ფრედერიკ ფორსაიტი და ერთიანი ევროპა
86 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრედერიკ ფორსაიტი.
ავტორი ბესტსელერისა 'Day of the Jackal' („ტურას დღე“)
არც კი მეგონა თუ დღემდე ცოცხალი იყო.
ეს წიგნი......უნდა ითქვას.......არის ლიტერატურული შედევრი! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი „მასკულტად“ მიიჩნევს.
გასაგებია, რომ ფორსაიტი მარკესი არაა და არც „აფთრის დღეა“ „პატრიარქის შემოდგომა“ თუ „მარტოობის ასი წელიწადი“, მაგრამ......
ჩემი მოკრძალებული აზრით, მწერალს, ზოგადად, ახასიათებს არა მხოლოდ საზრისი, არამედ ნიჭი, მწერლური ოსტატობა, თხრობის ხარისხი, „ხატებათა“ და „სახეთა“ შექმნის უნარი.
ამ მხრივაც 'Day of the Jackal' სრულიად გამორჩეულია.
ოღონდ მთავარი ეს როდია.
რაც მთავარია, ამ მოაზროვნე ადამიანმა (თხემით-ტერფამდე „ევროპელმა“) ძალიან დიდი ხნის წინ შენიშნა „გაერთიანებული ევროპის“, იგივე ევროკავშირის თვისებრიობა.
ანუ....მისი მანკიერებანი(ც), ღირსებები(ც) და უმთავრესი გამოწვევები.
„ერთიან ევროპას“ ეძღვნება მისი ტექსტი
ფორსაიტი ჯერ კიდევ 1960-70-იან წლებში ჭვრეტდა და ზუსტად აღიქვამდა ევროპის მომავალს.
ესე იგი უკვე მაშინ, როცა „გაერთიანებული ევროპა“ მხოლოდ და მხოლოდ „საერთო ბაზარი“ იყო და მეტი თითქოს არაფერი....... ხოლო „ევროკავშირი“, როგორც გეოპოლიტიკური და ღირებულებითი კონცეპტი, ოდენ მის გენიალურ დამაარსებელთა, შუმანის, დე გოლისა და ადენაუერის ოცნებებში თუ არსებობდა.
ამ შესანიშნავი თხზულების ცენტრში......თუმცა რაღა „თხზულებაა“, როცა დე გოლი მართლა კინაღამ მოკლეს სამჯერ ისტორიულად სწორი გადაწყვეტილებისთვის ალჟირის თაობაზე?!...... „ევროპელი ადამიანია“, საერთო პასუხისმგებლობით (!) ფრანგი იქნება იგი, იტალიელი და ინგლისელი.
და „ცივსისხლიანი“, თუმცაღა ძალიან მაღალი ინტელექტის მკვლელი: აფთარი, ტურა, როგორც ამ ადამიანის ანტიპოდი ან......თუ.......მისი „ალტერეგოც“ კი.
ამასთან, დიდი მწერალი გვეუბნება, რომ ეს ურჩხული იმავე კეთილშობილმა იდეამ და მისმა განხორციელებამ შვა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს და ხშირად არის კიდეც დიადი ისტორიული იდეების აღსრულებისას.
დათო