სერგეი კირიენკო და მისი სამშობიარო.

სერგეი კირიენკო და მისი სამშობიარო.

არ ვიცი რა გახდა ინსპირატორი სერგეი კირიენკოს ვიზიტის შესახებ ინფორმაციისა.

თუ (!) ეს სიმართლეა, მაშინ უნდა ითქვას, რომ პუტინს ზოგადად ახასიათებს ხოლმე ამგვარი სვლები, როცა რაიმე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ `გეშეფტზე` იწყებს ლაპარაკს.

ანუ აგზავნის თავის პირად წარმომადგენელს, `გამსიტყვებელს` და `მესენჯერს`.

წარმოდგენა არა მაქვს და ვერანაირად ვერ ვხვდები (ამიტომაც მეპარება ეჭვი პირველწყაროების სერიოზულობაში) რა `გეშეფტი` შეიძლება ახლა გააფორმოს კრემლმა `ოცნების` ხელისუფლებასთან?

უვიზო რეჟიმი?

ოცნება ამის გამო აიტკივებს თავს? მით უმეტეს დღევანდელ ფეთქებად ვითარებაში?

ვის რა ჯანდაბად უნდა (უკვე) ეს უვიზო რუსეთთან?

2000 წელს ეს `ბერკეტი` ნამდვილად იყო, 2010 წელსაც `ბერკეტი` იყო.

ახლა? პარიზში რომ 180 ლარად გაფრინდები უვიზოდ ქუთაისიდან?

დასაქმების მხრივ, პოლონეთში უფრო იშოვი ასე თუ ისე წესიერად ანაზღაურებად სამუშაოს, ვიდრე რუსეთში.

არა მგონია ქართველებს იოშკარ ოლაში ხელოსნობა ერჩივნოთ ვარშავაში ან პოზნანში ხელოსნობას.

ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა

პირდაპირი ფრენები?

კი, ეს ფაქტორია, მაგრამ ომს გამოქცეულმა რუსებმა უკვე დახარჯეს იმდენი, რამდენსაც რუსი ტურისტი ხარჯავდა. უფრო მეტიც კი და მათ `პირდაპირი რეისები` სულ არ სჭირდებათ.

ღვინის ემბარგოთი დაემუქრება?

სასაცილოა.

რამდენია სრული შემოსავალი ქვეყნის ღვინის ექსპორტიდან? გაქაჩე- გამოქაჩე 100 მილიონი დოლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტი 5 მილიარდი დოლარია.

და რა მაშინ? `აფხაზეთი?` გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!

ეს უნდა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს: აფხაზებმა პუტინს თავზე `უქნეს` `პიცუნდის აგარაკის` თემაზე და.....არაფერი: ელექტროენერგიის შეწყვეტაც ვერ გაუბედა.

მანდარინი ცოტა ხანს დაუბლოკა და რომ უღრიალეს ჩრდილო კავკასიელმა დეპუტატებმა დუმაში, ისიც გახსნა. შეეშინდა.

საერთოდ......`რუსეთის მიერ აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნების` საკითხი `გეშეფტისთვის `ისტორიულად დახურულია და ამაზე ფიქრიც კი მარაზმია დღეს - 2022 წელს.

მე თუ მკითხავთ, 1993 წელსვე დაიხურა, თუმცა მაშინ ამას ღიად ვერც იტყოდი - ამ ჩვენი ჭკუასუსტი `ინტელიგენციის` საპასუხოდ: `მივცეთ რუსეთს და დაგვიბრუნებს აფხაზეთსო`.

კაცმა რომ თქვას, რუსეთის `დაბრუნებული` აფხაზეთი ნიშნავს ძლივს დაბინავებული და ასე თუ ისე ცხოვრებააწყობილი ლტოლვილების გაგზავნას უკეთეს შემთხვევაში ომის და სისხლისღვრის სივრცეში, უარეს შემთხვევაში გაუპატიურებულ მონობაში.

სხვა არ ვიცი

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, აქვე თვით კირიენკოზე უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა: სოხუმთან მას იგივე მიმართება აქვს, როგორც ადამიანს - სამშობიაროსთან, სადაც გაჩნდა! არც მეტი, არც ნაკლები.

17 წლის შემდეგ აფხაზეთში არ უცხოვრია.

1998 წლის აგვისტოში, როცა რუსეთი ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა, პრეზიდენტმა ელცინმა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი გადააყენა და მის ნაცვლად სერგეი კირიენკო დანიშნა მთავრობის თავმჯდომარედ.

ამაზე 1993 წლის მოსკოვური ამბოხის ერთ-ერთმა ლიდერმა, ექს-ვიცე/პრეზიდენტმა, იმ დროს კურსკის გუბერნატორმა რუცკოიმ (აი შევარდნაძეს რომ თბილისის დაბომბვით ემუქრებოდა 1992 წელს) ასეთნაირად იხუმრა: ``ელცინმა მძიმეწონოსანი კამეჩი გააგდო და მის ნაცვლად ურემში პაწუა სახედარი შეაბაო``. (Ослика)

რა თქმა უნდა ვერ გაქაჩა;

მალევე გააგდეს ვითომ, მაგრამ....აი მერე, უკვე პუტინის დროს, უცნაური და ერთი შეხედვით აუხსნელი რამ მოხდა:

ეს `Ослик-ი კირიენკო` ჯერ იმ ფედერალური ოლქის მმართველად დაინიშნა, სადაც მოსკოვისთვის პრობლემური ვოლგისპირა რესპუბლიკები შედიოდნენ (თათრეთი და ბაშკირეთი), ხოლო შემდეგ . . . . . . . ყველაზე `სათუთი` და `დელიკატური` სფერო, - ატომური ენერგეტიკა ჩააბარეს.

აქვე გავითვალისწინოთ, რომ `ატომური სფერო` რუსეთისთვის მარტო ენერგეტიკა კი არ არის, არამედ საგარეოპოლიტიკური ინსტრუმეტია!

თან უძლიერესი ინსტრუმენტი: გავიხსენოთ ირანის `ბუშერი`, ახლანდელი თურქეთის პროექტი და ა.შ და ა.შ.

ერთი ხანობა სამხრეთ ამერიკაშიც კი `შეძვრა` კრემლი ამ ატომური პროექტებით, თუმცა ამერიკელებმა ისეთი `შეჰღრინეს` იქაურ `ბანანის რესპუბლიკებს`, რომ კირიენკოს ხსენებაზე აცახცახებთ დღემდე.

ამერიკელების `შეღრენა` მათთვის ჩვეული შინაარსის იყო:

``თუ ატომური ელექტროსადგურები გჭირდებათ, კი ბატონო, - ჩვენ აგიშენებთ უფრო სწრაფადაც და უფრო უსაფრთხოსაც, მაგრამ თუ ამას ჩვენს ჯინაზე აკეთებთ, დედებს მოგიხნავთ, როგორც კუბასო!`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მთელს ამ კარიერულ უცნაურობას (Ослик-იდან - ბირთვული ენერგეტიკის გენერლობამდე) აქვს ერთადერთი ახსნა:

სერგეი კიერიენკო თავიდანვე იმ ზემძლავრი სამსახურის `ნომენკლატურა` იყო, რომლის წიაღშიც გაჩნდა თვით პროექტი `პუტინი` 1999 წელს - КГБ!

ანუ, რეალურად, უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსულ Deep State-ში ვიდრე ჩანს.

დაველოდები ლინკებს და......

თუ მართალია, ნამდვილად სახიფათო სვლაა.

მით უმეტეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომის(!) ფონზე.

არც უნდა შემოუშვან - დასავლეთში ძალიან კარგად იციან რუსული` ნომენკლატურის `ამბავი.

დათო