ფემინიზმის ისტორიული გამარჯვება საქართველოში.
მე რა ვერ გავიგე იცით? აი მართლა ვერ გავიგე:
ყველა-ყველა და......ქართველ ფემინისტებს, რომლებიც ახლა „რევოლუციონერთა“ პირველ რიგებში დგანან, რა შეიძლება ჰქონდეთ საწინააღმდეგო და საპრეტენზიო „ქართულ ოცნებასთან?“
სხვებს კი ბატონო,მაგრამ მათ?
შეგახსენებთ:
„ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქართულ ფემინისტურ მოძრაობას შეუსრულა ყველაფერი, ყველა მოთხოვნა, რაზეც ვერც კი იოცნებებდნენ წინა ხელისუფლებ(ებ)ის დროს წინა თაობათა ფემინისტები!
სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა უღრმესი ინსტიტუციური რეფორმები ოჯახური ძალადობის და ქალზე ძალადობის საწინააღმდეგოდ სისხლის სამართლებრივი და საპოლიციო პრაქტიკის (!) თვალსაზრისით.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ საქართველო აბსოლუტურად სამაგალითოა მთელს ჩვენს დიდ რეგიონში!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომლის დამამხობელთა პირველ რიგებში დგანან მეთქი ახლა ქართველი ფემინისტები, მათივე მოთხოვნით და მითითებით ისეთნაირად ჩამოაყალიბა „ძალადობის“ ცნება ყველა განზომილების კანონმდებლობაში, რომ ქალის მიმართ „ხმააკანკალებით“ ლაპარაკის გარდა ნებისმიერი ხმის ტონის აწევა (ყვირილზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, სხვაზე....ფიზიკურზე....ამის გაფიქრებაც კი გაგაჟრიალებს!), პირდაპირ ციხეს განაპირობებს!
ულაპარაკოდ, უალტერნატივოდ, უსაშველოდ და უმოწყალოდ გამონაკლისის გარეშე - უმკაცრესი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მეინსტრიმში.
ქართული ოცნების ხელისუფლება ის უნიკალური ხელისუფლებაა საქართველოს ისტორიაში, რომლის საკანონმდებლო რეფორმის და სისხლისსამართლებრივი ინოვაციების შედეგად, კოდექსის ნორმათა „ინტერპრეტაცია“ (!) შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულებით - მამაკაცის საწინააღდმეგოდ.
თუნდაც ამგვარი ნორმატიული ბაზა ობიექტურ კითხვებს იწვევდეს „უდანაშულობის პრეზუმფციის“ თვალსაზრისით
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება პირველი ხელისუფლებაა ამ ქვეყანაში, რომელმაც არა მხოლოდ ეს საკანონმდებლო ბაზა შექმნა ოჯახური ძალადობის და ქალზე ძალადობის წინააღმდეგ, არამედ „ააშენა“ მთელი სისტემა ძალისმიერი ბიუროკრატიის ფინანსური და კარიერული მოტივირებისა (!) უმკაცრესი პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით ყველა მოძალადე მამაკაცის მიმართ ისევ და ისევ კანონმდებლობაში ძალადობის ცნების ისეთნაირად ფორმულირებით (ნახეთ, დარწმუნდებით-დ.), რომ ნებისმიერი არასათანადო ქცევა ქალის მიმართ, ლამის ჟესტი და მიმიკაც კი, ულაპარაკოდ ცხადდება „ძალადობად“.
შესაბამისად, „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება საქართველოში, როდესაც ათი პატიმრიდან ექვსი ( ა თ ი დ ა ნ - ე ქ ვ ს ი ! არ ვაჭარბებ.) ახლა ციხეში სასჯელს იხდის ოჯახური ძალადობისა და ქალზე ძალადობისთვის.
ვერც ერთი სხვა ხელისუფლების დროს ქართველი ფემინისტები ამდენს ვერ მიაღწევდნენ!
