საერთაშორისო მიმოხილვა. 30 სექტემბერი. 2024 წელი
უკრაინის ხელმძღვანელობის სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს ჩინეთ-ბრაზილიის აქტიურობა ახალი ე.წ. „სამშვიდობო პლატფორმის“ შექმნის მიმართულებით. ჩინეთი და ბრაზილია ცდილობენ (უკვე დიდი ხანია) ამგვარი პლატფორმის ჩამოყალიბებას, რაც დასავლურ პლატფორმებს ჩაანაცვლებდა.
ახლა კიევის განსაკუთრებული აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ შვეიცარიამ მიიღო მონაწილეობა ამ პლატფორმის პირველ შეხვედრაში, რაც გაეროს სამიტის დროს გაიმართა ნიუ იორკში.
ანუ შვეიცარია, რომელიც თავად იყო „დასავლური პლატფორმა“ შედის ჩინეთ-ბრაზილიის ფსევდო-პლატფორმაში.
ადეკვატური რეაქციაც მოჰყვა კიევის მხრიდან მკაცრი შეფასებების სახით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ავიაბაზარზე უცხოური ავია-კომპანიების წილი უკვე 40%-ია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 25% იყო სულ...ახლა 40%-ია.
სინამდვილეში მეტიც კია თუ მხედველობაში მივიღებთ საერთაშორისო გადაზიდვებს და არა შიდა გადაზიდვებთან ერთად.
საქმე ის გახლავთ, რომ პუტინის რეჟიმს ხელს აძლევს უცხოური ავიაკომპანიების შემოყვანა, რაკი რუსულები დასანქცირებულნი არიან და დასავლეთში, ევროპასა და ამერიკაში ვერ დაფრინავენ
რატომ ვერ დაფრინავენ? იმიტომ, რომ ყველა ის ამერიკული „ბოინგი“ და ევროპული „აერბასი“ დაყადაღებულია.
როგორც კი სადმე დაეშვება, მაშინვე დააპატიმრებენ ამ თვითმფრინავებს და ჩამოართმევენ.
ეს თვითმფრინავები პუტინმა უბრალოდ ბანდიტურად წაართვა მფლობელებს, ვისგანაც იჯარით ჰქონდათ აღებული ანუ დააყაჩაღა!
ავიაციაში იშვიათია, კომპანია (თუნდაც „ფლაგმანი ანუ ძირითადი გადამზიდავი) თვითმფრინავებს ყიდულობდეს - 79-80% ეს ავიაპარკი დაქირავებულია, რაც დასავლურ მწარმოებლებს ასეთი „ყაჩაღობით“ შემოუტრიალდათ ახლა:
მოსკოვიდან მურმანსკში და პეტერბურგიდან - ვლადივოსტოკში ან ნოვოსიბირსკში რუსები კომფორტულად დაფრინავენ იმ „ბოინგებით“ და „აერბასებით“, რითაც მანამდე (ომამდე) რუსული Аэрофлот დაფრინავდა ნიუ იორკსა და პარიზში.
ახლა Аэрофлот იქ ვეღარ დაფრინავს, მაგრამ მსოფლიოს მრავალი მიმართულებით (განსაკუთრებით აზიაში - ფხუკეთში, ვიეტნამში და ასე შემდეგ, რაც რუს ტურისტებს პარიზზე არანაკლებ შეუყვარდათ) დაფრინავენ აზიური ავიაკომპანიები ისეთივე (ოღონდ მათი დაქირავებული) „ბოინგებით და „აერბასებიოთ.
ეს ისტორია საინტერესოა საპასუხოდ კითხვისა: „რატომ არ მუშაობს ანტირუსული სანქციები? ან კი როგორ, რანაირად იმუშავებს, როცა დასავლური სანქციები „საცერს“ ჰგავს, რითაც „წყლის დაჭერას“ ცდილობენ ერთი ქართული მეტაფორით „საცერით წყალს ვერ შეაგროვებ“.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აღიარა, რომ კანცლერ შოლცთან უთანხმოება აქვს უკრაინის არმიისთვის შორსმწვდომი იარაღის მიწოდების საკითხში ანუ რაკეტების.
იგულისხმება გერმანული რაკეტები Taurus, რომელიც სინამდვილეში უფრო ძლიერი და ქმედითია ვიდრე ბრიტანული Storm shadow, ფრანგული Scalp და ამერიკული HIMARS, Atacms.
