საერთაშორისო მიმოხილვა. 27 აპრილი. 2023 წელი
14 მაისს თურქეთში ტარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.
პრეზიდენტს თურქეთში ირჩევენ 5 წლით.
თურქეთის კონსტიტუციით, პარლამენტსაც სერიოზული უფლებამოსილებები აქვს, რადგან თურქეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იპურობს საპრეზიდენტო არჩევნები მისი მთავარი კითხვით; დარჩება თუ არა ხელისუფლებაში რეჯეფ თაიიპ ერდოღანი და გაგრძელდება თუ არა მისი კურსი `ცივილიზებული ისლამისა` რეგიონის საკვანძო სახელმწიფოში - თურქეთში?
იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი გაიმარჯვებს, მას ექნება უფლება, კონსტიტუციით, 2028 წელსაც იყაროს კენჭი ანუ ზედიზედ მეორედ ახალი კონსტიტუციის მიღებიდან. ეს საკონსტიტუციო რეფორმაც მისივე ინიციატივით ჩატარდა თურქეთში.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ერდოღანი არ არის უბრალოდ პრეზიდენტი ან ერთ-ერთი თურქი პოლიტიკოსი: რეალურად იგი იქცა თურქეთის უდიდეს ლიდერად ამ სახელმწიფოს (ანუ თანამედროვე თურქეთის) დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის შემდეგ.
თუმცა ათათურქისაგან კარდინალურად განსხავვებული სტრატეგიული ხედვა აქვს ქვეყნის განვითარებისა: ქემალ ათათურქი აშენებდა საერო, პროდასავლურ თურქეთს; რეჯეფ ერდოღანის მიზანია, თურქეთის წამყვან პოლიტიკურ ძალად აქციოს მისი პარტია `სამართლიანობა და განვითარება`, რომელმაც თუქრეთში, ერდოღანის გეგმით, ისეთივე როლი უნდა შეასრულოს, როგორსაც მაგალითად `ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია` ასრულებს გერმანიაში ანუ კონსერვატიული, ტრადიციონალისტური, ოჯახურ ღირებულებებზე და წინაპართა მემკვიდრეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტისა.
ერდოღანი არ არის ევროპასთან ინტეგრაცისი წინააღმდეგი, თუმცა თურქეთის თავისებურებათა გათვალსიწინებით.
მაგრამ უამრავი დამკვირვებელი, ვინც თურქეთს აკვირდება, აღნიშნავს, რომ რაკი თურქეთის და თურქული საზოგადოების ტრადიცია ისლამია, ამ რელიგიის თავისებურებათა გათვალსიწინებით, `სამართლიანობის და განვითარების პარტია` ვერ შეასრულებს იმ როლს, რასაც ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობები ასრულებენ ევროპულ სახელმწიფოებში (არა მხოლოდ გერმანიაში), ამიტომ `ერდოღანის მოძრაობა` დასრულდება ისლამისკენ გადახრით და თურქეთის პროევროპული, პროდასავლური კურსის კარდინალური შეცვლით.
ერდოღანი ამას უარყოფს, თუმცა ასეთი საფრთხე რეალურად არსებობს.
ამიტომ ერდორანს ტრადიციუალდ ებრძვიან ქემალისტები. მათ შორის არმიაში. რამდენიმე წლის წინ მათ ერდოღანის ლიკვიდაციაც ჰქონდათ დაგეგმილი და სამხედრო გადატრიალება, თუმცა ეს ვერ შეძლეს, რადგან ერდორანის მომხრეები მასობრივად გამოვიდნენ ქუჩაში.
არადა თურქეთს სამხედრო გადატრაილებათა და სამხედრო დიქტატურათა ხანგრძლივი ტრადიცია აქვს.
ერდოღანი თურქეთს მართავს უკვე ზუსტად 20 წელია ანუ 2003 წლიდან. ჯერ 11 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო (როცა რეალური ძალაუფლება, კონსტიტუციით, პრემიერს ეკუთვნოდა და არა პრეზიდენტს); შემდეგ კონსტიუტუცია შეცვალა და 9 წელია პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
ერდორანის მტავარი მეტოქეა ქემალ ქილიჩდაროღლუ. თურქეთის `რესპუბლიკური პარტიის` ლიდერი.
\რეალურად ქილიჩდაროღლუ არა მხოლოდ ამ პარტიას წარმოადგენს, არამედ დიდ ოპოზიციურ კოალიციას, რომელმაც შეძლო შეთანხმება პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატზე. ოპოზიციურ გაერთიანებას `სახალხო კოალიცია` ეწოდება. მასში პროევროპელი ქემალისტები დომინირებენ.
ქილიჩდაროღლუ 74 წლისაა. მან სახელი გაითქვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით. მედასავლეთეა, ქემალისტია, თუმცა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის მხარი არ დაუჭერია და პუტჩს `დემოკრატიაზე ნაძირლური თავდასხმა` უწოდა.
ოპოზიციური ლიდერის და მისი მხარდამჭერი კოალიციის მტავარი წინასაარჩევნო დაპირება და პოლიტიკური პროგრამის ქვაკუთხედია
ა) 2017 წელს, წინა წლის პუტჩის ფონზე ერდოღანის განხორცეილებული საკონსტიტუციო რეფორმის გაუქმება და საპარალმენტო რესპუბლიკის მოდელზე დაბრუნება
ბ)დასავლეთთან, NATO-თან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა იმ დონემდე, სანამ ერდოღანი მოიპოვებდა განუზომელ ზალაუფელბას და დაიოწყებდა გეოპოლიტიკურ ბალანსირებას სხვადასხვა `ძალის ცენტრთა` შორის.
სწორედ ეს არის მომავალი არჩევნების საკვანძო საკითხი: თუქრეთი ათწლეულების განმავლობაში ამერიკის და NATO-ს დასაყრდენი იყო რეგიონში. ამას ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა `ცივი ომის` დროს.
მაგრამ ცივი ომის დასრულების შემდეგ, თურქეთში პროდასავლური ქემალისტური გენერალიტეტის პოზიციები შესუსტდა და ისლამისტ კონსერვატორთა პოზიციები გაძლიერდა. სწორედ ამ ტრენდზე და ტალღაზე მოვიდა ქვეყნის სატავეში ერდოღანი.
მისი პოლიტიკის ქვაკუთხედი კი გეოპოლიტიკური ბალანსირებაა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. თურქეთი NATO-ს წევრია, მაგრამ მოსკოვსაც `ეთამაშება`: ყიდულობს რუსულ საზენიტო სისტემებს С-400 (ეს NATO-ს წესდების პირდაპირი დარღვევაა!) და აშენებს რუსეთის დახმარებით უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს.
ამავე დროს, ერდოღანი აქტიურ პოლიტიკას ატარებდა თურქების მონათესავე ხალხებით დასახლებულ ცენტრალურ აზიაში და აზერბაიჯანსაც დაეხმარა სომხეთის დამარცხებაში 2020 წელს. ახლა კი აზერბაიჯანს ეხამრება მთიანი ყარაბაღის საბოლოოდ `შემომტკიცებაში` იმით, რომ რუსეთი თურქეთის რიდით ვერ ბედავს აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს ანუ ოპიზიციური კოალიციის როგორც ამჯამინდელი ისევე ისტორიული `დისკურსის` მთავარი საკითხი ისაა, რა გზით შეძლებს თურქეთი უკეთ განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური ნაციონალური სახელმწიფოებრივი ინეტრესები: NATO-ზე დაყრდნობით თუ ხსენებული `ბალანსირებით` მსოფლიო ძალის ცენტრთა შორის.
მოგეხსენებათ, თურქეთს აქვს ინეტრესები მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ეს არის
ა) არაბული სამყარო, სირია, ერაყი, რომლებიც საუკუნეთა მანძიულზე შედიოდნენ თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში
ბ) ყოფილი სსრკ რესპუბლიკები - ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი
გ) ჩრდილოეთ აფრიკა: ლიბია პირველ რიგში/
ერდორანის პოლიტიკა გულისხმობს, რომ მისი `ბალანსირება` და დასავლეთისგან გამიჯვნა,ა სევე ტრადიციონალისტური ღირებულებების `დაკონსერვება`, მათ შორის პირველ რიგში ისლამისა, თურქ ერს, როგორც NATION განადიდებს და ძველ ბრწყინვალებას დაუბრუინებს.
ოპოზიცია კი, ვისი კანდიდატიც მედასავლეთე ქილიჩდაროღლუა, თურქებს აფრთხილებს: ერდორანის პოლიტიკა საბოლოოდ დამთავრდება იმით, რომ თურქეთი იქცევა მეორე ირანად - შეიძლება კიდეც განიმტკიცოს პოზიციები ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩამორჩება ცივილიზაციას, ევღარ მიიღებს დასავლურ ტექნოლოგიებს, ევღარ იქნება ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი....შედეგად თურქები ბევრად უფრო ცუდად იცხოვრებენ ყველა თვალსაზრისით.
როგორც ხშირად ხდება (არა მხოლოდ თურქეთში), ეს გეოპოლიტიკური და ღირებულებითი საზრისები მეორე პლანზე გადადის კონკრეტულ პრობლემებთან მიმართებაში. ამომრჩეველი მისდევს თვალშისაცემ კალკულაციებს და ითვლის, ვინ რა მოუტანა ან რას მოუტანს:
ერდოღანის `სათქმელთა` ანუ პლისთა შორისაა:
ა) ინფრასტრუქტურის განვითარება, გვირაბი ბოსფორის ქვეშ
ბ) მედიცინის აყვანა ევროპულ დონეზე და მისი ხელმისაწვდომობა უბრალო თურქებისთვის
გ) თურქული ავიაციის, პირველ რიგში Turkish airways ქცევა ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად
დ) თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქცევა ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად. რად ღირს თუნდაც გენიალური უპილოტო თვითმფრინავი `ბაირაქთარი`
ე) მრავალრიცხოვანი და ღრმა სოციალური პროგრამები. მათ შორის საყოველტაო ჯანდაცვა და სხვა.
ვ) აია სოფიას ტაძარში მეჩეთის გახსნა, რაც თურქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ერდოღანის მინუსებია ანუ მისი ოპონენტის სათქმელი:
ა) თურქული ლირას კურსის კატასტროფული ვარდნა დოლართან და ევროსთან; მაღალი ინფლაცია.
ბ) სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა
გ) ქურთების სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურება იმ წლებთან შედარებით, როცა თურქეთს სამხედროები და ქემალისტები მართავდნენ
დ) ეკოლოგიური ზიანი ურბანიზაციის პარალელურად
ე) სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფა