საქართველო და `სოციალური ენერგია`

საქართველო და `სოციალური ენერგია`

ზოგადად, რასაც მე ვაკვირდები 35 წელია, ქართველ პოლიტიკოსებს იმმანენტურად არ ძალუძთ (უფრო, ვიდრე `გაცნობიერებულად არ სურთ`) აღიარონ `სოციალური ენერგიის` ფენომენის არსებობა.

სწორედაც ჩლუნგი დარწმუნებით უწოდებენ ამ რეალურად არსებულ ფენომენს ` დაუმტკიცებადს, `ეფემერულს`, `შეუმოწმებადს` - მიუხედავად ემპირიული მაგალითებისა; იმიტომ, რომ....არ აწყობთ ამის აღიარება.

არადა, სინამდვილეში სოციუმი ისევე შეიძლება `დაიღალოს`, გამოიფიტოს, როგორც ცალკეული ადამიანი.

შესაბამისად, რაკი ამ ფენომენის არსებობას არ აღიარებენ, არც მისი უყაირათოდ ფლანგვისა და განხარჯვის დაუშვებლობას ურიგდებიან.

ეს ქართველ პოლიტიკოსთა აბსოლუტურად ყველა თაობას ეხება.

შემდეგ კი უკვირთ, რატომ ისადგურებს სოციალური აპათია ქართულ საზოგადეობაში, რომელიც ისტორიულ ქარტეხილთა გამო ისედაც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული პასსიონარობითა და სოციალური ენერგიით.

`ერი არ გვივარგაო` - ასკვნიან, როცა თვითონ არ ვარგიან!

ეს ხაზი `წითლად` გასდევს საქართველოს მთელს უახლეს ისტორიას.

მათ შორის `წითლად` - პირდაპირი მნიშვნელობითაც.

დათო