმრავლესობამ აფხაზეთი დატოვა ჯერ კიდევ 1988 წლიდან, როცა გაიხსნა საზღვრები და ემიგრაცია თავისუფალი გახდა.
აქ სოხუმი ატარებს იმ ინტრიგანულ ხაზს, რომ ისრაელ-არაბეთის დაპირისპირებაში, ის აფხაზები (ასევე ადიღები ანუ ჩერქეზები), რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ გასული საუკუნის ისრაელ-არაბული ომების შედეგად, ისრაელის სახელმწიფოსადმი საკმაოდ ლოიალურნი არიან და ეხმარებიან კიდეც.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სამწუხაროდ, მარიუპოლში ქალაქის გმირ დამცველთა მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა ცოცხალი, ვინც წინააღმდეგობას აგრძელებს უზარმაზარი ქარხნის, აზოვსტალის ტერიტორიაზე.
თავისთავად ეს ქარხანა ევროპაში უდიდესი იყო და ათი რუსთავის ხელაა, მაგრამ ალყაშია.
რუსებმა ულტიმატუმი წაუყენეს, დაგვნებდითო. თან ამ ტერიტორიას მიაყენეს საზარელი იარაღი, რომელიც მხოლოდ რუსულ არმიას აქვს შეიარაღებაზე. ეს არის Буратино - ცეცხლმფრქვევი ტანკი. მას შეუძლია ცეცხლი სტყორცნოს 3 კილომეტრზე და ყველაფერი გადაწვას.
აი მეორე მსოფლიო ომის დროს ზურგზე რომ ეკიდათ ხოლმე ცეცხლმფრქვევი მანქანები და ცეცხლის ჭავლს ისროდნენ, დაახლოებით იმ პრინციპით მოქმედებს, ოღონდ ასჯერ მეტი მასშტაბით.
ბუნებრივია, რუსებს შეუძლიათ ის ალყაშემორტყმული ქარხანა ამ ცეცხლმფრქვევი ტანკებით და საარტილერიო ფუგასური ჭურვებით, ასევე ფუგასური ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბებით მთლიანად დაწვან.
მას შემდეგ, რაც მარიუპოლში ყველა გმირს ამოხოცავს, პუტინი, დასავლელ ანალიტიკოსთა აზრით, ულტიმატუმს წაუყენებს დონბასზე უკრაინულ თითქმის 60 000-იან სამხედრო დაჯგუფებას (რომლის ალყა მან ვერაფრით მოახერხა) - დაიხიონ უკან `დონეცკის რესპუბლიკის` და `ლუგანსკის რესპუბლიკის` საზღვრებამდე. ამის შემდეგ კი მზად იქნება სტამბულის მოლაპარაკება განაახლოს და ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტას, ოღონდ იმ ხაზზე, სადაც გაჩერდნენ. ანუ, მოსკოვს სურს დარჩეს სახმელეთო გასასვლელი ყირიმზე, ხერსონიდან კი ყირიმის წყლით მომარაგება, რაც ასე სჭირდებოდათ 2014 წლის ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ თავისი ულტიმატუმების განსამტკიცებლად, როგორც სჩანს პუტინი (მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა ნამდვილად საეჭვოა!) უკვე არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის ჯერ საჩვენებელ, შემდეგ კი რეალურ გამოყენებას.
ლაპარაკია ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე. ზელენსკიმ ეს ალბათობა დაადასტურა და მას ადასტურებენ საუკეთესო ევრო/ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები.
არ გამორიცხავენ ყოველ შემთხვევაში.
`საჩვენებლად`, პირველ ეტაპზე, პუტინმა შეიძლება ჩაატაროს ბირთვული აფეთქება (გამოცდა) სადმე რუსეთის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ.
ამჟამად საერთაშორისო კონვენცია კრძალავს ბირთვული იარაღის გამოცდას სამ სფეროში: ჰაერში, წყალზე და მიწაზე. ნებადართულია მხოლოდ მიწის ქვეშ.