უკრაინა ძალიან დიდი ხანია ითხოვს ბერლინისგან ამ რაკეტების გადაცემას, თუმცა უშედეგოდ: საერთოდ არ აწვდიან.
ანუ ამერიკელები, ბრიტანელები და ფრანგები აწვდიან თავის რაკეტებს, ოღონდ უკრძალავენ მათ გამოყენებას რუსეთის სიღრმეში, გერმანელები კი საერთოდ არ აწვდიან რაკეტებს - ვაითუ რუსეთის სიღრმეში, მოსკოვისა და პეტერბურგის დასაბომბად გამოიყენოსო.
როგორც ჩანს სწორედ ამ ფობიებს უპასუხებდა ანალენა ბერბოკი, როცა თქვა: „უკრაინას უნდა მივაწოდოთ ჩვენი რაკეტები, რათა......დანაღმულ ველთა გადალახვა შეეძლოს უკრაინის არმიასო“
აქ ბერბოკი გულისხმობდა, რომ დანაღმული სივრცეები გახდა მთავარი (ეს უდავოა, ამაზე სპეციალისტები უკვე შეთანხმდნენ) მიზეზი იმისა, რომ უკრაინის კონტრშეტევა 2023 წელს ჩაიშალა და არ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული, როგორც უკრაინას და მის მეგობრებს უნდოდათ.
ანუ, გამოდის, ბერბოკს სწორედ გერმანული რაკეტები მიაჩნია „პანაცეად“, რათა უკრაინულმა არმიამ „დანაღმულ ველებს მიღმა“ ბომბოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო არმიის პოზიციები?
და ეს „დანაღმული ველები“ რა შუაშია? ექსპერტთა აზრით, ბერბოკი და შოლცი ახლა ტექნოლოგიურად თამაშობენ: კანცლერი წინააღმდეგია, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, რათა უკრაინელები მეტისმეტად არ განაწყენდნენ - ვითომ მომხრეა.
თან ბერბოკი იმ „წყალგაუვალ“ არგუმენტს იშველიებს, რომ ის და შოლცი კოალიციას ქმნიან ანუ სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ ამ კოალიციაში (შოლცი სოციალ-დემოკრატია, ბერბოკი -„მწვანე“ ) და....„აბა რა არის გასაკვირი თუკი სხვადასხვა აზრზე ვართო“.
სისტემური მიზეზი მაინც ისაა, რომ ზოგადად გერმანულ ელიტებს ცეცხლივით ეშინიათ, უკრაინის დახმარება არ „გამოჩნდეს“ და არ „წარმოჩინდეს“, როგორც გერმანელი ერის და გერმანიის რ ე ვ ა ნ შ ი რუსების მიმართ იმ საზარელი ომისთვის, რაც ჰიტლერმა გააჩაღა 1941 წელს და თან გაიძახოდა (ეს ისტორიული ფაქტია): რუსი ერი ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროსთან უნდა გადავასახლო, სხვა „მათგან გაწმენდილ“ მიწებზე კი გერმანელებს დავასახლებო.
ეს მომენტი ძალიან კარგად იციან პუტინმა და ლავროვმა.
ამიტომაც იმეორებენ დღენიადაგ: „გერმანული ლეოპარდი-ტანკები კვლავაც თხრიან რუსეთის წმიდა მიწას კურსკში......როგორც 80 წლის წინ......“ და ა.შ.
ამის პარალელურად, ამერიკული National interest წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ, გერმანიისგან განსხვავებით, იპოვა „ოქროს შუალედი“: რაკეტებს კი აწვდის, თუმცა მკაცრად აკონტროლებს მათ მიზანდასახულობას, რათა ისინი უკრაინამ მოსკოვის და პეტერბურგის ან უფრო შორეული სამიზნეების დასაბომბად არ გამოიყენოს.
დავაკვირდეთ: უკრაინა საკუთარი წარმოების რაკეტებს იყენებს სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად, მაგრამ არ ესვრის ამ რაკეტებს მოსკოვს და პეტერბურგს. რატომ? რა უშლის ხელს? ის რომ ამერიკელებმა უთხრეს: თუ მოსკოვს და პეტერბურგს დაბომბავთ თქვენი (!) რაკეტებით, მაშინ ჩვენი კოსმოსური მიზანდასახულობის სისტემებითაც ვერ ისარგებლებთ და ეგ თქვენი რაკეტები „დაბრმავდებიანო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ უფრო გიჟურ განცხადებებს აკეთებს ილონ მასკი გუშინ თქვა, რომ თუ დონალდ ტრამპი არ გაიმარჯვებს 5 ნოემბრის არჩევნებზე ეს......„უკანასკნელი არჩევნები“ იქნება ამერიკის ისტორიაში“, რაკი ამერიკა დაიღუპება და აღარ იარსებებსო.
ამგვარი „საზრისი“ შემდეგნაირად „განავითარა/დაასაბუთა: „დემოკრატები, კონკრეტულად კამალა ჰარისი, გეგმავენ 2 მილიონ ემიგრანტს დაუკანონონ ამერიკის მოქალაქეობა და კიდევ რამდენიმე მილიონი ემიგრანტი შემოუშვან ამერიკაში. ისინი „დემოკრატიული პარტიის„ ამომრჩევლები იქნებიან მუდამ, ეს პარტია ისეთ ისტორიულ უპირატესობას მოიპოვებს მათი მეშვეობით, რომ არჩევნები აზრს დაკარგავს, ტრადიციული „რესპუბლიკური ელექტორატის“ შტატები აღარ იარსებებენ, ამ შტატებში კამალა სპეციალურად „ჩაასხამს“ ემიგრანტებს....არჩევნები აზრს დაკარგავს და......ამერიკაც დამთავრდებაო“.
ამაზე კომენტარი ზედმეტია.
თუმცა ეს ნარატივები დღეს ამერიკაში მაინც „მუშაობენ“. იმიტომ, რომ არასდროს ამერიკული სოციუმი არ ყოფილა ასე პოლარიზებული როგორც დღეს.
ელიტები კი ყოფილან მწვავედ დაპირისპირებულნი.
მაგალითად 2008 წელს ბუშ-მაკკეინსი კომპანიის დროს, თუნდაც იმავე ტრამპ-კლინტონის დაპირისპირების დროს, მაგრამ.......თვით სოციუმი ლამის „ცნობიერი სამოქალაქო ომის“ ზღვარზეა და რა თქმა უნდა აქ ისევ და ისევ „საკვანძო“ როლს ასრულებენ სოციალური ქსელები, სადაც ახლა მძვინვარე ომი მიმდინარეობს.
ტელევიზიის „მოდერირება“ და კონტენტის მონიტორინგი, გარკვეულწილად „დარეგულირება“ კიდევ შეიძლება, თუმცა სოციალური ქსელებისა..... შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ თვით ილონ მასკია ამჟამად ამერიკაში ყველაზე (შეუდარებლად) გავლენიანი სოციალური ქსელის - X (ყოფილი Twitter) მფლობელი და განა საკითხავია რა „ხაზს“ ატარებს ან გაატარებს ეს ზემძლავრი რესურსი, რომელიც ამერიკაში ბევრად პოპულარული და „მოთხოვნადია“ ვიდრე Facebook?
პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ მის შვილს, ჰანტერ ბაიდენს დეკემბერში (!) სასამართლო ციხეს მიუსჯის იარაღის უკანონო ტარება/შენახვის ბრალდებით, ის მას არ შეიწყალებს.
იმ მომენტუმში ბაიდენს ჯერ კიდევ ექნება შეწყალების უფლება, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მხოლოდ იანვარში ტარდება. მაგრამ თუ პრეზიდენტი კამალა ჰარისი გახდა? იანვარში ფიცი დადო? - კალიფორნიის ყოფილმა უმკაცრესმა გენერალურმა პროკურორმა?
შესაძლოა აქ ჯოსა და კამალას შორის ერთგვარი კონსენსუსი არსებობდეს რათა შექმნან კონტრასტი დონალდ ტრამპთან, რომელიც აღარც მალავს, რომ როგორც კი ფიცს დადებს (იანვარში), მაშინვე შეიწყალებს ყველას ვინც 2021 წლის იანვარში კონგრესის შენობაში შეიჭრა და......საკუთარ თავსაც შეიწყალებს ყველა ბრალდებაზე.
უკვე გამოტანილ ან მიმდინარე საქმეებზე.
კონსტიტუციით ამერიკაში პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს არათუ მსჯავრდადებული (როგორც საქართველოშია) არამედ.....განსასჯელი და თვით ეჭვმიტანილიც კი - სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც (!!!)
ასეთი საოცარია ამერიკული კანონმდებლობა ამ ნაწილში.