ეგღა აკლდათ იმ „წინა ხელისუფლებებს“, ესოდენ არაპოპულარულ (!) ნაბიჯებს გადადგამდნენ და ასეთ რისკზე წავიდოდნენ „ქართული მამაკაცური შოვინიზმის“ სოციუმში
და მაინც ახლა „რევოლუციონერთა“ და ამ ხელისუფლების დამამხობელთა პირველ რიგებში დგანან ეს ლამაზი, ჭკვიანი და ფანატიკოსი გოგონები.
და ბოლოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც (რატომღაც ამ მომენტს არავინ აქცევს ყურადღებას) ხსენებული „მამაკაცური შოვინიზმით“ გაჟღენთილ სოციუმს ლამის ძალით აარჩევინა ქალი პრეზიდენტად!
ჰოდა კინაღამ დაემხო თავზე ის არჩევნები 2018 წელს! თუმცა მაინც აარჩევინა „ლამის ძალით“ მეთქი.
ამაზე ფემინისტები ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი ვერ იოცნებებენ.
მოდით აბა ერთი მოვიკითხოთ: საფრანგეთში (ს ა ფ რ ა ნ გ ე თ შ ი ანუ გამარჯვებული ფემინიზმის ქვეყანაში!) როდის აირჩიეს „ბოლოს“ ქალი პრეზიდენტად?
არც არასდროს!
ჟანა დ,არკი არ ითვლება სოციუმის და ელიტათა „ფემინისტურობის“ საზომად, რადგან ის გოგო პრეზიდენტი არ ყოფილა.
ისევე, როგორც თამარ მეფე არ ყოფილა პრეზიდენტი.
- - - - - - - - - - - - - - - - -
ეს რასაც მიაღწიეს ქართველმა ფემინისტებმა ამ (სწორედ ამ!) ხელისუფლების დროს და პირობებში, რომლის „დამამხობელთა“ პირველ რიგებში სჩანან ამჟამად.
ახლა დავსვათ მეორე, ბევრად არსებითი კითხვა: რ ო გ ო რ.
ანუ როგორ და რა „მანქანებით“ მიაღწიეს ამდენს?!
ოოოოოოოოო..........აი აქ კი არ შემიძლია არ ვთქვა, რომ როგორც ადამიანი, ვინც პროფესიიდან გამომდინარე 30 წელია ვაკვირდები პროცესებს (და არა მხოლოდ „მოვლენებს“ ესე იგი ფაქტებს) არ შემიძლია არ გამოვთქვა უუუუუუუდიდესი აღფრთოვანება, თუ რამდენად ჭკვიანურად, რამდენად დახვეწილად (Sophisticate), რაფინირებულად, „მაღალტექნოლოგიურად“, მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად მუშაობდა ქართული ფემინისტური მოძრაობა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში თავისი მიზნების მისაღწევად
რა დიდოსტატურად „თამაშობდნენ“ ერთდროულად როგორც ოპოზიციის ასევე სახელისუფლებო „მოედნებზე“, როგორ ქმნიდნენ „კონტრმოტივაციათა“ ტექნოლოგიით მათთვის სასარგებლო „კუმულაციურ“ ეფექტს, როცა ორივე მხრიდან „მოჰქონათ“ ის, რაც სჭირდებოდათ;
რა ჭკვიანურად იმუშავეს „კომუნიკაციის კომისიასთან“, სადაც საკუთარი წარმომადგენლები ჩანერგეს, ასევე მედიასთან, რათა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ქვეყანაში შეეზღუდათ ეს თავისუფლება იმ მიმართულებით, რაც ქალის უფლებათა უსიტყვო პრიორიტეტულობას უქმნიდა საფრთხეს;
როგორ იყვნენ ერთდროულად „ოპოზიციონერები“,„რევოლუციონერები“ და, იმავდროულად, ჭკვიანურად, ფრთხილად, ფაქიზად მუშაობდნენ „სამიზნე პერსონების“ მისაგნებად ხელისუფლებაში.