თუ ეს საჩვენებელი ბირთვული აფეთქება ვერ დააშინებს ზელენსკის, პუტინი გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას ბრძოლის ველზე, - დონბასში მომავალი შეტევის დროს. თუ ესეც არ იმუშავებს., ლვოვს გაანადგურებსო ბირთვული დარტყმით. კიევს არა, რაკი კიევი და მისი კიევო-პეჩორსკაია ლავრა რუსული ეკლესიის უდოიდესი სიწმინდე და რუსული იდენტობის ტრანსცედენტული წერტილია.
საშინელი პერსპექტივაა, რასაკვირველია.
სამწუხაროდ, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, რომელიც დასაველთმა არ შეასრულა და არ დაიცვა უკრაინა, უკრაინა ბირთვული იარაღის გარეშე დარჩა.
ამ უბედურებაში მაშინ საკვანძო როლი შეასრულა აშშ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა ჯონ მეიჯორმა. სწორედ მათ აიძულეს უკრაინა, ბირთვული იარაღი გადაეცა ელცინის რუსეთისთვის.
ეს იარაღი და ეს ექსკლუზიურობა მემკვიდრეობით ერგო ახლა პუტინის რუსეთს და მსოფლიოს არმაგედონით აშანტაჟებს.
სამწუხაროდ, წარმატებით აშანტაჟებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დღეს დილით ძალაში შევიდა ევროკავშირის მეხუთე სასანქციო პაკეტის ის პუნქტი, რომელიც კრძალავს დატვირთული (!) რუსული და ბელორუსული სატვირთო მანქანების ყოფნას და გადაადგილებას ევროკავშირის ტერიტორიაზე.
რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ რუსეთის ძირითად ნაწილსა და კალინინგრადის (ყოფილი კენიგსბერგი, 1945 წლიდან რუსეთის ფედერაციის ნაწილია) დამაკავშირებელი ყველა კომუნიკაცია, მათ შორის საავტომობილო გზა გადის ლიტვის ტერიტორიაზე.
ლიტვის, ესე იგი ევროკავშირის.
ბუნებრივია, ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, ლიტვამ დღეს დილიდან ჩაკეტა საზღვარი და იქ ასეულობით რუსული და ბელორუსული სატვირთო მანქანა გაიჭედა. მალე ათასობით იქნება.
კალინინგრადის ზღვით მომარაგებაც შეუძლიათ რუსებს, მაგრამ პორტები ხომ იქ ხშირად იყინება - ეს შავი ზღვა და ხმელთაშუაზღვა როდია.....
ლიტველები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა ახლა რუსებს ეუბნებიან: გადმოტვირთეთ სურსათი `ტრაილერებიდან`, დაიტვირთოს ევროპულ ტრაილერებზე და ისინი ჩაიტანენ სურსათს კალინინგრადშიო. თუმცა რუსები არ თანხმდებიან.
ეს სიტუაციაც საშიშია, რადგან მეორე მსოფლიო ომი დაიწყო მაშინ, როცა პოლონეთმა სამართლიანად ჩაუკეტა ნაცისტურ გერმანიას ე.წ. `დერეფანი` გერმანიიდან - იმავე კიონიგსბერგისკენ. ამის შემდეგ ჰიტლერმა, 1939 წლის 1 სექტემბერს, ჯარი შეიყვანა პოლონეთში. ამით დაიწყო დიდი ომი მსოფლიოში/
. . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ოღონდ არ დაუზუსტებია თუ მისი აზრით რით შეიძლება დასრულდეს ეს ომი წლის ბოლოს.
ბლინკენის განცხადება იმითაა საინტერესო, რომ დასავლეთში, როგორც სჩანს, ემზადებიან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის.
სანქციებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მყისიერი შედეგი ვერ გამოიღო და ვერც გამოიღებდა. საქნციების მიუხედავად უცნაურად მყარდება რუსული რუბლი და ეს უცნაურობა იმით აიხსნება, რომ შეზღუდვათა გამო, როცა აღარ ხდება დასავლური საქონლის იმპორტი რუსეთში, ვალუტის გადინებაც შემცირდა რუსეთიდან.
მაგალითად, ბრიტანეთმა რომ `როლს-როისის` ექსპორტი აკრძალა რუსეთში ეს ხომ იმასაც ნიშნავს, ამ გენიალურ მანქანებს რუსი მილიარდერები აღარ ყიდულობენ გირვანქებზე. შესაბამისად რუბლიც ნაკლები იყიდება მყარ ვალუტაზე.
თუმცა სანქციათა ამჟამად არსებული 5 პაკეტი მაინც იმდენად ძლიერი და `მახრჩობელაა`, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ესე იგი წლის ბოლომდე, უეჭველად გამოიღებს შედეგს და ჩვეულებრივი რუსები (არა მხოლოდ მილიარდერები) აუცილებალდ იგრძნობენ მათ სუსხს.
იმედია სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში ენტონი ბლინკენს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსული სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა იმ ტერიტორიებზე (მაგალითად ხერსონში), რომელსაც უკვე რუსული არმია აკონტროლებს `დივერსიული ჯგუფები დატოვა`. მივაქციოთ ყურადღება: ნათქვამია `დატოვა` და არა `შეაგზავნა`
ეს ავისმომასწავებელი განცხადება შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ რუსული ჯარები და სპეცსამსახურები გეგმავენ დაპყრობილ ტერიტორიაზე ე.წ. ``ზაჩისტკის`` (Зачистка - წმენდა) მოწყობას და იმ უკრაინელების გაჟლეტას ან ციმბირში გადასახლებას (დივერსანტობის ბრალდებით) ვინც ახალ რუსულ ხელისუფლებას არ აღიარებს.
დაპყრობილ ტერიტორიაზე რუსებმა მოსახლეობას განუცხადეს, რომ ვისაც კი ბანკის ვალი აქვს, ვისაც კი იპოთეკა აქვს, ყველაფერს გაგინულებთ - რუსეთის ბიუჯეტი გადაგიხდითო.
ობივატელებზე ეს მოქმედებს. მაგრამ არა პატრიოტებზე რასაკვირველია!
. . . . . . . . . . . . . . . . .
რაკი ეს დახურული ტექსტია, ვერანაირად ვერ გავექცევით იმ თემას, რომ ძალიან უცნაურ როლს მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთქმედებაში ასრულებს რუსი მიალიდერი რომან აბრამოვიჩი.
გუშინ გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ კიევშიც იყო საიდუმლო ვიზიტით.
მანამდე სტამბულის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. იქ თითქოს ვიღაცამ მოწამლა....მერე თავად უარყო.....ბრიტანეთმა დაასანქცირა, თუმცა ზოგიერთი ცნობით მერე ეს სანქციები აბრამოვიჩის მიმართ სათუო გახადა, შეარბილაო და აშ.
ფაქტია, რაღაც ხდება ამ ფიგურასთან დაკავშირებით და რამდენად არაპოლიტკორექტულიც არ უნდა იყოს (ვიმეორებ: ეს ხომ დახურული ტექსტია?!) შეიძლება ვივარაუდოთ, აბრამოვიჩი ერთგვარი `მესენჯერის` როლს ასრულებს პუტინსა და არა მხოლოდ ზელენსკის (ეროვნებით ებრაელია ორივე) არამედ იმ უძლიერეს დაჯგუფებას შორის, რომელიც აკონტროლებს უკრაინის ეკონომიკის, განსაკუთრებით ინდუსტრიის 80%-ს.
ასევე უდიდესი გავლენა აქვს დასავლეთში - ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერით.
რა გამოვა აქედან ძნელი სათქმელია, მაგრამ აბრამოვიჩის აქტიური მიმოსვლა მოსკოვიდან - სტამბულში, მერე კიევში საიდუმლო ვიზიტი და ისევ სტამბულში......ძნელია სხვა რაიმეთი აიხსნას. პუტინის მხრიდან მცდელობის თვალსაზრისით მაინც.
დათო