არჩევნების «მრისხანედ» მოახლოება

 არჩევნების «მრისხანედ» მოახლოება

დამკვირვებელთა შემოსევა

        არჩევნების «მრისხანედ» მოახლოება (ეს კლიშე განსაკუთრებით მკაფიოდ დღევნადელ ვითარებაში ჩანს – ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით) მრავალ თანამდევ ფაქტორს წარმოშობს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უდავოდ, დამკვირვებელთა მონაწილეობა იქნება.
        რასაკვირველია, მათ შეფასებას ყველამ მხარე პოლიტიკური პოზიციის დასადასტურებლად გამოიყენებს. ბაქოს მოვლენათა კატალიზატორიგახდა ეუთოს დამკვივრებელთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც მწვავედ მიუთითა დარღვევებზე. თუმცა, მას არ უთქვამს, რომ არჩევნები მთლიანად გაყალბებული იყო და საეროთდ არ შეესაბამბეოდა წინასწარ ჩატარებულ გამოკითხვებსა და ეგზიპტპოლებს.
        მაგრამ, ეს მოხდა ტოტალიტარულ აზერბაიჯანში, სადაც თავისუფალი მედია, ფაქტობრივად, არ არსებობს. საქართველოში ასეთი განცხადება ასგზის უფრო რეზონანსული იქნება დამოკიდებული მედიის წყალობით.
        გამორიცხულია, დამკვირვებელმა პოზიციის გამოხატვაზე უარი თქვას პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. შესაძლოა, საბოლოოდ, დამკვირვებელთა მთელი მისიის შეფასება ზომიერი იყოს, მაგრამ ყველა პრეტენზია მასში მაინც სავსებით გასაგებად იქნება არტიკულირებული – ისე რომ, «გამგებმა გაიგოს» და, ამავდროულად, რადიკალურ, ან თუნდაც, ნებისმიერ სხვა მეთოდებად არ აღიქვან. პოლიტიკოსი კი იმის პოლიტიკოსია, რომ მოსახლეობას «აუხსნას» და «განუმარტოს».
        ბუნებრივია, დამკვირვებელიც იმის დამკვირვებელია, სწორედ ნაკლოვანებებზე ილაპარაკოს. აბა, ევროპიდან ხოტბა-დიდების გამოსახატად ხომ არ ჩამოვიდოდნენ? მაშასადამე, დამკვირვებელთა მომავალ სტუმრობას, მართლაც, უდიდესი მნიშვნელობა აქვს და საგულისხმო მხოლოდ ის იქნება, დიპლომატიურად შეფუთული ტერმინებით რა რეალობას დააფიქსირებენ და რამდენად მძაფრი იქნება ეს შეფასება შინაარსობრივად.
        რაც შეეხება რაოდენობას, 2 ნოემბრისათვის ქვეყანა დამკვივრებელთა არნახულ რაოდენობას უმასპინძლებს: ოფიციალური ცნობით, მარტო ეუთო გზავნის 400-ზე მეტ დამკვირვებელს. ესენი არიან ეუთოს წევრ სახელმწიფოთა პარლამენტარები, ექსპერტები თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
        ოღონ:დ, მათი რაოდენობა ეუთოს «დელეგაციას» ვერც კი შეედრება. ევროპის საბჭომ სტრასბურგიდან სულ 10-15 წარმომადგენელი გამოაგზავნა. ასევე, რამდენიმ ეექსპერტს აგზავნის ევროპარლამენტი და ევროკომისია. გარდა ამისა, არჩევნეებს დააკვირედბიან ევროსაბჭოს და ევროკავშირის (ევროპარლამენტის) წარმომადგენლები.
        ეს, თუ ვისაუბრებთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ (ორივე შტომ) მოსაწვევი გააგზავნა უამრავ სხვა საერთაშორისო ინსტანციაში. მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ჩამოვლენ თუ არა მათი წარმომადგენლები, ჯერჯერობით, უცნობია. გარდა ამის,ა დამკვირვებლები შეიძლება გამოაგზავნოს ნებისმიერმა სახელმწიფომ (კანადიდან ყაზახცეთამდე( ვინც ასევე მიიღო ანალოგიური თხოვნა.
        სულ, ექსპერტული მონაცემებით, დამკვირვებელთა რაოდენობამ, შესაძლოა, 600-ს მიაღწიოს. ყველაზე საინტერესო საკითხია, ჩამოვლენ თუ არა «ცნობილი სახეები» ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან:. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ჩამოსვლას აპირებს სენატორი მაკკეინი. იგი თავად ადასტურებდა თბილისში ყოფნისას, რომ ეს გამორიცხული არ არის. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში ამას ვერავინ ადასტურებს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი რანგის დამკვირვებელთა «მოვლინებას» წინასწარ არავინ შეგვატყობინებს. ისინი გოგოლისეული რევიზორივით მოულოდნელად დაატყდებიან თავს ქვეყანას. ანუ, ამა თუ იმ მოღვაწის გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ ბოლო დღეებში თუ შევიტყობთ.
        სხვაგვარადრომ ვთქვათ, ჯონ მაკკეინი, ისევე, როგორც სხვა რომელიმე გავლენიანი სენატორი, მართლაც შეიძლება ჩამოვიდეს. ისევე, როგორც შეიძლება გვესტუმროს ნ ებისმიერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პენ:სიონერი პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მექანიზმი აქ შემდეგია: საქართველო მოწვევას უგზავნის არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ სახელმწიფოს, ან საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს უკანასკნელნიც (თბილისისათვის შეტყობინებლად) სთხოვენ ცნობილ მოღვაწეს, ჩავიდნენ საქართვლეოში წინასწარი შეტყობინების გარეშე და მისი ვოიაჟის ხარჯებსაც თავად სიკრულობენ. აქედან გამომდინარე, წინასწარ მართლაც შეუძლებელიოა იმის თქმა, ამერიკიდან და ევროპიდან კონკრეტულად (ინდივიდუალურად), რომელი ლეგენდარული ფიგურა დადებს პატივს ჩვენს არჩევნებს. შესალძოა, არც არავინ ჩამოვიდეს (თვით მაკკეინიც კი), ან პირიქით – პენსიონერ პოლიტიკოსთა მთელი ბომონდი დაგვატყდეს თავს მარგარეტ ტეტჩერიდან – ვალერი ჟისკარ დე სტენამდე.

დილის გაზეთი, 27 ოქტომბერი, 2003 წელი