და მიაგნეს კიდეც ამგვარ „სამიზნე პერსონას“ ქალბატონი წულუკიანის სახით, ვინც ამ ღრმა და მკაცრი რეფორმის მთავარ პრომუტერად აქციეს.
როგორ „ამუშავეს“ ხსენებულ „სამიზნე პერსონასთან“ საელჩოები.
პირველ რიგში საფრანგეთის საელჩო - ცნობილი მიზეზების და მოტივაციების გამო ამ ქალბატონისა.....
თუმცა გარწმუნებთ, ქართველ ფემინისტებს ქართული ოპოზიცია და მისი მიზნები (მთლიანობაში ქართული პოლიტელიტა) ისევე „ეკიდათ“, როგორც ხელისუფლება და მმართველი პარტია.
მათ საკუთარი მიზნები ჰქონდათ და ამ მიზნით ორივე „სცენაზე“ მუშაობდნენ მეთქი დიდოსტატურად, ჭკვიანურად, გ ე ნ ი ა ლ უ რ ა დ!
ამ ბოლო „რევოლუციურ მიტინგებზეც“ ქართული ფემინისტური მოძრაობის ჟანა დ, არკმა, ბობოქარი მანიფესტაციის ფონზე ფრთხილად, თუმცა მტკიცედ „შეაპარა“ პირდაპირ ეთერში: „აი ეს გაითვალისწინოს ნებისმიერმა მომავალმა ხელისუფლებამო“.
ანუ..... ის „ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება“ თუ გაბედავს ჩვენი მოთხოვნები და პრიორიტეტები არ შეასრულოს, ამაზე უარესი დაემართებაო!“.
ამას ძველ თბილისური შესანიშნავი სლენგით „სტოპერიოდის დაჭერა“ ერქვა.
ჰო, აქვე შეგახსენებთ თუკი ვერ შენიშნეთ: არჩევნებზე დაკვირვების NGO-ებს იგივე ფემინისტური მოძრაობის ლიდერები ხელმძღვანელობენ........ რითაც ხელისუფლებას აფრთხილებენ: „თუ ჭკვიანად არ დაეგდებით და არ შეასრულებთ ჩვენს მოთხოვნებს, თუ ქალთა უფლებების პრიორიტეტულობის მაქსიმას დააიგნორებთ, მორიგი არჩევნების შემდეგ იმ არჩევნების შედეგს „გაყალბებულად“ გამოვაცხადებთ და ამით ოპოზიციას თქვენს დამამხობელ არგუმენტ/სათქმელს მივცემთ!“.
იმდენად ღრმა „შეღწევის“ ინტეგრალური სახელმწიფოებრივი, სოციალური და პოლიტიკური თუ სამართლებრივი სისტემა შექმნეს, რომ ნამდვილად (ამაში უკვე ეჭვიც არ მეპარება) ნებისმიერი ახალი ხელისუფლება საქართველოში ქალთა უფლებების უმკაცრესად დაცვის პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს მარადჟამს!
ოღონდ აქ არსებითი ისაა, რომ ეს „ინტეგრალური სისტემა“ სწორედ ამ (!) ხელისუფლების დროს შექმნეს, რომლის რევოლუციონერ/დამამხობელთა პირველ რიგებშიც დგანან ახლა
და აბსოლუტურად.... 100%-ით გამორიცხულია ამისთვის ან თუნდაც ამის ნახევრისთვის ან მეათედისთვისაც კი წინა ხელისუფლების ან იმის წინა ხელისუფლებების ან კიდევ იმის წინა ხელისუფლების პირობებში მიეღწიათ.
რაღა მეთქმის? მხოლოდ აღფრთოვანების გამოხატვა, როგორც ისტორიული მნიშვნელობის პროცესებზე დამკვირვებელს.
გ ი ლ ო ც ა ვ თ ი ს ტ ო რ ი უ ლ გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა ს!
ქალებს ენაცვალოს ჩემი თავი
არაფერი ისე არ ამშვენებს ქალს, როგორც ჭ კ უ ა!
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი.